ინგლისურის გრამატიკა

ინგლისურის გრამატიკა

  • კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა: 90 წთ;
  • სტუდენტების რ-ბა ჯგუფში: 5 მსმენელი;
  • განრიგი: შეთანხმებით;
  • ფასი: მოცემულია სრულ კურსზე [24 გაკვეთილი]

ფასის დიაპაზონი

440,00 720,00 

კურსის პარამეტრები

Clear

კურსის აღწერა

გულისხმობს გრამატიკის სრულფასოვნად შესწავლას, რაც მოსწავლეებში ძალიან  დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. ჩვენ შევეცადეთ შეგვექმნა პრაქტიკული, ინტენსიური გრამატიკის კურსი, სადაც მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ ყურადღება გაამახვილონ მხოლოდ გრამატიკულ საკითხებზე. კურსის განმავლობაში თეორიულ მასალასთან ერთად, მოსწავლეები შეასრულებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს და განიხილავენ მათ თავისებურებებს. კურსი მორგებულია ყველა ასაკის მოსწავლის დონეს, როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში.

კურსის მიზანი

კურსის მიზანია მსმენელს ვასწავლოთ ინგლისური ენის გრამატიკის ყველა ძირითადი საკითხი და 26 (16 მოქმედებეთი გვარის, 10 ვნებითი გვარის) დრო, მარტივი, სახალისო და ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით. განვამტკიცოთ მიღებული ცოდნა შესაბამისი სავარჯიშოებით და შეძენილი ცოდნის ხარისხი გადავამოწმოთ ტესტირებით. 

სილაბუსი

    • არტიკლი;
    • არსებითი სახელი;
    • კუთვნილებითი ბრუნვა;
    • პირის ნაცვალსახელები;
    • ზედსართავი სახელი;
    • ზმნიზედა;
    • წინდებულები;
    • ყოფნა ზმნა;
    • კონსტრუქციები;
    • ქონა-ყოლა ზმნის უღლება;
    • ახლანდელი განუსაზღვრელი დრო;
    • წარსული განუსაზღვრელი დრო;
    • მომავალი განუსაზღვრელი დრო;
    • ახლანდელი განგრძობითი დრო;
    • წარსული განგრძობითი დრო;
    • მომავალი განგრძობითი დრო;
    • ახლანდელი სრული განუსაზღვრელი დრო;
    • წარსული სრული განუსაზღვრელი დრო;
    • მომავალი სრული განუსაზღვრელი დრო;
    • ახლანდელი სრული განგრძობითი დრო;
    • წარსული სრული განგრძობითი დრო;
    • მომავალი სრული განგრძობითი დრო;
    • დაპირება;
    • მოდალური ზმნები;
    • ვნებითი გვარი;
    • პირობითი წინადადებები;
    • სურვილი;
    • ინფინიტივი; 
    • ზმნის უპირო ფორმა [გერუნდი]; 
    • კითხვითი გამყოფელი წინადადებები;
    • პირდაპირი და ირიბი თქმა;
    • არაწესიერი ზმნები;
  • კურსზე გამოყენებული იქნება თემატიკასთან დაკავშირებული სავარჯიშოები, რასაც ადგილზევე შესრულებენ მოსწავლეები.

კურსის პრომო

ხშირად დასმული შეკითხვები

რა დონეზე უნდა ვფლობდე უცხო ენას, რომ შემოვუერთდე ინგლისურის გრამატიკის კურსს?

იმისთვის, რომ შეძლოთ კურსზე დასწრება და ეს კურსი ეფექტური იყოს თქვენთვის, თქვენ აუცილებლად უნდა ფლობდეთ ინგლისურ ენას მინიმუმ B1 დონეზე.

შემიძლია მხოლოდ კურსის 1 დონე გავიარო?

იმისთვის, რომ კურსი იყოს პროდუქტიული და შედეგზე ორიენტირებული, შეთავაზებაშია ერთი სრული კურსი, რომელიც მოიცავს 2 თვეს. მიღება წარმოებს მხოლოდ სრულ კურსზე. 

რა სახელმძღვანელოებს იყენებთ კურსის განმავლობაში?

სასწავლო პროცესში, ჩვენ ვიყენებთ კემბრიჯისა და ოქსფორდის, ლიცენზირებულ, მაღალი ხარისხის, ილუსტრირებულ ლიტერატურას, რომელიც მომზადებულია დარგის ექსპერტების მიერ.

კურსზე გამოყენებული სახელმძღვანელოები უფასოა თუ ფასიანი?

თუ თქვენ გადაწყვეტთ ისწავლოთ ონლაინ და არ გსურთ წიგნის შეძენა, PDF ვერსიას სრულიად უფასოდ მოგაწოდებთ. ხოლო სახელმძღვანელოს ღირებულება გახლავთ 15-20 ლარი, რომლის შეძენაც შეგიძლიათ ჩვენს სასწავლო ცენტრში, ან წიგნების მაღაზიაში.

კურსზე რეგისტრაციისას თანხა წინასწარ უნდა გადავიხადო?

რა თქმა უნდა არა. თანხას იხდით მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთობლივად შევთანხმდებით სწავლის განრიგზე და თქვენ საბოლოოდ თანახმა იქნებით დაიწყოთ სწავლა შეთანხმებული განრიგით.

როგორ ვიხდი თანხას?

კურსის დასაწყისზე შეთანხმების შემდეგ, კურსის სრული ღირებულების 50% გადახდილი უნდა იქნას კურსის დაწყებამდე 1 დღით ადრე. ხოლო დანარჩენი თანხის ანგარიშსწორება უნდა მოახდინოთ ზუსტად 1 თვეში. თანხის 2 თვეზე განაწილება სრულიად უპროცენტოა და თქვენ არ გიწევთ ბანკში ვიზიტი განვადებისთვის.

გადაწყვეტილების მიღებამდე, შემიძლია დავესწრო საცდელ გაკვეთილს?

დიახ, რა თქმა უნდა. საცდელ გაკვეთილზე დასწრება ხდება ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ, რადგან ჩვენ უნდა დავადგინოთ თქვენი ცოდნის დონე და შემოგთავაზოთ შესაბამისი დონის ჯგუფი. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გაკვეთილი ფასიანია და ღირებულება შეადგენს 40 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ დაიწყოთ სწავლა, გადახდილი თანხა გამოაკლდება სწავლის გადასახადს. 

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი?

დიახ, რა თქმა უნდა. სერთიფიკატი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წარმატებით ჩააბარებთ შესაბამისი დონის ტესტს. ტესტის გადაბარება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.

როგორ გავიარო რეგისტრაცია?

კურსზე დასასწრებად გთხოვთ აირჩიეთ კურსის პარამეტრები (ონლაინ, ოფლაინ, ინდივიდუალური, ჯგუფური) და დაამატეთ კურსი კალათაში. შემდეგ გახსენით კალათა და დაასრულეთ რეგისტრაციის პროცესი, უმარტივესი კითხვარის შევსებით. რეგისტრაციის შემდეგ, ჩვენ მალევე დაგიკავშირდებით და დავნიშნავთ თქვენთან ცოდნის დონის განმსაზღვრელ ინტერვიუს, რომელიც სრულიად უფასოა.

თქვენ ასევე შეგიძლიათ ისწავლოთ

0
    0
    კალათა
    თქვენი კალათა ცარიელიაკურსებში დაბრუნება