
SpeakUp – სფიქაფი 2016 წელს დაარსებული უცხო ენების სასწავლო ცენტრია, სადაც ინგლისური ენის სწავლა მხოლოდ გაკვეთილით არ შემოიფარგლება.
ჩვენ გვჯერა, რომ უცხო ენის ცოდნა მაშინ ხდება რეალური უნარი, როდესაც ადამიანს შეუძლია მისი თავისუფლად გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ SpeakUp-ში ინგლისურს, რუსულს და ქართულ ენებს ვასწავლით მარტივი, სახალისო და ინტერაქტიული მეთოდებით, ვავითარებთ როგორც ენობრივ ცოდნას, ისე საუბრისა და საკუთარი აზრის თავდაჯერებულად გამოხატვის უნარს.
ჩვენთვის სწავლა საკლასო ოთახის მიღმაც გრძელდება. SpeakUp-ის ადგილობრივი და საერთაშორისო საგანმანათლებლო ბანაკები მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ინგლისური გამოიყენონ რეალურ, არაფორმალურ და საერთაშორისო გარემოში. კომუნიკაცია, ახალი გამოცდილება და სხვადასხვა კულტურის გაცნობა მათ ეხმარება, დაძლიონ საუბრის ბარიერი, გაიმდიდრონ ლექსიკა და უფრო სწრაფად მიაღწიონ ინგლისურად თავისუფლად საუბრის მიზანს.
ჩვენი საგანმანათლებლო ბანაკები მხოლოდ ინგლისურის გაუმჯობესებაზე არ არის ორიენტირებული. პროგრამებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლიდერობის, ეფექტური კომუნიკაციის, მენეჯერული და სამეწარმეო უნარების განვითარებას. მოსწავლეები მუშაობენ საჯარო გამოსვლებზე, გუნდურ მუშაობაზე, კრიტიკულ აზროვნებასა და გადაწყვეტილების მიღებაზე, ეცნობიან ბიზნესისა და თანამედროვე პროფესიების სამყაროს და იფართოებენ ზოგად განათლებასა და მსოფლმხედველობას.
SpeakUp-ში ჩვენ ვასწავლით არა მხოლოდ ენას, არამედ ვქმნით გამოცდილებას, რომელიც ეხმარება სტუდენტს ისწავლოს, იურთიერთოს, განვითარდეს და უფრო თავდაჯერებულად გამოხატოს საკუთარი შესაძლებლობები.

ჩვენს სასწავლო ცენტრში დაგხვდებათ ყველა ის პირობა და სასწავლო ლიტერატურა, რომელიც კომფორტს შეგიქმნით უცხო ენის სწავლის პროცესში. გაკვეთილზე, დრო ძალიან სწრაფად გადის.

ცენტრი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, სერთიფიცირებული პედაგოგებით, რომლებსაც გააჩნიათ სწავლების დიდი გამოცდილება. ისინი საუბრობენ უცხო ენაზე ისე, როგორც მშობლიურ ენაზე.

ჩვენი სასწავლო ცენტრი მდებარეობს ქ. თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ და ადვილად მისადგომ რაიონში – დიღმის მასივი, რომელიც გარშემორტყმულია ულამაზესი მარადმწვანე ხეივნით და ტყეპარკით.
მოსწავლე
პედაგოგი
კორპორატიული
კლიენტი
კურსდამთავრებული

სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი

გენერალური მენეჯერი

პედაგოგი

პედაგოგი

პედაგოგი

პედაგოგი

პედაგოგი

პედაგოგი

პედაგოგი
ჩვენ ვენდობით ერთმანეთს;
ვაღიარებთ და პატივს ვცემთ ერთმანეთს;
ვიცავთ შეთანხმებულ სტანდარტებს.

საქმის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება;
საჭირო კომპეტენციები და უნარ-ჩვევები;
ემოციური მდგრადობა ნებისმიერი ტიპის ჯგუფში;

ჩვენ ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან;
ვიაზრებთ საერთო პასუხისმგებლობას;
ვიღებთ რჩევებს და რეკომენდაციებს.

ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ და ვასწავლით;
ვაუმჯობესებთ პერსონალურ უნარ-ჩვევებს;
ვისახავთ მიზნებს და ვაღწევთ მას.

ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვმეგობრობთ სტუდენტებთან;
ვიღებთ ობიექტურ უკუკავშირს;
ერთად ვაფასებთ მიღწეულ შედეგებს.

ჩვენ მოხარული ვიქნებით თუ გაგვიზიარებთ თქვენს გულწრფელ და კონსტრუქციულ უკუკავშირს, პედაგოგთან, საგაკვეთილო პროცესთან და მიღწეულ შედეგთან დაკავშირებით. თქვენი შეფასება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მუდმივად ვზრუნავთ გავაუმჯობესოთ მომსახურებისა და სწავლის ხარისხი.











ჩვენთან სწავლა არის