IELTS – მოსამზადებელი კურსი

IELTS – მოსამზადებელი კურსი

  • კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე;
  • გაკვეთილის ხანგრძივობა: 90 წუთი;
  • სტუდენტების რ-ბა ჯგუფში: მაქს. 5 მსმენელი;
  • განრიგი: შეთანხმებადია;
  • ფასი: მოცემულია სრული კურსისთვის (24 გაკვეთილი)

ფასის დიაპაზონი

600,00 1200,00 

კურსის პარამეტრები

Clear

რა არის IELTS?

About this course

IELTS არის ინგლისური ენის ტესტირების საერთაშორისო სისტემა, რომელიც მიგრაციის დროს, ისეთ ქვეყანებში სადაც ინგლისური მშობლიური ენაა, გეხმარებათ ისწავლოთ ან დაიწყოთ მუშაობა. ასეთი  ქვეყნებია: ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი და აშშ. გამოცდის განმავლობაში მოწმდება ინგლისურის ცოდნისთვის საჭირო უნარ-ჩვევები: წერა – კითხვის, მოსმენის და საუბრის.  IELTS ფასდება 1-9 შკალით.

რატომ უნდა ჩავაბაროთ IELTS გამოცდა?

თუ თქვენ გსურთ მუშაობა, ცხოვრება ან სწავლა ინგლისურენოვან ქვეყანაში, მოგეთხოვებათ ინგლისური ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა. ინგლისური ენა მსოფლიოში მესამე ყველაზე გავრცელებული საკომუნიკაციო ენაა. დაახლოებით 379 მილიონი ადამიანი საუბრობს მსოფლიოში ინგლისურ ენაზე. მეტი შესაძლებლობა გაქვთ, როდესაც კონკრეტული ქვეყნის მშობლიურ ენაზე საუბარი შეგიძლიათ რომელშიც გსურთ მუშაობა ან სწავლა. ინგლისური ენის ცოდნა არამხოლოდ სამუშაო შესაძლებლობებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ საზოგადოებასთან ინტეგრაციისთვის. IELTS არის ყველაზე პოპულარული საგამოცდო სისტემა მათთვის, ვინც აპირებს მიგრაციას ავსტრალიაში, კანადაში, ახალ ზელანდიასა და დიდ ბრიტანეთში. იგი გლობალურად აღიარებულია 11000-ზე მეტი დამსაქმებლის, უნივერსიტეტის, სკოლისა და საიმიგრაციო ორგანოს მიერ, მათ შორის 3400 დაწესებულებაში აშშ-ში.

რისთვის არის IELTS შემუშავებული?

IELTS შემუშავებულია ინგლისური ენის ცოდნის სამართლიანი და ზუსტი შეფასებისთვის. ტესტის კითხვები შემუშავებულია ენის სპეციალისტების მიერ ავსტრალიიდან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან. ტესტი მოიცავს ოთხ ნაწილს: წერა, კითხვა, მოსმენა და საუბარი. IELTS გამოცდის შინაარსი ასახავს ყოველდღიურ სიტუაციებს. ის სამართლიანად და მიკერძოების გარეშე ამოწმებს ნებისმიერი მონაწილის ცოდნას ინგლისურ ენაში.

რამდენი ქულა უნდა ავიღო?

რაც უფრო მაღალ ქულას აიღებთ გამოცდაზე, მით უფრო დასტურდება თქვენს კომპეტენცია ინგლისურ ენაში. ნებისმიერ საიმიგრაციო ორგანოს, უნივერსიტეტს, სამუშაო ადგილს ან დაწესებულებას აქვს IELTS ქულის სპეციფიკური მოთხოვნები. ქულა, რომელიც გჭირდებათ, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მიზნით გსურთ ქვეყანაში წასვლა, მაგალითად სამუშაოდ, სწავლის გასაგრძელებლად თუ სხვ.

 

IELTS ქულების შკალა

 

  • 1 ქულა – Non-user
  • 2 ქულა – Intermittent user
  • 3 ქულა – Extremely limited user
  • 4 ქულა – Limited user
  • 5 ქულა – Modest user
  • 6 ქულა – Competent user
  • 7 ქულა – Good user
  • 8 ქულა – Very good user
  • 9 ქულა – Expert user.

