0

ლიდერობისა და მეწარმეობის ინგლისურენოვანი, საერთაშორისო ბანაკი გუდაურში

სარჩევი

ლიდერობისა და მეწარმეობის ინგლისურენოვანი, საერთაშორისო ბანაკი გუდაურში

ყველა მშობელს სურს, რომ მისმა შვილმა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა, თავდაჯერებულად გამოხატოს აზრი, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და მომავალში ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს სწრაფად ცვალებად სამყაროში.

 

თუმცა, თანამედროვე რეალობაში მხოლოდ აკადემიური ცოდნა აღარ არის საკმარისი. მოზარდებს სულ უფრო მეტად სჭირდებათ კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები, ლიდერული თვისებები, უცხო ენაზე თავისუფლად საუბრის შესაძლებლობა და ახალი იდეების პრაქტიკულ პროექტებად გარდაქმნის გამოცდილება.

 

სწორედ ამ მიზანს ემსახურება სფიქაფის საერთაშორისო ლიდერობისა და მეწარმეობის ზამთრის ბანაკი — SpeakUp International Entrepreneurship & Leadership Winter Camp 2027, რომელიც 2027 წლის 4-იდან 9 იანვრამდე, 9-იდან 17 წლამდე ასაკის მოზარდებს უმასპინძლებს.

 

ეს არ არის მხოლოდ ზამთრის არდადეგების გატარება მთაში. ეს არის ექვსდღიანი საგანმანათლებლო გამოცდილება, სადაც ინგლისური ენა, მეწარმეობა, ლიდერობა, ტექნოლოგიები და კულტურათაშორისი ურთიერთობები ერთიან, პრაქტიკულ და სახალისო გარემოში იყრის თავს.

 

აქ სწავლა საკლასო ოთახის საზღვრებს სცდება: მოზარდები არა მხოლოდ იღებენ ინფორმაციას, არამედ მსჯელობენ, ქმნიან, თანამშრომლობენ, ცდიან საკუთარ შესაძლებლობებს და სწავლობენ რეალურ სიტუაციებში მოქმედებას.

ზოგადი ინფორმაცია ბანაკის შესახებ

  • ჩატარების თარიღი: 4-9 იანვარი, 2027წ
  • ლოკაცია: გუდაური, სასტუმრო Gudauri Hut
  • ღირებულება: 1490 ლარი [დედმამიშვილებისთვის 1440 ლარი]
  • პროგრამის პრეზენტაცია: გადმოწერეთ ბმულიდან

თბილისიდან გუდაურამდე — ახალი მეგობრობისა და აღმოჩენების დასაწყისი

ბანაკის პირველი დღე გაცნობას, ახალ გარემოსთან შეგუებასა და საერთაშორისო მეგობრობის დამყარებას ეთმობა. მონაწილეები საქართველოს დედაქალაქ თბილისში იკრიბებიან და კომფორტული ავტობუსით მოგზაურობას კავკასიონის თოვლიანი მწვერვალებისკენ, გუდაურისკენ გააგრძელებენ.

 

ბანაკი Gudauri Hut Hotel-ში გაიმართება, რომელიც სათხილამურო ტრასებთან ახლოს, საბაგიროდან დაახლოებით 300 მეტრში მდებარეობს. სასტუმროს მყუდრო გარემო, ბუხარი, ფიტნესცენტრი, საუნა, ტერასა და ფანჯრებიდან გადაშლილი ზამთრის პეიზაჟები, მონაწილეებს სწავლისა და დასვენებისთვის სასიამოვნო გარემოს შეუქმნის.

 

გუდაურის ბუნება, საერთაშორისო გარემო და მრავალფეროვანი ყოველდღიური პროგრამა კი ექვს დღეს, განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცევს.

ინგლისური ენა, როგორც კომუნიკაციისა და საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობა

ბანაკის ძირითადი სამუშაო ენა ინგლისურია. თუმცა, მონაწილეებს არ ელოდებათ ტრადიციული გაკვეთილები და გრამატიკული სავარჯიშოების რუტინა.

 

SpeakUp-ის საგანმანათლებლო მიდგომა ეფუძნება მარტივ პრინციპს: სასწავლო პროცესი უნდა იყოს მარტივი, სახალისო და ინტერაქტიულ. ენა რეალურ უნარად მაშინ იქცევა, როდესაც ადამიანი მას პრაქტიკაში იყენებს, საკლასო ოთახს მიღმა.

 

მოზარდები ინგლისურად ურთიერთობენ თანატოლებთან, მონაწილეობენ დისკუსიებში, დებატებსა და როლურ თამაშებში, მუშაობენ გუნდურ პროექტებზე და წარადგენენ საკუთარ იდეებს. მათ შესაძლებლობა ექნებათ, იმსჯელონ გლობალურ ბრენდებზე, ტექნოლოგიურ სიახლეებზე, მუსიკაზე, კარიერაზე, თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებზე და სხვა საინტერესო საკითხებზე. 

