საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი პრაღასა და დრეზდენში

სარჩევი

საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი პრაღასა და დრეზდენში

პრაღასა და დრეზდენში საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი წარმატებით დასრულდა. პროექტის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა ინგლისური ენის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობის შექმნა ბუნებრივ, ინტერნაციონალურ გარემოში.

ინგლისური ენის პრაქტიკა ნეითივ-სფიქერებთან

პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა პროფესიონალი ნეითივ-სფიქერი მასწავლებლების მონაწილეობა იყო. ისინი მთელი კვირის განმავლობაში ბავშვებთან ერთად იმყოფებოდნენ როგორც სასწავლო პროცესში, ისე ქალაქის დათვალიერებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობების განმავლობაში.მონაწილეები ჩართულნი იყვნენ ინტენსიურ ინგლისურენოვან გაკვეთილებში, სადაც ავითარებდნენ საუბრის, მოსმენის, სწორი გამოთქმებისა და თავისუფლად კომუნიკაციის უნარებს ინგლისურ ენაზე. ყოველდღიურ გარემოში ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ბუნებრივ და რეალურ სიტუაციებში ესაუბრათ უცხოელ მასწავლებლებთან, დაესვათ კითხვები, თავისუფლად გამოეხატათ საკუთარი აზრი და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე გაეძლიერებინათ როგორც ენობრივი უნარები, ისე თავდაჯერებულობა.

პრაღის კულტურული აღმოჩენები

პროექტის განმავლობაში მონაწილეებმა მოინახულეს პრაღის მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ადგილები, გაეცნენ ძველი ქალაქის ატმოსფეროს და დაათვალიერეს უძველესი, ისტორიული ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა: ეროვნული მუზეუმი, პლანეტარიუმი; მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ზოოპარკი, კარლის ხიდი; ჯონ ლენონის კედელი, ფრანც კაფკას თავი და სხვ.

პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო პრაღის პლანეტარიუმში  ვიზიტი, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული სივრცეა მეცნიერებისა და სამყაროს შემეცნებისთვის. ვიზიტის დროს ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით გაცნობოდნენ ასტრონომიის საინტერესო საკითხებს, დაენახათ სამყაროს სხვადასხვა მოვლენა და უფრო ახლოს შეესწავლათ პლანეტები, ვარსკვლავები და კოსმოსის საიდუმლოებები.პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა ასევე მოინახულეს მადამ ტიუსოს მუზეუმი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმია და გამორჩეულია ცვილის ფიგურების უნიკალური კოლექციით. ვიზიტის დროს ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახლოს გაცნობოდნენ მსოფლიო ისტორიაში, კულტურაში, მეცნიერებაში, ხელოვნებასა და სპორტში ცნობილ ადამიანთა რეალისტურ ფიგურებს.

ბუნება და განათლება — ვიზიტი პრაღის ზოოპარკში

მონაწილეებისთვის შთამბეჭდავი იყო პრაღის ზოოპარკის მონახულება — ადგილი, სადაც ბუნება, განათლება და თავგადასავალი ერთმანეთთან ჰარმონიულად არის გაერთიანებული.ჩვენ, ერთად დავათვალიერეთ ზოოპარკის მრავალფეროვანი სივრცეები, მოვინახულეთ სხვადასხვა კონტინენტიდან ჩამოყვანილი ცხოველები და გავეცანით მათ თავისებურებებს, საცხოვრებელ გარემოსა და ცხოვრების წესს. ბავშვებისთვის ეს იყო შესაძლებლობა, რეალურ გარემოში მიეღოთ ახალი ცოდნა და უკეთ გაეაზრებინათ ბუნების დაცვისა და ცხოველებზე ზრუნვის მნიშვნელობა.

სპორტული აქტივობები და გუნდური განვითარება

პროექტის პროგრამა მოიცავდა არა მხოლოდ საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებს, არამედ სპორტულ ღონისძიებებსაც. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ ფეხბურთისა და ფრენბურთის თამაშებში, რაც მათთვის იყო როგორც ფიზიკური აქტივობის, ასევე გუნდური ურთიერთობისა და მეგობრული კონკურენციის მნიშვნელოვანი ნაწილი.

