წესები და პირობები

მუხლი 1: ხელშეკრულების მხარეები

 

1.1. უცხო ენის სასწავლო ცენტრი სფიქაფი – შემდგომში „მომსახურების გამწევი“

1.2. მოსწავლის სახელი, გვარი (ორგანიზაცია) – შემდგომში „მომსახურების მიმღები“

1.3. მომსახურების გამწევი და მომსახურების მიმღები შემდგომში როგორც – “მხარეები”

 

მუხლი 2: ხელშეკრულების საგანი

 

2.1 მომსახურების გამწევი პერიოდულად მომსახურების მიმღებს მოთხოვნის შესაბამისად უწევს მომსახურებას, ხოლო მომსახურების მიმღები იღებს მომსახურებას და იხდის მის ღირებულებას ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.

2.2 ამ ხელშეკრულებაში მომსახურებას წარმოადგენს მომსახურების მიმღების მიერ მოთხოვნილი უცხო ენის სასწავლო კურსი(ებ)ი, რომლის ჩამონათვალი და ღირებულება მოცემულია ამავე ხელშეკრულებაზე თანდართულ ინვოისში (დანართი #1)

2.3 მხარეები თანხმდებიან მომსახურების მიღების შემდეგ გრაფიკზე: ___

 

მუხლი 3: მომსახურების მიწოდების ვადა და ადგილი

 

3.1 მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. თბილისი, დიღმის მასივი, კვრტ. 5, კორპ. 1ა ან გაკვეთილები ჩატარდება ონლაინ.

3.2 მომსახურების მიწოდების ვადა განისაზღვრება ინდივიდუალურად – ინვოისში მითითებული კურსის ხანგრძლივობის მიხედვით, რომელზეც მხარეები თანხმდებიან წინასწარ.

3.3 მომსახურების დასაწყისად ითვლება ამავე ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღი.

 

მუხლი 4: მხარეთა უფლება მოვალეობანი

 

4.1 მომსახურების გამწევი ვალდებულია ჩაუტაროს მომსახურების მიმღებს ინვოისში (დანართი #1) მითითებული კურსი წინამდებარე ხელშეკრულების პირობებით, დადგენილ ვადებსა და ფასში.

4.2 მომსახურების გამწევის ვალდებულება მომსახურების გაცემის თაობაზე ითვლება შესრულებულად, ინვოისში მითითებული სრული კურსის ჩატარების შემდეგ, ამავე ინვოისში მითითებული თარიღის შესაბამისად.

4.3 მომსახურების მიწოდებასთან ერთად, მომსახურების გამწევი – მომსახურების მიმღებს გადასცემს სწავლისთვის აუცილებელ ყველა საჭირო მასალას.

4.4 მომსახურების მიმღებს უფლება აქვს მოსთხოვოს მომსახურების გამწევს გაცდენილი საათების გონივრულ ვადაში ანაზღაურება, თუ ეს გამოწვეულია მომსახურების გამწევის მიზეზის გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში, დანართი 1/ინვოისით დადგენილი გადასახდელი თანხის შესაბამისად კორექცია.

4.5 მხარეები თანხმდებიან, რომ მომსახურების გამწევის მიზეზის გამო გაცდენილი საათების ანაზღაურება მოხდეს ერთობლივად შეთანხმებული განრიგით. გაცდენილი საათების ანაზღაურების ადგილად განისაზღვრება ამავე ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განსაზღვრული მისამართი, ან/და ონლაინ სესია.

 

მუხლი 5: მომსახურების ღირებულება და ანგარიშწორების წესი

 

5.1 მომსახურების მიმღები ვალდებულია მიიღოს მომსახურება და გადაიხადოს მისი ღირებულება წინსწრებით, საბანკო გადარიცხვით.

5.2 კურსის სრული ღირებულების 50% გადახდილი უნდა იქნას კურსის დაწყებამდე 1 დღით ადრე, ხოლო შემდეგი 50% – გადახდა ხდება 1 თვის შემდეგ.

5.3 მომსახურების ფასი განისაზღვრება ყოველი კონკრეტული კურსის არჩევის შესაბამისად, რაც მითითებულია დანართი #1 / ინვოისში.

 

მუხლი 6: განსაკუთრებული პირობები

 

6.1 მომსახურების გამწევი უფლებამოსილია მომსახურების მიმღებს არ აუნაზღაუროს გაცდენილი საათები, თუ მომსახურების მიმღები საკუთარი სურვილით არ გამოცხადდება გრაფიკით განსაზღვრულ, გეგმიურ გაკვეთილზე.

6.2 მომსახურების მიმღების მიზეზით გაცდენილი საათები, ან/და სასწავლო კურსის დასრულებამდე, დროზე ადრე გასვლა სასწავლო პროცესიდან, არ ათავისუფლებს მომსახურების მიმღებს დარჩენილი თანხის გადახდისგან.

6.3 სასწავლო ცენტრი სერთიფიკატს გასცემს B1 დონიდან, იმ შემთხვევაში თუ „მომსახურების მიმღები“ წარმატებით ჩააბარებს შესაბამისი დონის ტესტს.

