სასაუბრო რუსული

სასაუბრო რუსული

  • კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე (1 დონე);
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა: 90 წუთი;
  • სტუდენტების რ-ბა ჯგუფში: მაქსიმუმ 8 მსმენელი;
  • განრიგები: შეთანხმებადია;
  • ფასი: მოცემულია 1 დონისთვის (36 გაკვეთილი)
  • სასაუბრო რუსული

ფასის დიაპაზონი

585,00 1080,00 

კურსის პარამეტრები

Clear

სასაუბრო რუსული

სასაუბრო რუსული

სასაუბრო რუსული

სასაუბრო რუსული

სასაუბრო რუსული

სასაუბრო რუსული
სასაუბრო რუსული

კურსის აღწერა

საქართველოში რუსული ენა დიდი პოპულარობით სარგებლობს და მისი შესწავლის მსურველთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა საუბრობს რუსულად, ახალ თაობებში მისი პოპულარიზაცია სათანადოდ არ ხდება. ჩვენ, მსმენელს ვთავაზობთ უახლეს და უნიკალურ პროგრამას, რომლის ანალოგიც საქართველოში ჯერ არ მოიძებნება. გამოყენებულია პროფესიულად მაღალ დონეზე მომზადებული, უახლესი ლიტერატურა, რომელიც ეფუძნება მეთოდს  “მარტივი, სახალისო, ინტერაქტიული”

კურსის მიზანი

მსმენელის საბაზისო ცოდნის ამაღლება და განვითარება დონეების მიხედვით; ასევე, ჩვენი მიზანია გავაუმჯობესოთ მათი წერის, კითხვის, მოსმენის და საუბრის უნარ-ჩვევები. ჩვენ, თემატურად განვიხილავთ ვიდეო მასალებს და ხელს შევუწყობთ ნასწავლი ლექსიკის პრაქტიკაში გამოყენებას. ასევე განვიხილავთ გრამატიკულ საკითხებს და ადგილზევე შევასრულებთ შესაბამის სავარჯიშოებს. ჩვენი მიზანია მოსწავლეს ადგილზე შევასწავლოთ მასალა, საშინაო დავალების გარეშე

სილაბუსი

სასაუბრო თემები:

 

  • გაცნობა;
  • ანბანი;
  • ჩემი სამყარო.
  • ჩემი დღე.
  • რომელი საათია?
  •  ჩემი ოჯახი.
  • ქალაქში
  • ქვეყნები და დედაქალაქები
  • ამინდი;
  • ეროვნება;
  • ჩემი სახლი;
  • გემრიელი საჭმელი;
  • შეკვეთის გაკეთება;
  • ჯანმრთელობა;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესი;
  • ხალხი;
  • მეგობრობა;
  • ტანსაცმელი;
  • ტრანსპორტი;
  • მოგზაურობა;

 

გრამატიკა:

 

  • ნაცვალსახელი;
  • ზმნის უღლება;
  • ზედსართავი სახელების დაბოლოება;
  • კუთვნილებითი ზედსართავი სახელი;
  • ადგილის წინდებულები;
  • “ყოფნა” ზმნა წარსული დრო;
  • არსებითი სახელი;
  • მრავლობითი რიცხვი;
  • სქესი;
  • ახლანდელი დრო;
  • Წარსული დრო;
  • პირის ნაცვალსახელები;
  • Მოქმედებითი ბრუნვა;
  • Მომავალი დრო;
  • Ზედსართავი სახელების შემოკლებული ფორმა;
  • ზედსართავი სახელის შედარებითი და აღმატებითი ხარისხი;
  • ნათესაობითი ბრუნვა;
  • Რიგობითი რიცხვითი სახელი;

სასაუბრო თემები:

 

