ვორდპრესის სიღრმისეული კურსი

ვორდპრესის სიღრმისეული კურსი

საინტერესო სიახლე გვაქვს სფიქაფში. როი ჯგუფთან თანამშრომლობით ჩვენ დავამატეთ ახალი მიმართულება, რომელიც ინგლისურ ენასთან ერთად ქმნის ახალ შესაძლებლობას, შეიძინოთ ახალი პროფესია და გახდეთ მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი. 15 მარტიდან, ყოველ შაბათ-კვირას, შემოგვიერთდით ვორდპრესის სიღრმისეულ კურსზე და ისწავლეთ ვებ გვერდის აგება ნულიდან.
 

ზოგადი ინფორმაცია კურსზე

  • კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე / 48 საათი.
  • განრიგი: ყოველ შაბათ კვირას, თვეში 8 ლექცია, 16 საათი.
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა: 2 საათი.
  • ღირებულება: 600 ლარი. გადახდა 2 ეტაპად.
  • ასაკი: 13-14 წლიდან;
  • წინასწარი მოთხოვნა: სასაუბრო ინგლისურის ცოდნა B1 დონეზე, ოპერაციული სისტემის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
  • ჯგუფში მონაწილეთა მაქსიმალური რ-ბა: 5 მსმენელი.
  • გაკვეთილები ჩატარდება ოფლაინ რეჟიმში. მის: ქ. თბილისი, დიღმის მასივი, კვრტ 5, კორპ 1ა.
  • ტრენერი: გუჯა სიმონიშვილი, ვორდპრესის დეველოპერი 2014 წლიდან.

 

 

როგორ ხდება მიღება?

მიღება ხდება პირადი გასაუბრებით, სადაც ვამოწმებთ მომავალი სტუდენტის ტექნიკურს შესაძლებლობებს და ინგლისური ენის ცოდნას. თუ სტუდენტი მზად არ არის კურსის დასაწყებად, ჩვენ ასევე შეგვიძლია შევთავაზოთ მას ინგლისური ენისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაზისო კურსები.

 

 

რა არის ვორდპრესი?

ჩვენ ვიცით რომ ვებ-დეველოპერები იყენებენ უამრავ ტექნოლოგიას ვებ გვერდების ასაგებად. წერენ მარტივ და რთულ კოდებს, ალგორითმებს, მუშაობენ მონაცემთა ბაზებთან და მართავენ სხვადასხვა სირთულის პროცესებს.

 

სწორედ ამიტომ, ბევრ ჩვენთაგანს ეშინია შეეჭიდოს სირთულეს, რადგან ჰქონიათ რომ ეს ყველაფერი იმდენად რთულია, ვერ შეძლებენ მასთან გამკლავებას.

 

ჩვენ გიდასტურებთ, რომ ეს ყველაფერი არც თუ ისე მარტივია მაგრამ, საინტერესო ისაა, რომ დღეს უკვე შეგიძლიათ ვებ გვერდი ააგოთ ისე, რომ არ დაგჭირდეთ კოდის დაწერა. ან თუ დაწერთ, მინიმალურად ჩაერიოთ საიტის სტრუქტურაში, შეცვალოთ დიზაინი, დაამატოთ გარკვეული ფუნქციონალი და ა.შ.

 

აი, ვორდპრესი სწორედ ეს ხელსაწყოა თქვენთვის, რომელიც გაძლევთ საშუალებას ააგოთ სხვადასხვა სირთულის ვებ გვერდები NO CODE გარემოში. ამ პლატფორმასთან ურთიერთობა სპეციფიური და ლოგიკურია, თუმცა არა რთული. მომხმარებელი რომელიც ერკვევა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში საშუალო დონეზე და ფლობს სასაუბრო ინგლისურს სამომხმარებლო დონეზე, ადვილად ერკვევა პლატფორმის გარემოში.

 

ვორდპრესის განვითარებაში უამრავი ვებ დეველოპერი არის ჩართული. ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ და კოდის წერის გარეშე ავაწყოთ ვებ გვერდები.

 

 

რას გთავაზობთ ჩვენ?

როგორც წესი, კურსების უმრავლესობა ორიენტირებულია გააუმჯობესოს თქვენი ზოგადი ხედვა, საკითხის მიმართ. შემდეგ თქვენ, პრაქტიკაში უნდა გადაიტანოთ მიღებული გამოცდილება და კიდევ გააგრძელოთ სწავლა. გამომდინარე იქედან, რომ ხშირად საკითხი კომპლექსურია და არ არის საკმარისი მხოლოდ ერთი კურსის გავლა.

 

ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, რომ ადამიანებს ხშირად დრო არ გვაქვს, დამატებით სახლშიც ვიმეცადინოთ. ამიტომ, კურსის განმავლობაში ახსნილ თეორიულ მასალას, მაშინვე გადავიტანთ პრაქტიკაში და მაქსიმალურად ვეცდებით, შეგძინოთ მყარი ცოდნა, რომელსაც შემდგომში ადვილად გამოიყენებთ საჭიროებისამებრ.

 

კურსის სილაბუსი აგებულია თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად. გაწვდით მხოლოდ იმდენ ინფორმაციას, რისი გააზრებაც შესაძლებელია 2 საათიანი ლექციის განმავლობაში. ყოველ ლექციაზე თქვენ მიხვდებით, როგორ ვითარდებით და ყოველი მომდევნო საკითხი, რამდენად მარტივია გასაგებად.

 

ჩვენ გთავაზობთ მეცადინეობას მეგობრულ და ტექნიკურად მოწესრიგებულ გარემოში. თქვენგან მხოლოდ საჭიროა ტექნიკურად გამართული კომპიუტერი.

 

კურსის სილაბუსი იხილეთ ბმულზე

0
    0
    კალათა
    თქვენი კალათა ცარიელიაკურსებში დაბრუნება

      სახელი, გვარი
      პირადი ნომერი
      ტელეფონის ნომერი 1
      ტელეფონის ნომერი 2
      აქტიური ელ-ფოსტა
      როგორ მოგაწოდოთ წიგნი?

      მიწოდების სრული მისამართი
      დაამატეთ კომენტარი