ზოგადი ინგლისური

ზოგადი ინგლისური

  • კურსის ხანგრძლივობა: 8 თვე [4 დონე];
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა: 90 წუთი;
  • სტუდენტების რ-ბა ჯგუფში: მაქსიმუმ 8 მსმენელი;
  • განრიგები: შეთანხმებადია;
  • ფასი: მოცემულია 1 დონისთვის [24 გაკვეთილი]

ფასის დიაპაზონი

390,00 720,00 

კურსის პარამეტრები

Clear

კურსის აღწერა

კურსი განკუთვნილია ისეთი მოსწავლეებისთვის, რომლებიც უკვე ახერხებენ ინგლისურად საუბარს, ერკვევიან გრამატიკაში, აქვთ მდიდარი ლექსიკა და სურთ მიიღონ ზოგადი განათლება ინგლისურ ენაზე. საინტერესო საკითხავი და სპეციალურად შექმნილი აქტივობები ეხმარება სტუდენტებს კითხვითი უნარების განვითარებაში და ლექსიკის გამდიდრებაში. მოსწავლეები ეუფლებიან საჭირო ლექსიკას და ამასთანავე იუმჯობესებენ კრიტიკული აზროვნების უნარებს.

კურსის მიზანი

კურსის მიზანია მსმენელის ზოგადი ლექსიკის გაუმჯობესება, დისკუსიის, ინტერპერსონალური კომუნიკაციისა და დამაჯერებელი მსჯელობის უნარი. ზოგადი ინგლისური ენის შესწავლის მიზანია დაეხმაროს ადამიანებს ყოველდღიურ სიტუაციებში ეფექტურად კომუნიკაციაში.

 

ძირითადი მიზეზები, თუ რატომ უნდა ისწავლოთ ზოგადი ინგლისური:

 

        1. კომუნიკაციის გაუმჯობესება: ზოგადი ინგლისურის სწავლა ეხმარება ადამიანებს ისაუბრონ, წაიკითხონ, წერონ და გაიგონ ენა, რაც ამარტივებს სხვებთან საუბარს ყოველდღიურ ცხოვრებაში, სამსახურში ან მოგზაურობისას.
        2. თავდაჯერებულობა: ის აძლევს ადამიანებს თავდაჯერებას, რომ გამოიყენონ ინგლისური სოციალურ სიტუაციებში, იქნება ეს საუბარი, მიმართულებების თხოვნა თუ აზრის გამოხატვა.
        3. შესაძლებლობების გაზრდა: ინგლისური ენის ცოდნამ შესაძლოა მოგვცეს მეტი სამუშაოს, განათლებისა და სოციალური კავშირების შესაძლებლობები, რადგან ინგლისურად ფართოდ საუბრობენ მთელ მსოფლიოში.
        4. კულტურის გაგება: ის ეხმარება მოსწავლეებს გაიაზრონ ინგლისურენოვანი კულტურა წიგნების, მედიისა და დიალოგების საშუალებით.

 

ხანგრძლივი პერიოდით სწავლა: ზოგადი ინგლისური ენის სწავლა ასევე ხელს უწყობს სხვა მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას, როგორიცაა პრობლემის გადაჭრა, კრიტიკული აზროვნება და კრეატიულობა, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს ცხოვრების ბევრ სფეროში. საერთო ჯამში, მიზანია მოსწავლეებს მივაწოდოთ ყველა საჭირო მასალა, რასაც ისინი გამოიყენებენ ყოველდღიურ სიტუაციებში.

სილაბუსი

  • ცხოველები
  • როგორ? რატომ?
  • მცენარეები;
  • მუსიკა;
  • სამუშაო და დასვენება;
  • მსოფლიოს საინტერესო ადამიანები;
  • კვლევა და თავგადასავალი;
  • გამოგონებები და გამომგონებლები;
  • სპორტი;
  • საკვები;
  • საიდუმლოებები;
  • ბიზნესი.
  • მკვლევარები;
  • მსოფლიო საკითხები;
  • მიშმაში, ან ჰოჯპოჯი;
  • მეცნიერება;
  • მედიცინა და ჯანმრთელობა;
  • ხელოვნება;
  • ორგანიზაციები;
  • ადგილები;
  • მეცნიერება და ტექნოლოგია;
  • ჯანმრთელობა და კეთილდღეობა;

თითოეული გაკვეთილი მთავრდება საინტერესო, ინტერაქტიული დავალებებით, რაც ეხმარება მოსწავლეებს ახლად ნასწავლი მასალები გამოიყენონ ყოველდღიურ პრაქტიკაში.

