fbpx

ბიზნეს ინგლისური

ბიზნეს ინგლისური

  • კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე (48 გაკვეთილი);
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა: 90 წუთი;
  • სტუდენტების რ-ბა ჯგუფში: მაქსიმუმ 8 მსმენელი;
  • განრიგები: შეთანხმებადია;
  • ფასი: მოცემულია 1 დონისთვის (24 გაკვეთილი)

ფასის დიაპაზონი

520,00 960,00 

კურსის პარამეტრები

Clear

ბიზნეს ინგლისური

ბიზნეს ინგლისური

ბიზნეს ინგლისური

ბიზნეს ინგლისური

ბიზნეს ინგლისური

ბიზნეს ინგლისური
ბიზნეს ინგლისური

კურსის აღწერა

ბიზნეს ინგლისურის კურსი მორგებულია ყველა ასაკის მსმენელზე, რომელიც დაინტერესებულია ბიზნესით, მარკეტინგით და მენეჯმენტით. კურსი მოიცავს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ სწავლებას. სწავლება მიმდინარეობს მთლიანად ინგლისურ ენაზე ინოვაციური და აპრობირებული მეთოდების გამოყენებით, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს გაიღრმავონ ცოდნა არა მხოლოდ ბიზნესის მიმართულებით, არამედ ინტერდისციპლინურ საგნებშიც. 

 

 

სასწავლო პროცესი მიმდინარეობს აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში. Case Study მეთოდის გამოყენებით. მოსწავლეები ერთდროულად აუმჯობესებენ კითხვის, წერის, მოსმენისა და საუბრის უნარებს. ისინი თემატურად განიხილავენ წარმატებულ ბიზნეს მოდელებს და ცდილობენ უკვე ნასწავლი ლექსიკა გამოიყენონ პრაქტიკაში. საჭიროებისამებრ განვიხილავთ გრამატიკულ საკითხებს და ვასრულებთ შესაბამის სავარჯიშოებს. 

 

კურსის განმავლობაში საჭირო დავალებებს შევასრულებთ ადგილზე. 

კურსის მიზანი

კურსის მიზანია გააუმჯობესოს მოსწავლის ბიზნეს ლექსიკა, მისცეს მათ დისკუსიის, ინტერპერსონალური კომუნიკაციისა და დამაჯერებელი მსჯელობის უნარები.



        1. Case Studying დაკავშირებულია ბიზნეს თემებთან. ის ეფუძნება რეალისტურ ბიზნეს პრობლემებს ან სიტუაციებს და საშუალებას აძლევს მოსწავლეებს ნასწავლი მასალა გამოიყენონ პრაქტიკაში, რეალურ ბიზნეს სიტუაციებში. ყოველი გაკვეთილის ბოლოს უხვად არის მოცემული წერითი სავარჯიშოები, რაც მოსწავლეებს ეხმარებათ წერითი უნარ – ჩვევების გაუმჯობესებაში.
        2. კურსის განმავლობაში თქვენ განივითარებთ ბიზნეს კომუნიკაციისთვის აუცილებელ უნარებს, როგორიცაა პრეზენტაციების კეთება, შეხვედრების ორგანიზება, მოლაპარაკებების წარმოება, ტელეფონით კომუნიკაცია და შეძლებთ გამოიყენოთ დაგროვილი ცოდნა სოციალურ სიტუაციებში.

სილაბუსი

სასაუბრო თემები:

 

  • ბრენდები;
  • მოგზაურობა;
  • ცვლილება;
  • ორგანიზაცია;
  • რეკლამირება;
  • ფული;
  • კულტურა;
  • ადამიანური რესურსები;
  • საერთაშორისო ბაზარი;
  • ბიზნეს ეთიკა;
  • ლიდერობა;
  • შეჯიბრება;
  • გამეორება.
სასაუბრო თემები:

 

  • კომუნიკაცია;
  • საერთაშორისო მარკეტინგი;
  • ურთიერთობების დამყარება;
  • წარმატება;
  • სამუშაო კმაყოფილება;
  • რისკი;
  • მართვის სტილები;
  • გუნდის ჩამოყალიბება;
  • ფინანსების გაზრდა;
  • მომხმარებელთა მომსახურება;
  • კრიზისების მართვა;
  • შერწყმა და შესყიდვები;
  • რევიზია.
  • ბიზნესების გაერთიანება;
  • გამეორება.
  • შეისწავლით მნიშვნელოვან სიტყვებს, ფრაზებს და გამოიყენებთ წერით სავარჯიშოებში. გაეცნობით სხვადსახვა განმარტებებს და მოუსმენთ ახალი სიტყვების სწორად წარმოთქმას.
  • გაეცნობით რეალურ სტატიებს სხვადასხვა თემაზე Financial Times-დან და სხვა გაზეთებიდან, ასევე ბიზნესის წიგნებიდან. განივითარებთ კითხვის უნარს და შეისწავლით ბიზნეს ტერმინოლოგიებს. გექნებათ შესაძლებლობა განიხილოთ და იმსჯელოთ სხვადასხვა თემებზე. 
  • მოისმენთ რეალურ ინტერვიუებს ბიზნესმენებთან და სხვადასხვა ჩანაწერებს. განივითარებთ მოსმენის უნარებს, როგორიცაა ინფორმაციის მოსმენა და ჩანაწერების აღქმა. 
  • ორიენტირებული იქნებით საერთო პრობლემური საკითხების განხილვასა და მათი მოგვარების სხვადასხვა გზებზე. კურსის განმავლობაში ასევე გექნებათ შესაძლებლობა განიხილოთ ყველაზე მნიშვნელოვანი გრამატიკული საკითხები.

