კურსი ინგლისური ბავშვებისთვის – მორგებულია ნებისმიერი ცოდნის დონის მოსწავლეზე და დაყოფილია სამ ასაკობრივ კატეგორიად: 5-7 წლის, 8-11 და 12-15 წლის მოსწავლეებისთვის. გაკვეთილი მიმდინარეობს მარტივი, სახალისო და ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით, თამაშ–თამაშ, სიმღერის მეშვეობით, რაც უმარტივებს მოსწავლეებს უცხო ენის შესწავლას. ისინი ერთობიან და ამასთანავე ახერხებენ სწავლას. მეცადინეობა მიმდინარეობს სპეციალური თამაშებისა და ენერჯაიზერების გამოყენებით – უცხო სიტყვების მარაგის შევსებას და განმტკიცებას კი სიმღერის მეშვეობით ახერხებენ. პროგრამებს თან ახლავს ვიდეო და აუდიო მასალები, პროექტები, ტესტები და სახალისო თამაშები, რაც მოსწავლეებს კიდევ უფრო უმარტივებთ სასწავლო პროცესს.
ჩვენი მიზანია თითოეული მოსწავლე აქტიურად ჩავრთოთ საგაკვეთილო პროცესში. გავუმდიდროთ ლექსიკა, ვისაუბროთ ყოველდღიურ საჭირო თემებზე და შევასრულოთ სხვადასხვა სახის დავალებები. რაც დაგვეხმარება, ეტაპობრივად გავზარდოთ მათი ცოდნა და მივცეთ მტკიცე საფუძველი, სწავლა გააგრძელონ შემდეგ დონეზე.
იმისთვის, რომ ბავშვმა შეძლოს კურსზე დასწრება წინასწარი ცოდნა, მოთხოვნილი არ არის. სწავლას ნულოვანი დონიდან, ანბანით ვიწყებთ.
დიახ, რა თქმა უნდა! თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ კურსის ერთი დონე, რომლის ხანგრძლივობა პროგრამის სირთულის მიხედვით შედგენს 3-5 თვეს.
სასწავლო პროცესში, ჩვენ ვიყენებთ კემბრიჯისა და ოქსფორდის, ლიცენზირებულ, მაღალი ხარისხის, ილუსტრირებულ ლიტერატურას, რომელიც მომზადებულია დარგის ექსპერტების მიერ. ასევე, საგაკვეთილო პროცესში ხშირად ვიყენებთ ადაპტირებულ, კლასგარეშე საკითხავ სახელმძღვანელოებს.
თუ თქვენ გადაწყვეტთ ისწავლოთ ონლაინ და არ გსურთ წიგნის შეძენა, PDF ვერსიას სრულიად უფასოდ გაგიზიარებთ. ხოლო სახელმძღვანელო(ები)ს ღირებულება არის 5-25 ლარის ფარგლებში, რომლის შეძენაც შეგიძლიათ ჩვენს სასწავლო ცენტრში, ან წიგნების მაღაზიაში.
რა თქმა უნდა არა. თანხას იხდით მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთობლივად შევთანხმდებით სწავლის განრიგზე და თქვენ საბოლოოდ თანახმა იქნებით დაიწყოთ სწავლა შეთანხმებული განრიგით.
კურსის დასაწყისზე შეთანხმების შემდეგ, 1 თვის ღირებულება გადახდილი უნდა იქნას კურსის დაწყებამდე 1 დღით ადრე. ხოლო დანარჩენი თანხის ანგარიშსწორება უნდა მოახდინოთ ზუსტად 1 თვეში.
დიახ, რა თქმა უნდა. საცდელ გაკვეთილზე დასწრება ხდება ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ, რადგან ჩვენ უნდა დავადგინოთ თქვენი ცოდნის დონე და შემოგთავაზოთ შესაბამისი დონის ჯგუფი. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გაკვეთილი ფასიანია და ღირებულება შეადგენს 40 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ დაიწყოთ სწავლა, გადახდილი თანხა გამოაკლდება სწავლის გადასახადს.
დიახ, რა თქმა უნდა. სერთიფიკატი გაიცემა ნებისმიერ კურსზე, B1 დონიდან, იმ შემთხვევაში თუ თქვენ წარმატებით ჩააბარებთ შესაბამისი დონის ტესტს.
კურსზე დასასწრებად გთხოვთ აირჩიეთ კურსის პარამეტრები (ონლაინ, ოფლაინ, ინდივიდუალური, ჯგუფური) და დაამატეთ კურსი კალათაში. შემდეგ გახსენით კალათა და დაასრულეთ რეგისტრაციის პროცესი, უმარტივესი კითხვარის შევსებით. რეგისტრაციის შემდეგ, ჩვენ მალევე დაგიკავშირდებით და დავნიშნავთ თქვენთან ცოდნის დონის განმსაზღვრელ ინტერვიუს, რომელიც სრულიად უფასოა.