ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გავაფორმეთ თანამშრომლობის მემონარანდუმი უცხო ენის სასწავლო ცენტრთან – “Smart Beavers – Language Centre”, რომელიც მდებარეობს ევროპის შუაგულში, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში.
თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად განვახორციელებთ საგანმანათლებლო ვიზიტს პრაღაში, სადაც მონაწილეები გამოცდილ ნეითივ სფიქერებთან ერთად გაივლიან ინგლისურის ენის ინტენსიურ კურსს და ამასთანავე, დაათვალიერებენ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს.
ჩვენ, არაერთ სასიამოვნო სიახლეს ვპირდებით მოსწავლეებს მომავალში და ვფიქრობთ, რომ მსგავსი საგანმანათლებლო, ერთობლივი პროექტები – მოზარდებისთვის გახდება ინსპირაციის წყარო, იყვნენ წარმატებულები თავიანთ კარიერაში და პირად ცხოვრებაში.
ნახეთ ვიდეო სრულად…