კურსის პრომო

ხშირად დასმული შეკითხვები

რა დონეზე უნდა ვფლობდე უცხო ენას, რომ შემოვუერთდე ზოგადი ინგლისურის კურსს?

იმისთვის, რომ შეძლოთ კურსზე დასწრება და ეს კურსი ეფექტური იყოს თქვენთვის, თქვენ აუცილებლად უნდა ფლობდეთ ინგლისურ ენას მინიმუმ B1 დონეზე.

შემიძლია მხოლოდ კურსის 1 დონე გავიარო?

დიახ, რა თქმა უნდა! თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ ზოგადი ინგლისურის კურსის მხოლოდ 1 დონე, რომელიც მოიცავს 24 გაკვეთილს.

რა სახელმძღვანელოებს იყენებთ კურსის განმავლობაში?

ზოგადი ინგლისურის კურსზე, ჩვენ ვიყენებთ CNN -ის ლიცენზირებულ, მაღალი ხარისხის, ილუსტრირებულ ლიტერატურას, რომელიც მომზადებულია დარგის ექსპერტების მიერ.

კურსზე გამოყენებული სახელმძღვანელოები უფასოა თუ ფასიანი?

თუ თქვენ გადაწყვეტთ ისწავლოთ ონლაინ და არ გსურთ წიგნის შეძენა, კურსისთვის საჭირო მასალებს სრულიად უფასოდ გაგიზიარებთ. ხოლო სახელმძღვანელოს ღირებულება გახლავთ 20 ლარი, რომლის შეძენაც შეგიძლიათ ჩვენს სასწავლო ცენტრში, ან წიგნების მაღაზიაში.

კურსზე რეგისტრაციისას თანხა წინასწარ უნდა გადავიხადო?

რა თქმა უნდა არა. თანხას იხდით მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთობლივად შევთანხმდებით სწავლის განრიგზე და თქვენ საბოლოოდ თანახმა იქნებით დაიწყოთ სწავლა შეთანხმებული განრიგით.

როგორ ვიხდი თანხას?

კურსის დასაწყისზე შეთანხმების შემდეგ, კურსის სრული ღირებულების 50% გადახდილი უნდა იქნას კურსის დაწყებამდე 1 დღით ადრე. ხოლო დანარჩენი თანხის ანგარიშსწორება უნდა მოახდინოთ ზუსტად 1 თვეში. თანხის 2 თვეზე განაწილება სრულიად უპროცენტოა და თქვენ არ გიწევთ ბანკში ვიზიტი განვადებისთვის.

გადაწყვეტილების მიღებამდე, შემიძლია დავესწრო საცდელ გაკვეთილს?

დიახ, რა თქმა უნდა. საცდელ გაკვეთილზე დასწრება ხდება ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ, რადგან ჩვენ უნდა დავადგინოთ თქვენი ცოდნის დონე და შემოგთავაზოთ შესაბამისი დონის ჯგუფი. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გაკვეთილი ფასიანია და ღირებულება შეადგენს 40 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ დაიწყოთ სწავლა, გადახდილი თანხა გამოაკლდება სწავლის გადასახადს. 

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი?

დიახ, რა თქმა უნდა. სერთიფიკატი გაიცემა ნებისმიერ კურსზე, B1 დონიდან, იმ შემთხვევაში თუ თქვენ წარმატებით ჩააბარებთ შესაბამისი დონის ტესტს. 

როგორ გავიარო რეგისტრაცია?

კურსზე დასასწრებად გთხოვთ აირჩიეთ კურსის პარამეტრები (ონლაინ, ოფლაინ, ინდივიდუალური, ჯგუფური) და დაამატეთ კურსი კალათაში. შემდეგ გახსენით კალათა და დაასრულეთ რეგისტრაციის პროცესი, უმარტივესი კითხვარის შევსებით. რეგისტრაციის შემდეგ, ჩვენ მალევე დაგიკავშირდებით და დავნიშნავთ თქვენთან ცოდნის დონის განმსაზღვრელ ინტერვიუს, რომელიც სრულიად უფასოა.

თქვენ ასევე შეგიძლიათ ისწავლოთ

0
    0
    კალათა
    თქვენი კალათა ცარიელიაკურსებში დაბრუნება