ინტერვიუ ავტორთან – “ვისაუბროთ უკომპლექსოდ”

ინტერვიუ ავტორთან – “ვისაუბროთ უკომპლექსოდ”

გამარჯობა მაგდა, საიდან გაჩნდა იდეა პროგრამის სახელმძღვანელოდ გამოცემის?

 

მოგესალმებით. უამრავი სახელმძღვანელო არსებობს ინგლისურ ენაში, რომელიც გვეხმარება საფუძვლიანად შევასწავლოთ მოსწავლეებს ინგლისური ენის გრამატიკა, გავუმდიდროთ ლექსიკური მარაგი, გავუუმჯობესოთ სმენითი უნარ-ჩვევები, თუმცა, ნაკლებ არის პროგრამები საუბარზე ორიენტირებული. 

 

საგაკვეთილო პროცესზე ყოველთვის მიწევდა დამატებითი სასაუბრო თემების შეტანა, რათა ნასწავლი მასალის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა ჰქონოდათ მოსწავლეებს და საგაკვეთილო პროცესი გამეხადა უფრო მარტივი, სახალისო და ინტერაქტიული. 

 

გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ძალიან დამეხმარებოდა თუ დამატებით მასალებს, რითაც ყოველდღიურად ვხელმძღვანელობდი შემეგროვებინა, გამემდიდრებინა თემატური იდიომებითა და ვიდეო მასალებით და მექცია ერთ სპეც. კურსად. შევქმენი დრაფტი, რაც ჩავუშვი სასწავლო პროცესში, გავუზიარე კოლეგებსაც, მათაც დატესტეს და კურსი ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. რასაც მოწმობს 100 ზე მეტი მოსწავლის პოზიტიური უკუკავშირი.

 

კურსი მოკლე დროში გახდა ძალიან მოთხოვნადი ჩვენს სასწავლო ცენტრში. დაახლოებით ორ წელზე მეტი აქტიურად ვიყენებდით პროგრამის დრაფტს და პარალელურად ვმუშაობდი პროგრამისთვის დასრულებული სახე მიმეცა. გამიჩნდა იდეა, ეს ყველაფერი წიგნის სახით გამომეცა და არამხოლოდ სფიქაფს, არამედ სხვა ცენტრებსაც და ინგლისურის პედაგოგებსაც ჰქონოდა შანსი ამ კურსით ხელმძღვანელობის.

 

 ვისთვის არის კურსი – “ვისაუბროთ უკომპლექსოდ”?

 

კურსი განკუთვნილია ისეთი მოსწავლეებსთვის, რომლებსაც აქვთ სიტყვების მარაგი, მეტნაკლებად ერკვევიან გრამატიკაში, თუმცა აქვთ საუბრის კომპლექსი და ვერ ახდენენ საკუთარი თავის გამოხატვას უცხო ენაზე. ზოგადად, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად წაიკითხონ წიგნი და იმეცადინონ, თუმცა, გაცილებით ეფექტურია – როდესაც ესწრებიან შესაბამისს კურსს. 

 

ვის შეუძლია დაესწროს კურსს?

 

მარტივად რომ ვთქვათ, მოსწავლე უნდა აკმაყოფილებდეს B1 დონეს მინიმუმ. რადგან, გაკვეთილები მიმდინარეობს სრულიად ინგალისურ ენაზე. ჩვენი მიზანია არა გრამატიკისა და შესაბამისი სავარჯიშოების გაკეთება,  არამედ, მხოლოდ და მხოლოდ საუბარი და ნასწავლი მასალის პრაქტიკაში გამოყენება. კურსზე ასაკის შეზღუდვა არ გვაქვს, ნებისმერ მსურველს შეუძლია შემოგვიერთდეს როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წიგნი ძალიან საინტერესო საკითხავია და იძლევა ზოგად განათლებას ინგლისურ ენაზე, თუმცა, არ არის თვითმასწავლებელი.

 

რამდენი გაკვეთილისგან შედგება კურსი და რა თემებს მოიცავს?

 

Express Yourself შედგება 36 გაკვეთილისგან და მოიცავს ძალიან საინტერესო სტატიებს, თემატურ იდიომებს და ვიდეო მასალებს. მაგალითად: მუსიკა, ტექნოლოგიები, კულტურა, ჯანსაღი კვება, სპორტი და ა.შ. ფაქტიურად, ჩვენ ვსაუბრობთ ყველა თემაზე, რომელიც გვხვდება ყოველდღურ ცხოვრებაში და გვსურს რომ კურსზე დაგროვილი ცოდნა, შესაბამისი იყოს რეალობასთან.