კულტურული დღე გერმანიაში — დრეზდენის გაცნობა

პროექტის ბოლო დღე დავუთმეთ ქ.დრეზდენის გაცნობას. დრეზდენი გერმანიის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ქალაქია, რომელსაც ხშირად „ელბის ფლორენციას“ უწოდებენ. ქალაქი მდინარე ელბის სანაპიროზე მდებარეობს და საუკუნეების განმავლობაში საქსონიის სამეფოს კულტურული და პოლიტიკური ცენტრი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს დრეზდენი თითქმის მთლიანად განადგურდა, დღეს იგი აღდგენილია და კვლავ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ისტორიულ ქალაქად ითვლება.

გავისეირნეთ ქალაქის ისტორიული ცენტრში, რომელიც ღია ცის ქვეშ არსებული ნამდვილი მუზეუმია. აქ ერთმანეთის გვერდით მდებარეობს ბაროკოს არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშები — ფრაუენკირხეს ტაძარი, ცვინგერის სასახლე, სამეფო რეზიდენცია, სემპერის ოპერის თეატრი და ბრულის ტერასა, საიდანაც ელბის ულამაზესი ხედები იშლება. გზად, უამრავი სამახსოვრო სუვენირი შევიძინეთ და დავაგემოვნეთ ტრადიციული გერმანული სოსისები.

პროექტის დასრულება და სერტიფიკატების გადაცემა

პროექტის დასასრულს ჩატარდა შემაჯამებელი ინგლისურენოვანი გაკვეთილები, სადაც მონაწილეებმა ინტერაქტიული აქტივობების, დისკუსიებისა და სხვადასხვა დავალებების საშუალებით კიდევ ერთხელ გაიხსენეს მოგზაურობის განმავლობაში მიღებული ცოდნა, გამოცდილება და შთაბეჭდილებები. 

პროგრამის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მათ აქტიურ ჩართულობას, მიღებულ ცოდნასა და ამ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო გამოცდილების წარმატებით გავლას.

დასკვნითი დღის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დაუვიწყარი ნაწილი იყო მდინარე ვლტავაზე კრუიზით გასეირნება. ბავშვებს საშუალება მიეცათ სხვა კუთხით დაენახათ ულამაზესი პრაღა, დაეტკბნენ ქალაქის ისტორიული ხედებით, ცნობილი არქიტექტურული ნაგებობებითა და განსაკუთრებული ატმოსფეროთი. მდინარეზე გატარებულმა ამ ჯადოსნურმა საღამომ მოგზაურობას კიდევ უფრო თბილი და ემოციური დასასრული შესძინა.

ეს დღე გახდა იმ შთაბეჭდილებების, მეგობრობის, აღმოჩენებისა და ბედნიერი მომენტების შეჯამება, რომლებიც ბავშვებმა მთელი პროექტის განმავლობაში დააგროვეს. პრაღიდან დაბრუნებულ თითოეულ მონაწილეს თან წამოჰყვა არა მხოლოდ ახალი ცოდნა და გამოცდილება, არამედ უამრავი სასიამოვნო მოგონება, რომელიც კიდევ დიდხანს დარჩება მათ გულებში.

შეჯამება

სფიქაფის გუნდი მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას  “Study and Explore Europe”-ს გულთბილი მასპინძლობისთვის და საუკეთესო სერვისისთვის. ხოლო ჩვენს ნეითივ-სფიქერ მასწავლებლებს — პროფესიონალიზმის, თავდადებისა და ბავშვებთან განსაკუთრებული დამოკიდებულებისთვის.

ასევე, მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის და მშობლებს, ნდობისა და მხარდაჭერისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ პრაღასა და დრეზდენში გატარებული 7 დღე თითოეული მონაწილისთვის დარჩება როგორც მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და კულტურული გამოცდილება.

ჩვენ მომავალშიც შევთავაზებთ ბავშვებს საერთაშორისო გამოცდილებაზე, განათლებასა და განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს.

ჩვენთან სწავლა არის

0
    0
    კალათა
    თქვენი კალათა ცარიელიაკურსებში დაბრუნება

      სახელი, გვარი
      პირადი ნომერი
      ტელეფონის ნომერი
      ასაკი
      აქტიური ელ-ფოსტა

      მშობლის სახელი და გვარი (არასრულწლოვნის შემთხვევაში)
      დაამატეთ კომენტარი