  • ჩემი ოჯახი;
  • განტვირთვა;
  • დაქორწინება;
  • დღესასწაულები;
  • სურვილები;
  • საჩუქრები;
  • საყიდლები;
  • კოსმეტიკის მაღაზიაში;
  • ბაზრობაზე;
  • ტანსაცმლის მაღაზიაში;
  • შვებულება;
  • შვებულებაში;
  • სასტუმროში;
  • შვებულებისთვის გეგმები;
  • ჩვენთან სახლში;
  • ჩემი ბინა;
  • სახლის დალაგება;
  • მიმართულებები;
  • სამსახურში;
  • პროფესიები;
  • სატელეფონო ზარები;
  • ელექტრონული წერილები;
  • თავისუფალი დრო;
  • გატაცებები და ინტერესები;
  • ფილმების სახეობები;
  • ქალაქები;
  • ღირსშესანიშნაობები;
  • ქალაქში ორიენტაცია;
  • აეროპორტში.

 

გრამატიკა:

 

  • ნათესაობითი ბრუნვა;
  • კუთვნილებითი ბრუნვა;
  • უკუქცევითი ზმნები;
  • ახლანდელი დრო;
  • წარსული დრო;
  • მოქმედებითი ბრუნვა;
  • ნათესაობითი ბრუნვა; 
  • Მრავლობით რიცხვი;
  • Მომავალი დრო;
  • ადგილის წინდებულები;
  • Ნაცვალსახელები; 
  • ზმნა;
  • ზეთსართავი სახელის შედარებითი და აღმატებითი ხარისხი;

სასაუბრო თემები:

 

  • დღის წესრიგი;
  • გამონათქვამები;
  •  რომელი საათია?
  • სწორი კვება;
  • სამზარეულოში;
  • მაღაზიაში;
  • მეგობრობა;
  • ურთიერთობა;
  • გატაცებები და ინტერესები;
  • რეაქციები;
  • განათლება;
  • გასაოცარი პლანეტა;
  • ცხოველთა სამყარო;
  • ცხოველები, რომლებმაც გადაარჩინეს ადამიანების სიცოცხლე;
  • ბუნებაში თავის გადარჩენა;
  • მახასიათებელი თვისებები;
  • გაცნობა და ეტიკეტი;
  • საჯარო გამოსვლა;
  • ინტერნეტში;
  • ვებ საიტები და აპლიკაციები;
  • ონლაინ კომუნიკაცია;
  • ონლაინ შოპინგი;
  • მსოფლიოს ირგვლივ;
  • რომელი ქვეყნიდან ხართ?
  •  რა ჰქვია ამ ქვეყანას?
  • რუსეთი – უზარმაზარი ქვეყანა
  • აზრები;
  • მიზნები და მიღწევები;
  • ოცნება;
  • ცრურწმენა;
  • მედია;
  • რა ხდება ახალი მსოფლიოში?
  • ტელეგადაცემები;
  • რეკლამა და პროპაგანდა;

 

გრამატიკა:

 

  • უკუქცევითი ზმნები;
  • Დრო;
  • Ზმნისგან ზედსართავი სახელის წარმოება;
  • Მოქმედებითი ბრუნვა;
  • Ნათესაობითი ბრუნვა;
  • Რაოდენობითი რიცხვითი სახელი ნათესაობით ბრუნვაში. 
  • Განხვავება “სწავლა”, “სწავლება” “შესწავლა”;
  • Პირობითი წინადადებები;
  • წინდებულები;
  • ზმნა; 
  • Ბრძანებითი კილო;
  • Განუსაზღვრელი ნაცვალსახელები; 
  • უკუქცევითი ნაცვალსახელი;
  • Პირდაპირი და ირიბი თქმა;
  • Მიმღეობა ახლანდელ დროში;

სასაუბრო თემები:

 

  • გაზომვა, ზომის ერთეულები;
  • ავტომობილის მართვა;
  • დრო;
  • ეპოქები,
  • გამოგონებები;
  • არქიტექტურა და დიზაინი;
  • ჯანსაღ სხეულს აქვს ჯანსაღი გონება;
  • სამყარო ჩვენს ირგვლივ;
  • კულტურა;
  • რიცხვები;
  • კანონი და სამართლიანობა;
  • საზოგადოება;

 

გრამატიკა:

 

  • B1+  დონეზე მოსწავლეებს გრამატიკული საკითხები უკვე დახვეწილი აქვთ და შესაბამისად, ხდება გრამატიკის სრული კურსის გამეორება.