 

ასეთი გარემო ხელს უწყობს ლექსიკური მარაგის გააქტიურებას, მეტყველების გაუმჯობესებას და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საუბრის შიშის დაძლევას. მოზარდი თანდათან აცნობიერებს, რომ უცხო ენაზე კომუნიკაციისთვის სრულყოფილი გრამატიკა კი არა, საკუთარი აზრის გამოხატვის სურვილი და პრაქტიკაა აუცილებელი.

სამეწარმეო აზროვნება — როგორ იქცევა იდეა რეალურ პროექტად?

მომავლის პროფესიული წარმატება მხოლოდ ცოდნაზე არ არის დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, ადამიანმა შეძლოს შესაძლებლობების დანახვა, პრობლემების გააზრება და მათ გადასაჭრელად ახალი იდეების შეთავაზება. ბანაკის სამეწარმეო მოდული სწორედ ამ უნარების განვითარებას ემსახურება.

 

პრაქტიკული ვორქშოფების ფარგლებში, მოზარდები გაეცნობიან ბიზნესის შექმნის ძირითად პრინციპებს: როგორ ამოიცნონ საჭიროება, როგორ შეიმუშაონ იდეა, როგორ განსაზღვრონ სამიზნე აუდიტორია, შექმნან ბრენდის იდენტობა და წარმოადგინონ საკუთარი პროექტი პოტენციური ინვესტორების წინაშე.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იდეის მოკლედ, დამაჯერებლად და ეფექტურად წარდგენის ხელოვნებას. ეს პროცესი მოზარდებს უვითარებს ინიციატივის გამოჩენის, არგუმენტირებული მსჯელობის, გადაწყვეტილებების მიღებისა და საჯარო გამოსვლის უნარებს.

ხელოვნური ინტელექტი და მომავლის ტექნოლოგიები — Ski Resort of 2050

თანამედროვე მოზარდისთვის ტექნოლოგიების გააზრება და მათი შესაძლებლობების სწორად გამოყენება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

 

ამიტომ ბანაკის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება ინოვაციებსა და ხელოვნურ ინტელექტს (AI) დაეთმობა.

სპეციალურ პრაქტიკულ ვორქშოფში — The Ski Resort of 2050 — მონაწილეები იმუშავებენ მომავლის სათხილამურო კურორტის კონცეფციაზე.

 

AI ინსტრუმენტებისა და მდგრადი დიზაინის პრინციპების გამოყენებით, ისინი შეეცდებიან შექმნან სივრცე, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიები, ეკოლოგიური პასუხისმგებლობა და ადამიანების კომფორტი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის.

 

ეს აქტივობა მხოლოდ ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გაცნობას არ გულისხმობს. მისი მიზანია, მოზარდებმა ისწავლონ შემოქმედებითი აზროვნება, იდეების ვიზუალიზაცია, ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენება და მომავლის გამოწვევებზე ახალი ხედვით ფიქრი.

კულტურათაშორისი ურთიერთობები — საქართველო, მსოფლიო და მეგობრობა საერთო ინტერესების გარშემო

საერთაშორისო ბანაკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირებულება სხვადასხვა კულტურისა და გამოცდილების მქონე თანატოლებთან ურთიერთობაა.

 

საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ერთ სივრცეში იკრიბებიან, უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ შეხედულებებს, ტრადიციებსა და ყოველდღიური ცხოვრების თავისებურებებს.

კულტურული გაცვლის განსაკუთრებული ნაწილი ქართული ტრადიციების გაცნობას დაეთმობა.

 

მონაწილეები პრაქტიკულად გაეცნობიან ქართული სამზარეულოს საიდუმლოებებს: ისწავლიან ხინკლის შეხვევას, ხაჭაპურის, მჭადისა და თათარას მომზადებას. ასევე გაეცნობიან ქართული სუფრის ტრადიციებს, თამადის როლს, სადღეგრძელოების კულტურასა და ქართულ მუსიკასა და ცეკვას.

 

კულტურული გაცვლა ორმხრივი იქნება — საერთაშორისო მონაწილეებიც წარადგენენ თავიანთი ქვეყნების ტრადიციებსა და კერძებს. ასეთი ურთიერთობები მოზარდებს ეხმარება განსხვავებული კულტურების უკეთ გაგებაში, ურთიერთპატივისცემის ჩამოყალიბებასა და გლობალურ გარემოში თავდაჯერებულ კომუნიკაციაში.

გუდაურის ზამთარი — აქტიური დასვენება, გუნდური თამაშები და ახალი მეგობრები

საგანმანათლებლო პროგრამა ფიზიკურ აქტივობასა და გართობასთან ბუნებრივად არის შერწყმული.

