სფიქაფის ინგლისურენოვანი ბანაკი ცემში

თეგები

სფიქაფის ინგლისურენოვანი ბანაკი ცემში

საზაფხულო ინგლისურენოვანი ბანაკი SpeakUp English Camp შექმნილია იმისთვის, რომ მოზარდებმა ინგლისური ენა რეალურ, უცხოენოვან გარემოში გააუმჯობესონ, სრულად წარმოაჩინონ საკუთარი ცოდნა და საბოლოოდ გადალახონ საუბრის ბარიერი.

 

7-დღიანი ინტენსიური, სახალისო და ინტერაქციული ვორქშოფების მეშვეობით მონაწილეები ჩაერთვებიან დისკუსიებში, გუნდურ აქტივობებში, პრეზენტაციებსა და პრაქტიკულ დავალებებში, რაც მათ დაეხმარება გახდნენ უფრო თავდაჯერებული და თავისუფალი კომუნიკატორები.

 

ბანაკის ლოკაცია: ბორჯომის მუნიციპალიტეტი, სოფ. ცემი, სასტუმრო მთის კურორტი “განთიადი”

რა არის საზაფხულო ბანაკის მიზანი?

სფიქაფის საზაფხულო ბანაკის მიზანი არამხოლოდ ენობრივი განვითარება არის, არამედ ჩვენ მოზარდებს ვთავაზობთ ისეთ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელსაც ხშირად ვერ უზრუნველყოფს არსებული (უკვე მოძველებული) საგანმანათლებლო სისტემა — საჯარო თუ კერძო სკოლაში.

 

ბანაკის პროგრამა ორიენტირებულია კრიტიკული აზროვნების, ლიდერობის, გუნდური მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებაზე.

 

მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე მონაწილეები გამოიმუშავებენ მნიშვნელოვან მმართველობით და პიროვნულ უნარ-ჩვევებს, რაც მათ დაეხმარება პროფესიის სწორად შერჩევაში, მომავალში დასაქმების ბაზარზე წარმატებით შესვლასა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში.

ვისთვის არის საზაფხულო ინგლისურენოვანი ბანაკი?

საზაფხულო ბანაკში რეგისტრაცია შეუძლიათ 9–16 წლის მოზარდებს, რომლებიც ინგლისურ ენას ფლობენ საკომუნიკაციო დონეზე (A2-B1) და მზად არიან ბანაკის პროგრამაში აქტიური ჩართულობისთვის.

 

მონაწილეთა შერჩევა ხორციელდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე, რომლის მიზანია თითოეული კანდიდატის ინგლისური ენის ცოდნის ზუსტი დონის განსაზღვრა და შესაბამის ჯგუფში გადანაწილება, რათა თითოეულმა მონაწილემ მაქსიმალური შედეგი მიიღოს.

 

ბანაკში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია — პროგრამა გათვლილია მაქსიმუმ 80-100 სტუდენტზე, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან, ინდივიდუალურ მიდგომასა და ეფექტურ სასწავლო პროცესს.

რას ვისწავლით პროექტის ფარგლებში?

პროექტის ხანგრძლივობაა 7 დღე — თითოეული დღე დეტალურად, სტრუქტურულად და მიზნობრივად არის დაგეგმილი, კონკრეტული სასწავლო და განვითარების ამოცანებით. პროგრამა აგებულია ისე, რომ ყოველ დღეს ჰქონდეს საკუთარი თემა, ფოკუსი და შედეგი, რაც მონაწილეებს ეტაპობრივად მიიყვანს უფრო მაღალ ენობრივ და პიროვნულ დონემდე.

 

ინგლისური ენის ინტენსიური გაკვეთილების გარდა, დღის განრიგი დატვირთულია მრავალფეროვანი და დინამიკური აქტივობებით: ენერჯაიზერები და აისბრეიკერები, თემატური დისკუსიები, დებატები, როლური თამაშები, სიმულაციური ქეისები, გუნდური გამოწვევები, პროექტებზე მუშაობა, კრეატიული პრეზენტაციები, ფილმების ჩვენება და შემდგომი ანალიზი, საჯარო გამოსვლების პრაქტიკა, ვიქტორინები, ინტელექტუალური და სპორტული თამაშები.