გაცნობითი საკითხავი;

 

  • მურომის ღირშესანიშნაობები;
  • კრასნიარსკის სვეტები – მთამსვლელების ნაკრძალი;
  • ხალხს მოენატრა ლამაზი, კეთილი სათამაშოები;
  • ქვის ხმა;
  • არ ვითხოვთ დახმარებას;
  • მე ფემინისტი ვარ ყმაწვილობიდან (ამონარიდი);
  •  ბაიკონურის მამა (ამონარიდი);
  • თავის გადანერგვა: ფანტასტიკიდან რეალობამდე;
  • ივან ცვეტაევის შვილობილი;
  • დაღვრილი სისხლის საფასური;

 

ძიება-ყურების საკითხავი

 

  • ახალი რუსეთის დედაქალაქი, როგორც ეროვნული პროექტი;
  • მუზეუმში ექსკურსიის ინფორმაცია. ფესტივალი – მოსკოვური ზაფხული. ყვავილის მურაბა;
  • ტურისტებმა დაათვალიერეს ქარხნები;
  • განცხადება. საპრეზენტაციო ჩანაწერი. სამსახურეობრივი ჩანაწერი. სარეკომენდაციო წერილი;
  • სპორტული ხმა. ტოპ რუსეთის სპორტცმენები, რომლებსაც არ ერიდებათ სიმღერა;
  • მილოცვის წერილი. პრეტენზია. განცხადება;
  • ახსნა-განმარტების ჩანაწერი.
  • ცხოველები კოსმოსში;
  • ინფორმაციული წერილი;                                          
  • კითხვის მარათონი: „ომი და მშვიდობა“;
  • მადლობის წერილი. მოხსენება. მდგომარეობა;

 

შემეცნებითი საკითხავი

 

  • ბორის აკუნინი „ალმასის ეტლი“. (ამონარიდი)
  • ივანე გონჩაროვი „ ჩვეულებრივი ისტორია“ (ამონარიდი)
  • კონსტანტინე პაუსტოვსკი „ შეხვედრა“ (ამონარიდი)
  • ბულატ ოკუჯავა „ალექსანდრე პუშკინის პირადი ცხოვრება ან სახელობითი ბრუნვა ლერმონტოვის შემოქმედებაში“ (ამონარიდი)
  • ალექსანდრე გრინი „ალისფერი იალქნები“ ( ამონარიდი)
  • მიხეილ ლერმონტოვი „ჩვენი დროის გმირი“ (ამონარიდი)
  • არკადი და ბორის სტრუგაცკები „გაქცევის მცდელობა“ (ამონარიდი)
  • ევგენი ვოდოლასკინი „ ლავრი „ (ამონარიდი)
  • სერგეი ლუკიანინკო „ მეექვსე საგუშაგო“ (ამონარიდი)
  • ვლადიმერ ორლოვი „ ალტისტი დანილოვი“ (ამონარიდი)

კურსის ყველა დონეზე გამოყენებული იქნება როლური სავარჯიშოები, ინტერვიუები, ვიდეობი და სახალისო თამაშები.

კურსის პრომო

ხშირად დასმული შეკითხვები

რა დონეზე უნდა ვფლობდე უცხო ენას, რომ შემოვუერთდე რუსული ენის კურსს?

