ინგლისური აბიტურიენტებისთვის

ინგლისური აბიტურიენტებისთვის

  • კურსის ხანგრძლივობა: 8 თვე;
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა: 90 წუთი;
  • სტუდენტების რ-ბა ჯგუფში: 4 მსმენელი;
  • განრიგები: შეთანხმებადია;
  • ფასი: მოცემულია 1 თვისთვის [12 გაკვეთილი]

ფასის დიაპაზონი

230,00 360,00 

კურსის პარამეტრები

Clear

კურსის აღწერა

კურსი ინგლისური აბიტურიენტებისთვის გულისხმობს ყველა იმ საკითხის განხილვას, რომელიც მოთხოვნილია განათლების სამინისტროდან, უნივერსიტეტში მისაღები, ერთიანი ეროვნული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის. კურსი მოიცავს როგორც გრამატიკულ საკითხებს, ასევე ლექსიკის გამდიდრებას, წერილებისა და ესეების წერას, მოსასმენ დავალებებს, ტესტებზე მუშაობას.

 

კურსზე მოსწავლეების ჩარიცხვა ხდება ტესტირების ან გასაუბრების საფუძველზე და მორგებულია როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ სწავლებაზე. კურსზე იმუშავებენ სერთიფიცირებული პედაგოგები, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება აბიტურიენტებთან მუშაობის.

კურსის მიზანი

კურსის მიზანია მოვამზადოთ აბიტურიენტი ინგლისურის ენის გამოცდისთვის, როგორც ტექნიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. წინასწარ ინიცირებული სცენარების გამოყენებით, გავუუმჯობესოთ მას რეალურ სიტუაციაში კრიტიკული აზროვნების უნარი. ჩვენი მიზანია აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბაროს მისაღები გამოცდა. 

სილაბუსი

  • Oxford Practice Grammar;
  • Destination B1 – B2;
  • Laser B1 –B2;
  • TOEFL ASSAY;
  • Tests (Level –  A1 –B2);
  • ტექსტების გარჩევა;
  • ესეების წერა;
  • მოსასმენი დავალებების შესრულება;
  • გრამატიკული საკითხები; (სრული კურსი)
  • ტესტებზე მუშაობა;
  • საგამოცდო დონის ლექსიკონი.
  • კურსზე გამოყენებული იქნება თემატიკასტან დაკავშირებული სავარჯიშოები, რასაც ადგილზევე შასრულებენ მოსწავლეები.

კურსის პრომო

ხშირად დასმული შეკითხვები

რა დონეზე უნდა ვფლობდე უცხო ენას, რომ შემოვუერთდე ინგლისური ენის კურსს აბიტურიენტებისთვის?

იმისთვის, რომ შეძლოთ კურსზე დასწრება და ეს კურსი ეფექტური იყოს თქვენთვის, თქვენ აუცილებლად უნდა ფლობდეთ ინგლისურ ენას მინიმუმ B1 დონეზე.

შემიძლია მხოლოდ 1 თვით დავესწრო კურსზე?

ჩვენი გამოცდილებით, 1-2 თვეში სააბიტურიენტო კურსის მასალის და გადაცემა ათვისება პრაქტკულად შეუძლებელია. ამასთანავე, კურსი არ იქნება შედეგზე ორიენტირებული. კურსის წარმატებით დასასრულებლად, საორიენტაციო პერიოდია 7-8 თვე.

რა სახელმძღვანელოებს იყენებთ კურსის განმავლობაში?

გარდა კემბრიჯისა და ოქსფორდის ლიცენზირებული ლიტერატურისა, სასწავლო პროცესში ჩვენ ვიყენებთ ეროვნული გამოცდებისთვის განკუთვნილ კონკრეტულ სახელმძღვანელოებს, რომელიც დამტკიცებულია განათლების სამინისტროს მიერ. 

კურსზე გამოყენებული სახელმძღვანელოები უფასოა თუ ფასიანი?

თუ თქვენ გადაწყვეტთ ისწავლოთ ონლაინ და არ გსურთ წიგნის შეძენა, PDF ვერსიას სრულიად უფასოდ მოგაწოდებთ. ხოლო სახელმძღვანელოს ღირებულება გახლავთ 35 ლარი, რომლის შეძენაც შეგიძლიათ ჩვენს სასწავლო ცენტრში, ან წიგნების მაღაზიაში.

კურსზე რეგისტრაციისას თანხა წინასწარ უნდა გადავიხადო?

რა თქმა უნდა არა. თანხას იხდით მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთობლივად შევთანხმდებით სწავლის განრიგზე და თქვენ საბოლოოდ თანახმა იქნებით დაიწყოთ სწავლა შეთანხმებული განრიგით.

როგორ ვიხდი თანხას?

თქვენ შეგიძლიათ ანგარიშსწორება მოახდინოთ თვეში ერთხელ, საბანკო გადარიცხვით.

გადაწყვეტილების მიღებამდე, შემიძლია დავესწრო საცდელ გაკვეთილს?

დიახ, რა თქმა უნდა. საცდელ გაკვეთილზე დასწრება ხდება ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ, რადგან ჩვენ უნდა დავადგინოთ თქვენი ცოდნის დონე და შემოგთავაზოთ შესაბამისი დონის ჯგუფი. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გაკვეთილი ფასიანია და ღირებულება შეადგენს 40 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ დაიწყოთ სწავლა, გადახდილი თანხა გამოაკლდება სწავლის გადასახადს. 

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი?

აღნიშნულ კურსზე სერთფიკატი არ გაიცემა. ჩვენი წარმატების საზომი ერთეულია, თქვენი მხრიდან ინგლისური ენის, ერთიანი ეროვნული გამოცდის წარმატებით ჩაბარება.

როგორ გავიარო რეგისტრაცია?

კურსზე დასასწრებად გთხოვთ აირჩიეთ კურსის პარამეტრები (ონლაინ, ოფლაინ, ინდივიდუალური, ჯგუფური) და დაამატეთ კურსი კალათაში. შემდეგ გახსენით კალათა და დაასრულეთ რეგისტრაციის პროცესი, უმარტივესი კითხვარის შევსებით. რეგისტრაციის შემდეგ, ჩვენ მალევე დაგიკავშირდებით და დავნიშნავთ თქვენთან ცოდნის დონის განმსაზღვრელ ინტერვიუს, რომელიც სრულიად უფასოა.

თქვენ ასევე შეგიძლიათ ისწავლოთ

0
    0
    კალათა
    თქვენი კალათა ცარიელიაკურსებში დაბრუნება