6.4 იმ შემთხვევაში თუ „მომსახურების მიმღები“ ვერ ჩააბარებს შესაბამისი დონის ტესტს, მას აქვს უფლება გადააბაროს ტესტი 7 დღის განმავლობაში.

6.5 თუ მომსახურების მიმღები მეორე ჯერზეც ვერ ჩააბარებს იგივე დონის ტესტს წარმატებით, სასწავლო ცენტრი იტოვებს უფლებას არ გასცეს ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი და არ გადაიყვანოს მომსახურების მიმღები შემდეგ დონეზე.

6.6 სასწავლო ცენტრი ისვენებს ყველა ეროვნულ დღესასწაულზე. რისი მიხედვითაც გაცდენილი გაკვეთილები, სასწავლო ცენტრის მიერ ანაზღაურდება თვის განმავლობაში ზედმეტად ჩატარებული გაკვეთილის ხარჯზე.

6.7 ფორსმაჟორული სიტუაციის დროს, სასწავლო ცენტრი იტოვებს უფლებას ჩაანაცვლოს არსებული პედაგოგი ან/და გადაიყვანოს მომსახურების მიმღები მისი ცოდნისა და ასაკის შესაბამის ჯგუფში, რათა მოახდინოს სრულფასოვანი სერვისის მიწოდება, ბალანსზე არსებული თანხის შესაბამისად.

 

მუხლი 7: ხელშეკრულების ვადა, შეცვლის და შეწყვეტის წესი

 

7.1 ხელშეკრულების პირობები შეიძლება შეიცვალოს მხარეთა დამატებითი ორმხრივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.

7.2 მომსახურების გამწევი უფლებამოსილია მომსახურების მიმღებს არ გაუწიოს მომსახურება და ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მომსახურების მიმღების მიერ გადასახდელი დავალიანება გადახდილი არ არის ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5.2 პუნქტის მიხედვით.

7.3 ნებისმიერი მიზეზის გამო, მომსახურების მიმღების მხრიდან ხელშეკრულების დროზე ადრე შეწყვეტა, მომსახურების მიმღებს არ ათავისუფლებს ინვოისის ჯამური თანხის გადახდისგან.

7.4 ხელშეკრულების ხანგრლივობა განისაზღვრება შერჩეული სასწავლო კურსის ხანგრძლივობის მიხედვით.

7.5 ხელშეკრულების დასრულების თარიღი: _____

 

მუხლი 8: დასკვნითი დებულებები

 

8.1 ამ ხელშეკრულებაზე ხელისმომწერი მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების ყველა პუნქტი და პირობა, გაგებულია მათ მიერ სწორად და ეთანხმებიან მათ.

8.2 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორ ეგზემპლარად ყოველი მხარისათვის ცალ-ცალკე. ორივე ეგზემპლიარს გააჩნია ერთნაირი იურიდიული ძალა.

 

მუხლი 9: ჯგუფში სამუშაო წესები, კურსის მიზნის წარმატებით მიღწევისთვის

 

9.1  გაკვეთილი იწყება და სრულდება ზუსტად განსაზღვრულ დროს. არ ვაგვიანებთ;

9.2  ჯგუფის ყველა წევრი პატივს ვცემთ ერთმანეთს;

9.3  ჯგუფში ყველა წევრი თანაბარია, მიუხედავათ მისი სქესის, ასაკისა, რელიგიის და წარმომავლობისა;

9.4  ჩვენ არ განვსჯით, არ განვიკითხავთ, არ ვაკნინებთ ჯგუფის წევრების მოსაზრებას ან/და არგუმენტებს. ჩვენი მიზანია ვისწავლოთ უცხო ენა;

9.5  დავიცვათ საუბრის რეგლამენტი; რიგითობა; მოვუსმინოთ და არ შევაწყვეტინოთ საუბარი ერთმანეთს;

9.6  სასწავლო პროცესში არ განვიხილავთ გაკვეთილის თემატიკის გარეთ, რომელიმე საკითხს. მივყვებით მკაცრად განსაზღვრულ გაკვეთილის ჩარჩოს;

9.7  გაკვეთილზე არ ვსაუბრობთ ქართულად. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, პედაგოგი განმარტავს უცხო სიტყვას ქართულად;

9.8  მხოლოდ განსაკუთრებულ შემთვევებში ვიყენებთ მობილურ ტელეფონს. ვსაუბრობთ აუდიტორიის გარეთ;

9.10  ონლაინ გაკვეთილის დროს გამოიყენეთ მოწესრიგებული კომპიუტერი, მიკროფონი და ვებ კამერა;

9.11  დაიცავით რეგლამენტი და სიჩუმე. აუცილებელია ვებ კამერის ჩართვა.

9.12  აღნიშული წესების დაცვა, სავალდებულო და აუცილებელია ჯგუფის ყველა წევრისთვის.

 

მუხლი 10: მხარეთა ხელმოწერები

 

        • მომსახურების გამწევი: __
        • მომსახურების მიმღები: __
0
    0
    კალათა
    თქვენი კალათა ცარიელიაკურსებში დაბრუნება