საზაფხულო, ინტენსიური კურსები 2026

საზაფხულო, ინტენსიური კურსები 2026

ინგლისურის, ქართულის და რუსული ენების საზაფხულო ინტენსიური კურსებს 25 ივნისიდან ვიწყებთ. ინტენსიური სწავლა, ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა შედეგისკენ. თანამედროვე სამყაროში უცხო ენის ცოდნა აღარ არის უბრალოდ დამატებითი უნარი. ის აუცილებელი ინსტრუმენტია განათლების, კარიერისა და კომუნიკაციისთვის. სწორედ ამიტომ, სულ უფრო პოპულარული ხდება ინტენსიური ენის კურსები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ მოკლე დროში მიაღწიოთ თვალსაჩინო პროგრესს. 

რა არის ინტენსიური კურსი?

ინტენსიური კურსის მთავარი მიზანია მოკლე დროში მოსწავლის ენის დონის მინიმუმ ერთი საფეხურით გაუმჯობესება (მაგალითად, A2-დან B1-ზე გადასვლა). სწავლა მიმდინარეობს სწრაფი ტემპით, ყოველდღიური პრაქტიკით და აქტიური ჩართულობით.

 

ჩვენს სასწვლო ცენტრში, ინტენსიური სწავლა გულისხმობს კვირაში 5-დღიან მეცადინეობას, სადაც სტუდენტი ყოველდღიურად იმყოფება მულტიკულტურულ ენობრივ გარემოში და მუდმივად იყენებს მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში.

რატომ არის ინტენსიური სწავლა ეფექტური?

კვლევები და საგანმანათლებლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ინტენსიური სწავლება ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზა არის ენის შესასწავლად, რადგან ის აერთიანებს:

 

  • მუდმივ კონტაქტს ენასთან;
  • აქტიურ პრაქტიკას ყოველდღიურად;
  • სწრაფ უკუკავშირს მასწავლებლებისგან;
  • ცოდნის დაუყოვნებლივ გამოყენებას რეალურ სიტუაციებში.

 

ინტენსიური სწავლა ქმნის ე.წ. „ენობრივ გარემოს“, სადაც მოსწავლე იწყებს ფიქრს სამიზნე ენაზე, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს პროგრესს.

სწავლების მეთოდები SpeakUp-ის ინტენსიურ კურსებზე

ჩვენს ინგლისურის, ქართულის და რუსული ენების ინტენსიურ კურსებზე სწავლება მიმდინარეობს საერთაშორისო, თანამედროვე, ინტერაქტიული მეთოდებით. ჩვენ ვიყენებთ:

  • Cambridge და Oxford-ის გამომცემლობების ოფიციალური მასალებს;
  • BBC და CNN-ის საგანმანათლებლო რესურსებს;
  • ბავშვებისთვის ადაპტირებული ლიტერატურას;
  • თამაშებს და ენერჯაიზერებს;

გაკვეთილები სავსეა სიმღერებით, აუდიო და ვიდეო მასალებით, როლური თამაშებით და სხვადასხვა ინტერაქტიული აქტივობებით. ასეთი მიდგომა სწავლას ხდის არა მხოლოდ ეფექტურს, არამედ საინტერესოს და სახალისოს.

 

ინტენსიური კურსების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის უმოკლეს დროში უცხო ენის შესწავლისთვის ოთხი აუცილებელი უნარ-ჩვევის გაუმჯობესება, როგორიცაა წერა, კითხვა, მოსმენა და საუბარი. ქართველი და ამერიკელი სერთიფიცირებული პედაგოგები, სიღრმისეულად შეასწავლიან სტუდენტებს, როგორც სასაუბრო, ასევე ყველა საჭირო  გრამატიკულ საკითხებს.

ინტენსიური სწავლა ონლაინ და ოფლაინ რეჟიმში

ინტენსიური კურსები ხელმისაწვდომია ორივე ფორმატში, როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ რეჟიმში:

 

ოფლაინ სწავლის ძირითადი უპირატესობებია:

  • ცოცხალი კომუნიკაცია;
  • ჯგუფური აქტივობები;
  • სრულად იმერსიული გარემო.

 

ხოლო, ონლაინ სწავლა არის მათთვის – ვისთვისაც მნიშვნელოვანია

  • მოქნილი გრაფიკი;
  • სწავლა ნებისმიერი ადგილიდან;

 

ორივე ფორმატი უზრუნველყოფს ერთსა და იმავე მიზანს — სწრაფ პროგრესს და ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას.

დასკვნა

ინტენსიური სწავლა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ენის სწრაფად შესასწავლად, რადგან ის უზრუნველყოფს სწრაფ პროგრესს, ზრდის მოტივაციას ყოველდღიური პრაქტიკის მეშვეობით და ამცირებს მიღებული ცოდნის დავიწყების რისკს. ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად აძლიერებს კომუნიკაციის უნარებს რეალურ სიტუაციებში, ქმნის სწავლის დისციპლინას და აერთიანებს თეორიასა და პრაქტიკას ერთ სისტემაში.

 

საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ საუკეთესო შედეგი მიიღწევა მაშინ, როცა სტუდენტი მუდმივად არის ჩართული ენობრივ გარემოში და ყოველდღიურად იყენებს ენას პრაქტიკაში. სწორედ ამიტომ, ინგლისური, ქართული და რუსული ენების ინტენსიური კურსები წარმოადგენს თანამედროვე, სწრაფ და შედეგზე ორიენტირებულ გზას, სადაც ინტერაქტიული მეთოდები და პროფესიონალი მასწავლებლების მხარდაჭერა, უზრუნველყოფს სწრაფ და მდგრად პროგრესს – თავისუფლად გამოვიყენოთ ნასწავლი მასალა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

ინტენსიური კურსების ჩამონათვალს და მათ ფასებს გაეცნობით სარეგისტრაციო ფორმაში. 

დარეგისტრირდი 30 მაისამდე და მიიღე დამატებით -10%  ფასდაკლება.

ჩვენთან სწავლა არის

0
    0
    კალათა
    თქვენი კალათა ცარიელიაკურსებში დაბრუნება

      სახელი, გვარი
      პირადი ნომერი
      ტელეფონის ნომერი
      ასაკი
      აქტიური ელ-ფოსტა

      მშობლის სახელი და გვარი (არასრულწლოვნის შემთხვევაში)
      დაამატეთ კომენტარი