კურსის პრომო

ხშირად დასმული შეკითხვები

რა დონეზე უნდა ვფლობდე უცხო ენას, რომ შემოვუერთდე ბიზნეს ინგლისურის კურსს?

იმისთვის, რომ შეძლოთ კურსზე დასწრება და ეს კურსი ეფექტური იყოს თქვენთვის, თქვენ აუცილებლად უნდა ფლობდეთ ინგლისურ ენას მინიმუმ B1 დონეზე.

შემიძლია მხოლოდ კურსის 1 დონე გავიარო?

დიახ, რა თქმა უნდა! თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ ბიზნეს ინგლისურის კურსის როგორც ორივე დონე, ასევე მხოლოდ ერთი დონე B1 ან B2. 

რა სახელმძღვანელოებს იყენებთ კურსის განმავლობაში?

სასწავლო პროცესში, ჩვენ ვიყენებთ კემბრიჯისა და ოქსფორდის, ლიცენზირებულ, მაღალი ხარისხის, ილუსტრირებულ ლიტერატურას, რომელიც მომზადებულია დარგის ექსპერტების მიერ.

კურსზე გამოყენებული სახელმძღვანელოები უფასოა თუ ფასიანი?

თუ თქვენ გადაწყვეტთ ისწავლოთ ონლაინ და არ გსურთ წიგნის შეძენა, PDF ვერსიას სრულიად უფასოდ მოგაწოდებთ. ხოლო სახელმძღვანელოს ღირებულება გახლავთ 35 ლარი, რომლის შეძენაც შეგიძლიათ ჩვენს სასწავლო ცენტრში, ან წიგნების მაღაზიაში.

კურსზე რეგისტრაციისას თანხა წინასწარ უნდა გადავიხადო?

რა თქმა უნდა არა. თანხას იხდით მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთობლივად შევთანხმდებით სწავლის განრიგზე და თქვენ საბოლოოდ თანახმა იქნებით დაიწყოთ სწავლა შეთანხმებული განრიგით.

როგორ ვიხდი თანხას?

კურსის დასაწყისზე შეთანხმების შემდეგ, კურსის სრული ღირებულების 50% გადახდილი უნდა იქნას კურსის დაწყებამდე 1 დღით ადრე. ხოლო დანარჩენი თანხის ანგარიშსწორება უნდა მოახდინოთ ზუსტად 1 თვეში. თანხის 2 თვეზე განაწილება სრულიად უპროცენტოა.

გადაწყვეტილების მიღებამდე, შემიძლია დავესწრო საცდელ გაკვეთილს?

დიახ, რა თქმა უნდა. საცდელ გაკვეთილზე დასწრება ხდება ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ, რადგან ჩვენ უნდა დავადგინოთ თქვენი ცოდნის დონე და შემოგთავაზოთ შესაბამისი დონის ჯგუფი. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გაკვეთილი ფასიანია და ღირებულება შეადგენს 40 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ დაიწყოთ სწავლა, გადახდილი თანხა გამოაკლდება სწავლის გადასახადს. 

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი?

დიახ, რა თქმა უნდა. სერთიფიკატი გაიცემა ნებისმიერ კურსზე, B1 დონიდან, იმ შემთხვევაში თუ თქვენ წარმატებით ჩააბარებთ შესაბამისი დონის ტესტს. 

როგორ გავიარო რეგისტრაცია?

კურსზე დასასწრებად გთხოვთ აირჩიეთ კურსის პარამეტრები (ონლაინ, ოფლაინ, ინდივიდუალური, ჯგუფური) და დაამატეთ კურსი კალათაში. შემდეგ გახსენით კალათა და დაასრულეთ რეგისტრაციის პროცესი, უმარტივესი კითხვარის შევსებით. რეგისტრაციის შემდეგ, ჩვენ მალევე დაგიკავშირდებით და დავნიშნავთ თქვენთან ცოდნის დონის განმსაზღვრელ ინტერვიუს, რომელიც სრულიად უფასოა.

თქვენ ასევე შეგიძლიათ ისწავლოთ

0
    0
    კალათა
    თქვენი კალათა ცარიელიაკურსებში დაბრუნება