სფიქაფში საზაფხულო ინტენსიურ კურსებზე რეგისტრაცია დაწყებულია. 16 ივნისიდან გთავაზობთ ინგლისურისა და რუსული ენის ინტენსიურ კურსებს, რომელიც განკუთვნილია როგორც ბავშვებისთვის ასევე ზრდასრულებისთვის.
რამდენი გაკვეთილისგან შედგება ინტენსიური კურსები?
ზოგადად, კურსის ერთი დონე შეიცავს 36 ან 48 გაკვეთილს, დონის სირთულის მიხედვით და სტანდარტულად ტარდება კვირაში 3-ჯერ. ინტენსიური კურსების უპირატესობა იმაში მდგომარეობს რომ ჩვენ შევამცირეთ სტანდარტული პროგრამა 24 გაკვეთილამდე და თავი მოვუყარეთ ყველაზე მნიშვნელოვან თემებს, რომელიც გააუმჯობესებს მსმენელის წერის, კითხვის, მოსმენისა და საუბრის უნარჩვევებს უმოკლეს დროში.
რა განრიგით ჩატარდება საზაფხულო კურსები?
ინტენსიური კურსები არსი მდგომარეობს ყოველდღიურ ძალისხმევაში და მეტ პრაქტიკაში. ასეთი მიდგომით, მსმენელი უფრო მეტად კონცენტრირებულია და ადვილად სწავლობს. აქედან გამომდინარე, გაკვეთილებს ჩავატარებთ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ონლაინ ან ოფლაინ რეჟიმში. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი დროის დიაპაზონი, დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე და ისწავლოთ უცხო ენა მეგობრულ და მხარდამჭერ გარემოში.
ინგლისურის და რუსულის რომელი დონეებია შეთავაზებაში?
ეს დამოკიდებულია რეგისტრირებულ მსურველთა ცოდნის დონეზე და მოთხოვნაზე. ზოგადად, ჩვენ შეგვიძლია ვასწავლოთ ინგლისური ან/და რუსული ენა, ნულოვანი დონიდან – აკადემიურ დონემდე 6 წლიდან ზემოთ. ჯგუფების დაკომპლექტებას ვახდენთ, ასაკისა და ცოდნის დონის მიხედვით, რათა შევქმნათ მაქსიმალური კომფორტი მსმენელთა შორის.
კონკრეტულად რომელი კურსების გავლა შემიძლია ინტენსიურად?
როგორც ავღნიშნეთ, საზაფხულო ინტენსიური კურსები განკუთვნილია ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის.
ბავშვებისთვის შეთავაზებაშია სასაუბრო ინგლისურის და რუსული ენების საბავშვო, კურსი, რომელიც ადაპტირებულია კონკრეტულად ბავშვებისთვის და მოიცავს 24 სპეციალურ, სახალისო და მხიარული აქტივობებით დატვირთულ გაკვეთილს და გაგრძელდება 1 თვის განმავლობაში. 60 წუთიან გაკვეთილებზე დრო ძალიან სწრაფად და ხალისიანად გადის.
რაც შეეხება ზრდასრულებს, შეგიძლიათ აირჩიოთ ჩამოთვლილთაგან სასურველი კურსი:
- სასაუბრო ინგლისური;
- სასაუბრო რუსული;
- ბიზნეს ინგლისური;
- ბიზნეს რუსული;
- სპეციალური კურსი – ვისაუბროთ ინგლისურად უკომპლექსოდ.
აქაც, ყველა კურსზე გვაქვს 24 გაკვეთილი, 90 წუთიანი ხანგრძლივობით.
სად ვნახო აღნიშნული კურსების დეტალური სილაბუსები?
გთხოვთ ეწვიეთ ბმულს და აირჩიეთ სასურველი კურსი. კურსის გვერდზე, კონკრეტული დონის სილაბუსის გარდა, თქვენ ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ პასუხებს ხშირად დასმულ შეკითხვებზე და გაიაროთ რეგისტრაცია. არსებულ კურსებზე ფასის კორექციას მოვახდენთ ინტენსიური კურსების შეთავაზების ფარგლებში დაანონსებული ფასების მიხედვით.
შემიძლია ვისწავლო ინდივიდუალურად?
დიახ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ისწავლოთ ინდივიდუალურად. თუმცა, პირველ რიგში ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ ჯგუფურ სწავლებას, რადგან ამ დროს მსმენელი ებრძვის საუბრის კომპლექსს და ადვილად ამარცხებს მას. ისმენს ჯგუფის წევრების განსხვავებულ მოსაზრებებს და აქცენტებს, ასწავლის და სწავლობს მათგან. იმისდა მიხედვით, თუ როგორ არის შევსებული ჩვენი სასწავლო განრიგები, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ თავისუფალი დრო ინდივიდუალური მეცადინეობისთვის.
მსურს შემოგიერთდეთ, როგორ დავრეგისტრირდე?
1. თუ გსურთ რეგისტრაცია საბავშვო ინგლისურის ან რუსული ენის კურსზე, ეწვიეთ ბმულს.
2. თუ გსურთ შემოგვიერთდეთ ზრდასრულებისთვის განკუთვნილ კურსებზე, გთხოვთ ეწვიეთ ბმულს.
რეგისტრაციის შემდეგ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით და პირადი გასაუბრების საფუძველზე განვსაზღვრავთ თქვენი ცოდნის დონეს. რისი მიხედვითაც შემოგთავაზებთ შესაბამის განრიგს და ჯგუფს.
ნუ გაუშვებთ კარგ შანსს ხელიდან, ისწავლო უცხო ენა უმოკლეს დროში და დაზოგო თანხა. რადგან, უცხო ენის ცოდნით, თქვენ განვითარებისა და წინსვლის მეტი შესაძლებლობები გაქვთ.
გისურვებთ წარმატებას!