უცხო ენის ცენტრი
სასაუბრო ინგლისური
სასაუბრო რუსული
სასაუბრო ქართული
ბევრი ადამიანი დატვირთული სამუშაო განრიგის გამო უჩივის უდროობას. ამასთანავე, მათ სურთ ისწავლონ უცხო ენა და იყვნენ პროდუქტიულები სასწავლო პროცესში. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ სწავლების უნიკალური მეთოდი.
სასწავლო მასალა ყოველი გაკვეთილის შემდეგ რთულდება. ჩვენ ვიცით, როგორ გადავცეთ რთული მასალა მარტივად.
გაკვეთილის შესაბამისი თამაშების, მუსიკისა და ვიდეო მასალის გამოყენება, სახალისოს ხდის სწავლის პროცესს.
წაკითხული და მოსმენილი მასალის გააზრება, პრაქტიკაში გამოყენების დროს უკეთ ხდება, როლური სავარჯიშოების დახმარებით.
ჩვენს ბიბლიოთეკაში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ინგლისურის, ქართულისა და რუსული ენის სახელმძღვანელოები, წაიკითხოთ საინტერესო სტატიები და გაეცნოთ სასარგებლო სიახლეებს. გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, სადაც პერიოდულად ვაქვეყნებთ ვიდეო გაკვეთილებს.
საზაფხულო ინგლისურენოვანი ბანაკის “Leadership in Engish Camp” მიზანია მოზარდების (თინეიჯერების) ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესება უცხოენოვან...
საინტერესო სიახლე გვაქვს სფიქაფში. როი ჯგუფთან თანამშრომლობით ჩვენ დავამატეთ ახალი მიმართულება, რომელიც ინგლისურ ენასთან ერთად...
ჩვენ შევისწავლით კომპანიის სპეციფიურ მოთხოვნას და მოღვაწეობის სფეროს მიხედვით, შევქმნით სპეციალურ კურსს, სადაც უხვად გამოვიყენებთ შესაბამის თემატიკის მაგალითებს და განვმარტავთ საჭირო ტერმინებს, რაც მოსწავლებს დაეხმარებათ მალევე შეისწავლონ უცხო ენა, კონკრეტული სპეციფიკის გათვალისწინებით.
ჩვენთან თანამშრომლობენ კომპანიები ბიზნესის სხვადასხვა სფეროდან. კმაყოფილების მაღალი დონე, მათ მიერ მოწოდებული სარეკომენდაციო წერილებიდან ნათლად ჩანს. ჩადეთ ინვესტიციები თანამშრომელთა განათლებაში და შემოგვიერთდით დღესვე.
სასაუბრო ინგლისურის B2 დონის სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებმაც უკვე იციან გრამატიკა, აქვთ საკმარისი ლექსიკური მარაგი და მაინც, ვერ ახერხებენ ინგლისურად საუბარს.სახელმძღვანელო განსაკუთრებით საინტერესო იქნება ინგლისური ენის პედაგოგებისთვის, რომლებსაც სურთ ჩაატარონ ინტერაქტიული გაკვეთილები მაღალი დონის ჯგუფებში.