უცხო ენაზე საუბრის კომპლექსი დღეისთვის ძალზედ აქტუალურია, სწორედ ამიტომ ჩვენმა გუნდმა ერთობლივად შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რაც ეხმარებათ მოსწავლეებს საუბრის დახვეწაში, სწორი გამოთქმების და სწრაფი აზროვნების ტექნიკის ათვისებაში. კურსი განკუთვნილია ისეთი მოსწავლეებისთვის, რომლებსაც აქვთ კარგი ლექსიკური მარაგი, ერკვევიან გრამატიკაში, მაგრამ ვერ საუბრობენ გამართულად. კურსი მოიცავს საინტერესო სტატიებს, თემატურ ვიდეოებს, იდიომებსა და ფრაზეოლოგიურ ზმნებს.
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს კითხვა – პასუხის რეჟიმში, რაც მოსწავლეებს უმარტივებს ინგლისურად აზრის ჩამოყალიბებას. ჩვენი მიზანია მსმენელმა მაქსიმალურად შეძლოს დაგროვილი ცოდნის გამოყენება და დისკუსია სხვადასხვა საკითხებზე, როგორც სასწავლო პროცესში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში; გაიმდიდროს ლექსიკური მარაგი და შეძლოს არგუმენტირებული მსჯელობა ახალი ლექსიკის გამოყენებით.
იმისთვის, რომ შეძლოთ კურსზე დასწრება და ეს კურსი ეფექტური იყოს თქვენთვის, თქვენ აუცილებლად უნდა ფლობდეთ ინგლისურ ენას მინიმუმ B1 დონეზე.
ჩვენი გამოცდილებით, ნახევარი კურსის - ანუ, 12 გაკვეთილზე დასწრება, არ ჭრის იმ პრობლემას, რაც საუბრის კომპლექსის მოხსნასთან არის დაკავშირებული. ამიტომ, შეთავაზებაშია მხოლოდ სრული კურსი, 24 გაკვეთილი. რაც გარანტიაა იმისა, რომ თქვენ ისაუბრებთ გაცილებით უკეთესად, ვიდრე კურსის გავლამდე საუბრობდით.
კურსი ვისაუბროთ უკომპლექსოდ, სფიქაფის საავტორო კურსია და ვიყენებთ სპეციალურ პროგრამას: Express Yourself.
სახელმძღვანელოს ღირებულება, რომელსაც გამოვიყენებთ კურსზე შეადგენს 30 ლარს. თუ თქვენ გადაწყვეტთ ისწავლოთ ონლაინ, ჩვენ გაგიზიარებთ შესაბამის რესურსებს, რაც გვჭირდება საგაკვეთილო პროცესში.
რა თქმა უნდა არა. თანხას იხდით მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთობლივად შევთანხმდებით სწავლის განრიგზე და თქვენ საბოლოოდ თანახმა იქნებით დაიწყოთ სწავლა შეთანხმებული განრიგით.
კურსის დასაწყისზე შეთანხმების შემდეგ, კურსის სრული ღირებულების 50% გადახდილი უნდა იქნას კურსის დაწყებამდე 1 დღით ადრე. ხოლო დანარჩენი თანხის ანგარიშსწორება უნდა მოახდინოთ ზუსტად 1 თვეში. თანხის 2 თვეზე განაწილება სრულიად უპროცენტოა და თქვენ არ გიწევთ ბანკში ვიზიტი განვადებისთვის.
დიახ, რა თქმა უნდა. საცდელ გაკვეთილზე დასწრება ხდება ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ, რადგან ჩვენ უნდა დავადგინოთ თქვენი ცოდნის დონე და შემოგთავაზოთ შესაბამისი დონის ჯგუფი. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გაკვეთილი ფასიანია და ღირებულება შეადგენს 40 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ დაიწყოთ სწავლა, გადახდილი თანხა გამოაკლდება სწავლის გადასახადს.
დიახ, რა თქმა უნდა. კურსის დასრულების შემდეგ, გაიცემა B1+ დონის სერთიფიკატი.
კურსზე დასასწრებად გთხოვთ აირჩიეთ კურსის პარამეტრები (ონლაინ, ოფლაინ, ინდივიდუალური, ჯგუფური) და დაამატეთ კურსი კალათაში. შემდეგ გახსენით კალათა და დაასრულეთ რეგისტრაციის პროცესი, უმარტივესი კითხვარის შევსებით. რეგისტრაციის შემდეგ, ჩვენ მალევე დაგიკავშირდებით და დავნიშნავთ თქვენთან ცოდნის დონის განმსაზღვრელ ინტერვიუს, რომელიც სრულიად უფასოა.