ბიზნეს რუსული

ბიზნეს რუსული

  • კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე [2 დონე];
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა: 90 წუთი;
  • სტუდენტების რ-ბა ჯგუფში: მაქსიმუმ 8 მსმენელი;
  • განრიგები: შეთანხმებადია;
  • ფასი: მოცემულია 1 დონისთვის [24 გაკვეთილი]

ფასის დიაპაზონი

520,00 960,00 

კურსის პარამეტრები

Clear

ბიზნეს რუსული

ბიზნეს რუსული

ბიზნეს რუსულის კურსები

ბიზნეს რუსული

ბიზნეს რუსული

ბიზნეს რუსული

ბიზნეს რუსული
ბიზნეს რუსული

კურსის აღწერა

პროგრამა განკუთვნილია ბიზნესმენებისთვის და სტუდენტებისთვის, ვისთვისაც რუსული ენის კარგი ცოდნა პროფესიული და კარიერული წარმატებაა. კურსი მოიცავს 48 გაკვეთილს. ყოველი გაკვეთილი მოიცავს საინტერესო და პრაქტიკულ მასალებს, სავარჯიშოებს, დიალოგებს, ბიზნეს ტერმინოლოგიებს, როლულ სიტუაციებს.

კურსის მიზანი

კურსის მიზანია პროფესიონალურ ბიზნეს თემებზე საუბრის უნარის განვითარება და გაუმჯობესება. კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელი შეძლებს დამაჯერებლად ისაუბროს რუსულ ენაზე და გამოიყენოს ეს უნარი კარიერული წინსვლისთვის. კურსის მიზანია ბიზნეს ლექსიკაზე დაფუძნებული საუბრის, მოსმენის, წერის და კითხვის უნარების გაუმჯობესება.

სილაბუსი

სასაუბრო თემები:

 

  • წარმატება;
  • მოგზაურობა;
  • ბიზნეს პარტნიორის მიღება;
  • ინოვაციები;
  • კომუნიკაცია;
  • კონფლიქტები;
  • კადრების დაქირავება;
  • პოპულარიზაცია და რეკლამის სახეები;
  • ფინანსები;
  • გაყიდვების დინამიკა;
  • ინვესტიციები;
  • ახალი ბიზნესის წამოწყება
  • დროის მენეჯმენტი;
  • კარიერა;
  • მოთხოვნა და მიწოდება;
  • მომხმარებელთა მომსახურება;
  • კონკურენტები;
  • ლიდერობა;
  • ხარისხი;
  • პერსონალის მართვა;
  • გამოფენა;
  • დაგეგმვა;
  • კომპანიის იმიჯი.
  • დასაწყისისთვის: გაკვეთილის ნაწილი განკუთვნილია ახალი თემის წარდგენისთვის და საჭირო ლექსიკის გამდიდრებისთვის.
  • ლექსიკონი: თემატური ლექსიკა.
  • გრამატიკა: აქცენტი კეთდება რუსული გრამატიკის აუცილებელ წესებსა და სტრუქტურებზე.
  • ტექსტი: სტატიების ფრაგმენტები რუსული ბიზნეს პორტალებიდან.
  • უნარები: ბიზნეს რუსულისთვის ყველა საჭირო უნარის და შესაძლებლობს გაუმჯობესება: შეხვედრის დანიშვნა, ფასების კვლევა, სამომავლო გეგმებზე საუბარი, საქმიანი წერილების წერა და სხვა.
  • სასწავლო სიტუაცია: შესწავლილი ლექსიკისა და გრამატიკული მასალის პრაქტიკაში გამოყენება.

კურსის პრომო

ხშირად დასმული შეკითხვები

რა დონეზე უნდა ვფლობდე რუსულ ენას, რომ შემოვუერთდე ბიზნეს რუსულის კურსს?

