0

სასაუბრო ინგლისური

სასაუბრო ინგლისური

  • სულ დონეების რაოდენობა: 9
  • 1 დონის ხანგრძლივობა: 3-4 თვე (36 ან 48 გაკვეთილი, სირთულის მიხედვით);
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა: 90 წუთი;
  • სტუდენტების რ-ბა ჯგუფში: მაქსიმუმ 8 მსმენელი;
  • განრიგები: შეთანხმებადია;
  • ფასი: მოცემულია 1 თვისთვის [12 გაკვეთილი]
  • For Georgian citizens only.

ფასის დიაპაზონი

Price range: 220,00 ₾ through 420,00 ₾

კურსის პარამეტრები

Clear

ხშირად დასმული შეკითხვები

რა დონეზე უნდა ვფლობდე უცხო ენას, რომ შემოვუერთდე სასაუბრო ინგლისურის კურსს?

სასაუბრო ინგლისური ენის კურსზე მსმენელს წინასწარი ცოდნა არ მოეთხოვება. ჩვენ ნულიდან ვიწყებთ კურსს.

შემიძლია მხოლოდ კურსის 1 დონე გავიარო?

დიახ, რა თქმა უნდა! თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ კურსის ნებისმიერი დონე. კურსის დასრულების შემდეგ, თქვენ თავად გადაწყვეტთ, აგრძელებთ სწავლას ახალ დონეზე თუ არა.

რა განრიგით ტარდება კურსი?

ჩვენ გვაქვს ორი სტანდარტული განრიგი:

ბავშვებისთვის: ორშაბათი - ოთხშაბათი - პარასკევი (60 წუთიანი გაკვეთილები) ან სამშაბათი - ხუთშაბათი. (90 წუთიანი გაკვეთილები) საბავშვო კურსებზე სტანდარტულად, კვირაში ტარდება 3 საათი.

ზრდასრულებისთვის განრიგი იგივეა, თუმცა ტარდება ყოველთვის 90 წუთიანი გაკვეთილები. გამონაკლისია მხოლოდ ინდივიდუალური გაკვეთილი, რომლის ხანგრძლივობაც შეადგენს 60 წუთს, როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის.

საათები შეთანხმებადია, რადგან სწავლა მიმდინარეობს 10:00 საათიდან, 20:30 საათამდე.

რა სახელმძღვანელოებს იყენებთ კურსის განმავლობაში?

სასწავლო პროცესში, ჩვენ ვიყენებთ BBC, Pearson, Cambridge, და Oxford, ლიცენზირებულ, მაღალი ხარისხის, ილუსტრირებულ ლიტერატურას, რომელიც მომზადებულია დარგის ექსპერტების მიერ.

კურსზე გამოყენებული სახელმძღვანელოები უფასოა თუ ფასიანი?

თუ თქვენ გადაწყვეტთ ისწავლოთ ონლაინ და არ გსურთ წიგნის შეძენა, PDF ვერსიას სრულიად უფასოდ მოგაწოდებთ. ხოლო სახელმძღვანელოს ღირებულება გახლავთ 25-35 ლარი, რომლის შეძენაც შეგიძლიათ ჩვენს სასწავლო ცენტრში, ან წიგნების მაღაზიაში.

კურსზე რეგისტრაციისას თანხა წინასწარ უნდა გადავიხადო?

რა თქმა უნდა არა. თანხას იხდით მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთობლივად შევთანხმდებით სწავლის განრიგზე და თქვენ საბოლოოდ თანახმა იქნებით დაიწყოთ სწავლა შეთანხმებული განრიგით.

როგორ ვიხდი თანხას?

კურსის დასაწყისზე შეთანხმების შემდეგ, კურსის სრული ღირებულების 50% გადახდილი უნდა იქნას კურსის დაწყებამდე 1 დღით ადრე. ხოლო დანარჩენი თანხის ანგარიშსწორება უნდა მოახდინოთ ზუსტად 1 თვეში. თანხის 2 თვეზე განაწილება სრულიად უპროცენტოა და თქვენ არ გიწევთ ბანკში ვიზიტი განვადებისთვის.

გადაწყვეტილების მიღებამდე, შემიძლია დავესწრო საცდელ გაკვეთილს?

დიახ, რა თქმა უნდა. საცდელ გაკვეთილზე დასწრება ხდება ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ, რადგან ჩვენ უნდა დავადგინოთ თქვენი ცოდნის დონე და შემოგთავაზოთ შესაბამისი დონის ჯგუფი. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გაკვეთილი ფასიანია და ღირებულება შეადგენს 40 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ დაიწყოთ სწავლა, გადახდილი თანხა გამოაკლდება სწავლის გადასახადს. 

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი?

დიახ, რა თქმა უნდა. სერთიფიკატი გაიცემა ნებისმიერ კურსზე, B1 დონიდან, იმ შემთხვევაში თუ თქვენ წარმატებით ჩააბარებთ შესაბამისი დონის ტესტს. 

როგორ გავიარო რეგისტრაცია?

კურსზე დასასწრებად გთხოვთ აირჩიეთ კურსის პარამეტრები (ონლაინ, ოფლაინ, ინდივიდუალური, ჯგუფური) და დაამატეთ კურსი კალათაში. შემდეგ გახსენით კალათა და დაასრულეთ რეგისტრაციის პროცესი, უმარტივესი კითხვარის შევსებით. რეგისტრაციის შემდეგ, ჩვენ მალევე დაგიკავშირდებით და დავნიშნავთ თქვენთან ცოდნის დონის განმსაზღვრელ ინტერვიუს, რომელიც სრულიად უფასოა.

სარეგისტრაციო ფორმა

    მოსწავლის გვარი და სახელი *
    მოსწავლის ასაკი *
    პირადი ნომერი *
    ტელეფონი [WhatsApp] *
    აქტიური ელ-ფოსტა *
    მეურვის სახელი და გვარი
    მეურვის პირადი ნომერი
    სასურველი განრიგი *
    სწავლის სასურველი დრო *
    სწავლის ტიპი *
    სასწავლო პლატფორმა *
    აჟამად რა დონეზე ფლობთ უცხო ენას? *
    დაამატეთ კომენტარი

    მომსახურების წესებს და პირობებს.

    ჩვენთან სწავლა არის

    0
    0
    კალათა
    თქვენი კალათა ცარიელიამაღაზიაში დაბრუნება