ყოველდღიური პროგრამის ნაშუადღევს მონაწილეებს გუდაურის ზამთრის კურორტი და თოვლიანი ფერდობები ელოდებათ. აქტივობებში შედის თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალი, ციგაობა, Snow Tubing და სახალისო გუნდური შეჯიბრებები, მათ შორის თოვლის ოლიმპიადა.

 

ეს აქტივობები არა მხოლოდ დასვენების, არამედ თანამშრომლობის, ჯანსაღი კონკურენციისა და გუნდური სულისკვეთების განვითარების შესაძლებლობაცაა.

 

საღამოობით კი სასტუმროს სივრცე მეგობრობისა და შემოქმედებითი აქტივობების ცენტრად იქცევა. ტალანტების შოუ, საერთაშორისო მოდების ჩვენება, კარაოკე, ფილმების საღამოები და სხვადასხვა გასართობი ღონისძიება მონაწილეებს ერთმანეთთან აახლოებს.

 

სწორედ ასეთ არაფორმალურ გარემოში იქმნება ხშირად ყველაზე დასამახსოვრებელი მეგობრობა და ურთიერთობები.

ექვსი დღის დასკვნითი აკორდი — Graduation Party

ბანაკის დასასრულს მონაწილეებს საზეიმო გამოსაშვები საღამო — Graduation Party ელოდებათ.

ეს იქნება ექვსი დღის განმავლობაში მიღებული გამოცდილების შეჯამების, ახალი მეგობრების დამშვიდობებისა და საკუთარი მიღწევების აღნიშვნის დღე.

 

სადღესასწაულო გარემოში თითოეულ მონაწილეს გადაეცემა ოფიციალური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს ლიდერობის, მეწარმეობისა და ეფექტური კომუნიკაციის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობასა და მის წარმატებით დასრულებას.

 

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა სერტიფიკატი არ არის. ეს არის გამოცდილება, რომელიც მოზარდმა საკუთარი ძალებით, გუნდური მუშაობითა და ახალი გამოწვევების დაძლევით მიიღო.

რას წაიღებს ბანაკის მონაწილე სახლში?

ექვსი დღის შემდეგ მოზარდი სახლში დაბრუნდება არა მხოლოდ ახალი ფოტოებითა და სასიამოვნო მოგონებებით, არამედ გამოცდილებით, რომელიც მის პიროვნულ და საგანმანათლებლო განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის მეტი თავდაჯერებულობა — რეალურ გარემოში ინგლისურად საუბრის, საკუთარი აზრის გამოხატვისა და უცხოელ თანატოლებთან ურთიერთობის პრაქტიკა.

ინვესტიცია, რომელიც მხოლოდ ექვს დღეს არ მოიცავს

მოზარდობის ასაკი საკუთარი თავის აღმოჩენის, ინტერესების ჩამოყალიბებისა და მომავლისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარების პერიოდია.

 

ამ დროს მიღებული გამოცდილება ხშირად გაცილებით დიდ გავლენას ახდენს ახალგაზრდის პიროვნულ განვითარებაზე, ვიდრე ერთი შეხედვით წარმოგვიდგენია.

 

SpeakUp International Entrepreneurship & Leadership Winter Camp 2027 სწორედ ასეთი გამოცდილების შექმნას ისახავს მიზნად — გარემოს, სადაც მოზარდს შეუძლია ისწავლოს, გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობები, აღმოაჩინოს ახალი ინტერესები, გაიცნოს განსხვავებული კულტურები და გადადგას ნაბიჯები უფრო დამოუკიდებელი და თავდაჯერებული მომავლისკენ.

 

ზოგჯერ, მოზარდის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილები, საკლასო ოთახის მიღმა იწყება.

 

SpeakUp — Learn Beyond the Classroom.

ბანაკში რეგისტრაცია

    სტუდენტის სახელი, გვარი *
    სტუდენტის პირადი ნომერი *
    Date of Birth *
    სტუდენტის WhatsApp-ის ნომერი *
    მეურვის სახელი და გვარი *
    მეურვის პირადი ნომერი *
    მეურვის WhatsApp-ის ნომერი *
    აქტიური ელ-ფოსტა*
    მისამართი *
    კომენტარის ველი

    ჩვენთან სწავლა არის

    0
    0
    კალათა
    თქვენი კალათა ცარიელიამაღაზიაში დაბრუნება

      სახელი, გვარი
      პირადი ნომერი
      ტელეფონის ნომერი
      ასაკი
      აქტიური ელ-ფოსტა

      მშობლის სახელი და გვარი (არასრულწლოვნის შემთხვევაში)
      დაამატეთ კომენტარი