იმისთვის, რომ შეძლოთ კურსზე დასწრება და ეს კურსი ეფექტური იყოს თქვენთვის, თქვენ აუცილებლად უნდა ფლობდეთ რუსულ ენას მინიმუმ B1 დონეზე.

შემიძლია მხოლოდ კურსის 1 დონე გავიარო?

დიახ, რა თქმა უნდა! თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ ბიზნეს რუსულის კურსის როგორც ორივე დონე, ასევე მხოლოდ ერთი დონე - B1 ან B2. თუმცა, ჩვენი რეკომენდაციით, მხოლოდ 1 დონის გავლა სრულად არ ეთანადება კურსის მიზანს და ნაკლებად შედეგობრივია.

რა სახელმძღვანელოებს იყენებთ კურსის განმავლობაში?

სასწავლო პროცესში, ჩვენ ვიყენებთ ექსკლუზიურ ლიტერატურას რომელიც მომზადებულია დარგის ექსპერტების მიერ რუსეთში.

კურსზე გამოყენებული სახელმძღვანელოები უფასოა თუ ფასიანი?

თუ თქვენ გადაწყვეტთ ისწავლოთ ონლაინ და არ გსურთ წიგნის შეძენა, ჩვენ გაგიზიარებთ საჭირო რესურსებს სრულიად უფასოდ. ხოლო  სახელმძღვანელოს ღირებულება გახლავთ 35 ლარი, რომლის შეძენაც შეგიძლიათ ჩვენს სასწავლო ცენტრში.

კურსზე რეგისტრაციისას თანხა წინასწარ უნდა გადავიხადო?

რა თქმა უნდა არა. თანხას იხდით მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთობლივად შევთანხმდებით სწავლის განრიგზე და თქვენ საბოლოოდ თანახმა იქნებით დაიწყოთ სწავლა შეთანხმებული განრიგით.

როგორ ვიხდი თანხას?

კურსის დასაწყისზე შეთანხმების შემდეგ, კურსის სრული ღირებულების 50% გადახდილი უნდა იქნას კურსის დაწყებამდე 1 დღით ადრე. ხოლო დანარჩენი თანხის ანგარიშსწორება უნდა მოახდინოთ ზუსტად 1 თვეში. თანხის 2 თვეზე განაწილება სრულიად უპროცენტოა.

გადაწყვეტილების მიღებამდე, შემიძლია დავესწრო საცდელ გაკვეთილს?

დიახ, რა თქმა უნდა. საცდელ გაკვეთილზე დასწრება ხდება ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ, რადგან ჩვენ უნდა დავადგინოთ თქვენი ცოდნის დონე და შემოგთავაზოთ შესაბამისი დონის ჯგუფი. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გაკვეთილი ფასიანია და ღირებულება შეადგენს 40 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ დაიწყოთ სწავლა, გადახდილი თანხა გამოაკლდება სწავლის გადასახადს. 

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი?

დიახ, რა თქმა უნდა. სერთიფიკატი გაიცემა ნებისმიერ კურსზე, B1 დონიდან, იმ შემთხვევაში თუ თქვენ წარმატებით ჩააბარებთ შესაბამისი დონის ტესტს. 

როგორ გავიარო რეგისტრაცია?

კურსზე დასასწრებად გთხოვთ აირჩიეთ კურსის პარამეტრები (ონლაინ, ოფლაინ, ინდივიდუალური, ჯგუფური) და დაამატეთ კურსი კალათაში. შემდეგ გახსენით კალათა და დაასრულეთ რეგისტრაციის პროცესი, უმარტივესი კითხვარის შევსებით. რეგისტრაციის შემდეგ, ჩვენ მალევე დაგიკავშირდებით და დავნიშნავთ თქვენთან ცოდნის დონის განმსაზღვრელ ინტერვიუს, რომელიც სრულიად უფასოა.

თქვენ ასევე შეგიძლიათ ისწავლოთ

0
    0
    კალათა
    თქვენი კალათა ცარიელიაკურსებში დაბრუნება