კურსის პრომო

რას გთავაზობთ ჩვენ

ჩვენი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას მარტივად გავაცნოთ მოსწავლეებს გამოცდის სტრუქტურა მიუხედავად მისი სირთულისა. დავაძლევიოთ ფსიქოლოგიური სტრესი და ჩავაბარებინოთ გამოცდა წარმატებით. კურსი ეხმარება სტუდენტებს საუბრის დახვეწაში, აკადემიური წერის სტრატეგიების შესწავლაში, სმენითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა და  წაკითხულის გააზრებაში.  კურსს უძღვება  გამოცდილი, სერთიფიცირებული  მასწავლებელი.

ხშირად დასმული შეკითხვები

რა დონეზე უნდა ვფლობდე უცხო ენას, რომ შემოვუერთდე IELTS გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსს?

იმისთვის, რომ შეძლოთ კურსზე დასწრება და ეს კურსი ეფექტური იყოს თქვენთვის, თქვენ აუცილებლად უნდა ფლობდეთ ინგლისურ ენას მინიმუმ B1 დონეზე.

შემიძლია მხოლოდ რამდენიმე გაკვეთილს დავესწრო??

თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ IELTS გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსის მინიმუმ 12 გაკვეთილი, როგორც ჯგუფური სწავლების, ასევე ინდივიდუალური სწავლების შემთხვევაში.

რა სახელმძღვანელოებს იყენებთ კურსის განმავლობაში?

სასწავლო პროცესში, ჩვენ ვიყენებთ კემბრიჯის ლიცენზირებულ ლიტერატურას, რომელიც მომზადებულია დარგის ექსპერტების მიერ და კონკრეტულად ორიენტირებულია IELTS გამოცდის წარმატებით ჩაბარებისკენ.

კურსზე გამოყენებული სახელმძღვანელოები უფასოა თუ ფასიანი?

თუ თქვენ გადაწყვეტთ ისწავლოთ ონლაინ და არ გსურთ სასწავლო რესურსების შეძენა, ჩვენ სრულიად უფასოდ მოგაწოდებთ ყველა საჭირო მასალას. სახელმძღვანელოების ღირებულება მერყეობს 20 - 50 ლარის ფარგლებში, რომლის შეძენაც შეგიძლიათ ჩვენს სასწავლო ცენტრში, ან წიგნების მაღაზიებში.

კურსზე რეგისტრაციისას თანხა წინასწარ უნდა გადავიხადო?

რა თქმა უნდა არა. თანხას იხდით მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთობლივად შევთანხმდებით სწავლის განრიგზე და თქვენ საბოლოოდ თანახმა იქნებით დაიწყოთ სწავლა შეთანხმებული განრიგით.

როგორ ვიხდი თანხას?

გამომდინარე იქედან რომ კურსი მოიცავს მხოლოდ 24 გაკვეთილს, თქვენ უნდა გადაიხადოთ სრული კურსის ღირებულება წინასწარ, კურსის დაწყებამდე 1 დღით ადრე.

გადაწყვეტილების მიღებამდე, შემიძლია დავესწრო საცდელ გაკვეთილს?

დიახ, რა თქმა უნდა. საცდელ გაკვეთილზე დასწრება ხდება ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ, რადგან ჩვენ უნდა დავადგინოთ თქვენი ცოდნის დონე და შემოგთავაზოთ შესაბამისი დონის ჯგუფი. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გაკვეთილი ფასიანია და ღირებულება შეადგენს 40 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ დაიწყოთ სწავლა, გადახდილი თანხა გამოაკლდება სწავლის გადასახადს. 

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი?

IELTS გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსზე, სერთიფიკატი არ გაიცემა. შესაბამისი დონის სერთიფიკატის აღება შეგიძლიათ ოფიციალურ გამოცდაზე

როგორ გავიარო რეგისტრაცია?

კურსზე დასასწრებად გთხოვთ აირჩიეთ კურსის პარამეტრები (ონლაინ, ოფლაინ, ინდივიდუალური, ჯგუფური) და დაამატეთ კურსი კალათაში. შემდეგ გახსენით კალათა და დაასრულეთ რეგისტრაციის პროცესი, უმარტივესი კითხვარის შევსებით. რეგისტრაციის შემდეგ, ჩვენ მალევე დაგიკავშირდებით და დავნიშნავთ თქვენთან ცოდნის დონის განმსაზღვრელ ინტერვიუს, რომელიც სრულიად უფასოა.

თქვენ ასევე შეგიძლიათ ისწავლოთ

0
    0
    კალათა
    თქვენი კალათა ცარიელიაკურსებში დაბრუნება