Express Yourself – Student’s Book

Express Yourself – Student’s Book

  • ISBN: 9789941871986
  • გამოცემის წელი: 2024;
  • ავტორი: მაგდა ორმოცაძე;
  • ყდა: რბილი, 300 გრ, ლამინირებული;
  • გვერდების რ-ბა: 100;
  • ფორმატი: A4;
  • ტიპი: ილუსტრირებული, მაღალი ხარისხის, სახელმძღვანელო;
  • სასწავლო დონე: B2
magda_o
მ. ორმოცაძე | ავტორი

ავტორისგან

ძვირფასო სტუდენტო,

 

მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ სახელმძღვანელოს შესახებ. ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ აქტიურად ჩავერთე სასწავლო პროცესებში და ვიმუშავე სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა და გავხდი სერთიფიცირებული პედაგოგი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, გაჩნდა იდეა სასწავლო ცენტრის დაარსებისა, რაც სისრულეში მოვიყვანეთ 2016 წელს.

 

თავდაპირველად, ჩვენი მიზანი იყო მარტივი,სახალისო, ინტერაქტიული სწავლება, რადგან ტრადიციული მეთოდები ძალიან დამღლელია მოსწავლეებისთვის. ასზე მეტ სტუდენტს შორის გამოკითხვის ჩატარებამ და მაღალი შედეგების მიღწევამ ცხადყო ჩვენი სწავლების მეთოდების ეფექტურობა და ჩვენი მოსწავლეების მაღალი კმაყოფილების დონე.

 

არსებობს სხვადასხვა სასწავლო სახელმძღვანელო და ონლაინ რესურსი, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს  ისწავლონ ინგლისური დამოუკიდებლად. მაგრამ პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სწავლის პროცესში რთულია იყო კონცენტრირებული და პროდუქტიული, მენტორისა და სათანადო სწავლების მეთოდის გარეშე. ამასთანავე, სრულყოფილად ვერ ხდება ნასწავლი მასალის გამოყენებება ყოველდღურ ცხოვრებაში, საუბრის კომპლექსისა და შეცდომის დაშვების შიშის გამო.

 

აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ეს სახელმძღვანელო, რომელიც შედგება 20 თავისგან და მოიცავს საინტერესო სტატიებს, თემატურ ვიდეოებს, სასაუბრო თემებს და მასთან დაკავშირებულ იდიომებს. სახელმძღვანელო გაძლევთ შესაძლებლობას გაიუმჯობესოთ საუბრის, მოსმენისა და კითხვის უნარ-ჩვევები ერთდროულად, შეძლოთ საკუთარი თავის გამოხატვა კომპლექსის გარეშე.

 

პატივისცემით,

მაგდა ორმოცაძე

შინაარსი

  • თავი 1 – ვინ ხართ თქვენ?
  • თავი 2 – ბედნიერება;
  • თავი 3 – ჭეშმარიტი სიყვარული;
  • თავი 4 – საკვები;
  • თავი 5 – ხანგრძლივი ცხოვრება;
  • თავი 6 – აქ პრობლემებია;
  • თავი 7 – მუსიკა და ქცევა;
  • თავი 8 – ფული;
  • თავი 9 – დღესასწაულები ინგლისში;
  • თავი 10 – დღესასწაულები ამერიკაში;
  • თავი 11 – თანამედროვე ტექნოლოგიები;
  • თავი 12 – გავრცელებული მითები და სტერეოტიპები;
  • თავი 13 – დიალოგი ცუდ მეზობლებთან;
  • თავი 14 – მოგონებები;
  • თავი 15 – მეგობრობა;
  • თავი 16 – მოზარდები და მშობლები;
  • თავი 17 – ძველი თაობა;
  • თავი 18 – ტელევიზორი და ბავშვები;
  • თავი 19 – ფულის გასესხება;
  • თავი 20 – თანამედროვე და ტრადიციული სპორტის სახეობები;

ამ უნიკალურ სახელმძღვანელოში მოცემული თითოეული გაკვეთილი წლების განმავლობაში საცდელ პროცესში იყო და ეს კურსი ასობით სტუდენტმა გაიარა. დარწმუნებული ვარ, რომ წიგნში მოცემული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება. სახელმძღვანელო გახდება თქვენი მეგობარი და მოგცემთ საჭირო ცოდნას, რომ შეძლოთ თავდაჯერებულად საუბარი კომპლექსის გარეშე. 

 

სასწავლო პროცესი მიმდინარეობს კითხვა-პასუხის რეჟიმში, რაც უმარტივებს მოსწავლეებს ინგლისურად აზრის ჩამოყალიბებას. ჩვენი მიზანია, მოსწავლემ შეძლოს დაგროვილი ცოდნის მაქსიმალურად გამოყენება პრაქტიკაში, როგორც სასწავლო პროცესში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში; გაიმდიდრონ ლექსიკა და შეძლონ არგუმენტირებული მსჯელობა.

დაათვალიერეთ წიგნი

როგორ შევუკვეთო?

წიგნის შეძენა ექსკლუზიურად შეგიძლიათ ჩვენს სასწავლო ცენტრში ან ონლაინ. სახელმძღვანელოს ღირებულება გახლავთ 30 ლარი და მისი გაგზავნა შესაძლებელია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

 

ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს ფოსტა და ამანათის ღირებულება გამოითვლება – მიწოდების მისამართისა და წონის მიხედვით. შეკვეთისთვის შეავსეთ მარტივი ფორმა და ჩვენ მალევე დაგიკავშირდებით.

0
    0
    კალათა
    თქვენი კალათა ცარიელიაკურსებში დაბრუნება

      სახელი, გვარი
      პირადი ნომერი
      ტელეფონის ნომერი 1
      ტელეფონის ნომერი 2
      აქტიური ელ-ფოსტა
      როგორ მოგაწოდოთ წიგნი?

      მიწოდების სრული მისამართი
      დაამატეთ კომენტარი