იმისთვის, რომ შეძლოთ კურსზე დასწრება, წინასწარი სპეციფიური ცოდნა, სტუდენტს არ მოეთხოვება, რადგან ჩვენ ნულოვანი დონიდან ვიწყებთ სწავლას.

შემიძლია მხოლოდ კურსის 1 დონე გავიარო?

დიახ, რა თქმა უნდა! თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ რუსული ენის კურსის იმდენი დონე, რამდენიც გნებავთ.

რა სახელმძღვანელოებს იყენებთ კურსის განმავლობაში?

სასწავლო პროცესში, ჩვენ ვიყენებთ რუსული ენის სასწავლო, უნიკალურ, ლიცენზირებულ ლიტერატურას, რომელიც მომზადებულია დარგის ექსპერტების მიერ რუსეთში, სანტ პეტერბურგში და ადაპტირებულია უცხოენოვანი მოსწავლეებისთვის.

კურსზე გამოყენებული სახელმძღვანელოები უფასოა თუ ფასიანი?

თუ თქვენ გადაწყვეტთ ისწავლოთ ონლაინ და არ გსურთ წიგნის შეძენა, საჭირო მასალებს სრულიად უფასოდ გაგიზიარებთ. ხოლო სახელმძღვანელოს ღირებულება (ასლი) გახლავთ 35 ლარი, რომლის შეძენაც შეგიძლიათ ჩვენს სასწავლო ცენტრში. აღნიშნული ლიტერატურა არ იყიდება საქართველოს ბაზარზე.

კურსზე რეგისტრაციისას თანხა წინასწარ უნდა გადავიხადო?

რა თქმა უნდა არა. თანხას იხდით მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთობლივად შევთანხმდებით სწავლის განრიგზე და თქვენ საბოლოოდ თანახმა იქნებით დაიწყოთ სწავლა შეთანხმებული განრიგით.

როგორ ვიხდი თანხას?

კურსის დასაწყისზე შეთანხმების შემდეგ, კურსის სრული ღირებულების 50% გადახდილი უნდა იქნას კურსის დაწყებამდე 1 დღით ადრე. ხოლო დანარჩენი თანხის ანგარიშსწორება ხდება ზუსტად 1 თვეში. თანხის 2 თვეზე განაწილება სრულიად უპროცენტოა.

გადაწყვეტილების მიღებამდე, შემიძლია დავესწრო საცდელ გაკვეთილს?

დიახ, რა თქმა უნდა. საცდელ გაკვეთილზე დასწრება ხდება ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ, რადგან ჩვენ უნდა დავადგინოთ თქვენი ცოდნის დონე და შემოგთავაზოთ შესაბამისი დონის ჯგუფი. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გაკვეთილი ფასიანია და ღირებულება შეადგენს 40 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ დაიწყოთ სწავლა, გადახდილი თანხა გამოაკლდება სწავლის გადასახადს. 

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი?

დიახ, რა თქმა უნდა. სერთიფიკატი გაიცემა ნებისმიერ კურსზე, B1 დონიდან, იმ შემთხვევაში თუ თქვენ წარმატებით ჩააბარებთ შესაბამისი დონის ტესტს. 

როგორ გავიარო რეგისტრაცია?

კურსზე დასასწრებად გთხოვთ აირჩიეთ კურსის პარამეტრები (ონლაინ, ოფლაინ, ინდივიდუალური, ჯგუფური) და დაამატეთ კურსი კალათაში. შემდეგ გახსენით კალათა და დაასრულეთ რეგისტრაციის პროცესი, უმარტივესი კითხვარის შევსებით. რეგისტრაციის შემდეგ, ჩვენ მალევე დაგიკავშირდებით და დავნიშნავთ თქვენთან ცოდნის დონის განმსაზღვრელ ინტერვიუს, რომელიც სრულიად უფასოა.

თქვენ ასევე შეგიძლიათ ისწავლოთ

0
    0
    კალათა
    თქვენი კალათა ცარიელიაკურსებში დაბრუნება