 

როგორ შეიქმნა წიგნის დიზაინი?

 

ზემოთ ვახსენე, რომ თავდაპირველად მასალა ტექსტური ფორმატით გვქონდა, რომელსაც ვტესტავდით და მუდმივად ვახდენდით განახლებას. საბოლოო ვერსიის დამტკიცების შემდეგ, რაშიც დიდი წვლილი ჩვენი სასწავლო ცენტრის პედაგოგებს მიუძღვით, დავიწყეთ ფიქრი დიზაინზე.

 

თითოეული თავი დაგეგმილია ერთნაირად და მოიცავს: ანალიტიკურ კითხვას, ლექსიკის გამდიდრებას თემატურ ვიდეო მასალის განხილვას და იდიომებს. მაღალხარისხიანი ფოტოები შესაბამისია ტექსტებთან და აადვილებს აღქმის უნარს.

 

სახელმძღვანელოს დიზაინი,  სიმონ ორმოცაძეს ეკუთვნის, რომელიც სფიქაფის თანადამფუძნებელია და ციფრული პროექტების მენეჯერი. სიმონი ასევე არის ბიზნეს კონსულტანტი და მოქმედი ტრენერი, გაყიდვებისა და მენეჯმენტის მიმართულებით. იგი მაქსიმალურად შეეცადა ჩემი ჩანაფიქრი გაეცოცხლებია, გაეხადა ფერადი, ილუსტრირებული, დახვეწილი და მიმზიდველი. ისეთი, რომ წიგნი არამხოლოდ შინაარსობრივად ყოფილიყო საინტერესო, არამედ გარეგნულადაც თვალშისაცემი. 

 

ვფიქრობ, რომ მართლაც საუკეთესო შედეგი მივიღეთ. სახელმძღვანელო გამოირჩევა როგორც შინაარსობრივად, ასევე დახვეწილი დიზაინით და მაღალი ხარისხით. 

დიახ, წიგნი ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება.

 

სახელმძღვანელოს აქვს მყარი ყდა და სქელი ფურცლები, არ ირეკლავს შუქს და მეცადინეობის დროს არის ძალიან კომფორტული. სახელმძღვანელოს ბოლოს ნახავთ ლექსიკონს, სადაც ყველა უცხო სიტყვის და იდიომის ახსნა-განმარტებაა მოცემული. თემატური ვიდეოების ყურება კი QR კოდის მეშვეობით არის შესაძლებელი.

 

სად შეიძლება შევიძინოთ წიგნი და ასევე, როგორ მოვხვდეთ თქვენს კურსზე?

 

სახელმძღვანელოს შეძენა დღეიდან ყველა მსურველს შეუძლია. თავდაპირველად, შეძენა შესაძლებელია ექსკლუზიურად ჩვენს სასწავლო ცენტრში. შემდეგ ეტაპებზე კი წიგნი განთავსდება სხვადასხვა ციფრულ პლატფორმებზე და წიგნების მაღაზიებში.

 

კურსზე რეგისტრაციას რაც ეხება, ჩვენს ვებ გვერდზე, კურსების მენიუდან აირჩიეთ კურსი Express yourself და გაიარეთ მარტივი პროცესი. რეგისტრაციის შემდეგ ჩვენ მალევე დავუკავშირდებით მსურველს და დავნიშნავთ გასაუბრებას. 

 

რა არის თქვენი შემდგომი მიზნები?

 

წიგნზე მუშაობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ამჟამად ტესტირების ბოლო ეტაპზე ვართ რუსულისა და ქართული ენის პირად სახელმძვანელოებზე. ვფიქრობთ რომ ისინიც გამოვცეთ და ქართული ენისა და რუსული ენის კურსებიც ისეთივე პოპულარული გავხადოთ, როგორიც ინგლისური ენის კურსია ამ ეტაპისთვის. 

იმედი მაქვს ეს სახელმძღვანელო და შესაბამისი კურსი, სტუდენტს მისცემს დიდ ცოდნას და დაეხმარება ისაუბროს ყოველდღურ სიტუაციებში ინგლისურად უკომპლექსოდ.

 

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.

 

მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით ჩვენი კურსით. გისურვებთ წარმატებას!

 

 

0
    0
    კალათა
    თქვენი კალათა ცარიელიაკურსებში დაბრუნება

      სახელი, გვარი
      პირადი ნომერი
      ტელეფონის ნომერი 1
      ტელეფონის ნომერი 2
      აქტიური ელ-ფოსტა
      როგორ მოგაწოდოთ წიგნი?

      მიწოდების სრული მისამართი
      დაამატეთ კომენტარი