 

მონაწილეები იმუშავებენ როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდებში, განავითარებენ კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემების გადაჭრის უნარს, ეფექტურ კომუნიკაციასა და ლიდერულ თვისებებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრაქტიკულ გამოყენებას — მონაწილეები ყოველდღიურად გამოიყენებენ ინგლისურ ენას რეალურ და ინტერაქციულ გარემოში.

 

გარდა ამისა, დაგეგმილია მრავალფეროვანი, ინტერაქციული ტრენინგები და ვორქშოფები სრულად ინგლისურ ენაზე, რომლებიც მოიცავს დებატებს, ქეისების განხილვას, სიმულაციურ თამაშებს, კრეატიულ პროექტებსა და რეალურ სცენარებზე დაფუძნებულ აქტივობებს. ჩვენი მიზანია, თითოეულმა მონაწილემ არა მხოლოდ გაიუმჯობესოს ენობრივი უნარები, არამედ შეიძინოს პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც დაეხმარება მომავალში წარმატებული და თავდაჯერებული ლიდერის ჩამოყალიბებაში.

 

პროექტის განმავლობაში ჩვენ სრულად ვუზრუნველყოფთ ყველა საჭირო სასწავლო მასალას, სამუშაო რვეულებს, ვიზუალურ და ციფრულ რესურსებს, პრეზენტაციისთვის საჭირო ტექნიკურ აღჭურვილობასა და დამატებით საგანმანათლებლო მასალებს, რათა თითოეულმა მონაწილემ მიიღოს ხარისხიანი, სრულყოფილი და შედეგზე ორიენტირებული გამოცდილება.

როდის უნდა დავრეგისტრირდე?

საზაფხულო ბანაკზე რეგისტრაცია იწყება ბანაკის დაწყებამდე მინიმუმ 3 თვით ადრე. რადგან ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, გირჩევთ რეგისტრაცია გაიაროთ რაც შეიძლება მალე.

 

მონაწილეობის დასადასტურებლად, აუცილებელია თანხის წინასწარი გადახდა. რეგისტრაცია ჩაითვლება დასრულებულად მხოლოდ წინასწარი ანგარიშსწორების შემდეგ, რის საფუძველზეც კანდიდატი ოფიციალურად მიიღებს ბანაკის მონაწილის სტატუსს.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ადგილები ივსება რეგისტრაციის თარიღისა და გადახდის თანმიმდევრობის მიხედვით.

რა არის მოსწავლის მხრიდან საჭირო, ბანაკში წამოსასვლელად?

ბანაკში მონაწილეობისათვის მოსწავლის მხრიდან საჭიროა მხოლოდ პირადი ჰიგიენის ნივთები და შესაბამისი რაოდენობის ტანსაცმელი, გათვლილი 7-დღიან ვიზიტზე და ამინდის პირობებზე. (ივნისში მთის კურორტ განთიადში, საკმაოდ გრილა. აუცილებელია თბილი ტანსაცმელიც)

 

წასვლამდე 1 კვირით ადრე, გთხოვთ დამატებით წარმოადგინეთ:

 

      • ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა;
      • დაბადების მოწმობის ასლი.

 

ყველა სხვა სასწავლო მასალასა და ორგანიზაციულ დეტალს უზრუნველყოფს ბანაკის ადმინისტრაცია, რათა მონაწილეებმა სრულად შეძლონ კონცენტრირება სწავლასა და საინტერესო აქტივობებზე.

როგორ ხდება მოსწავლეთა ბანაკში ტრანსპორტირება?

ბანაკის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომფორტული ავტობუსი, რომელიც ტექნიკურად სრულად გამართულია, სუფთა და მოწესრიგებული. სატრანსპორტო საშუალება სრულად აკმაყოფილებს მოქმედ უსაფრთხოების რეგულაციებსა და სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს მონაწილეთა უსაფრთხო და მშვიდ მგზავრობას.

 

გამგზავრება ორგანიზებულია თბილისიდან. რეგიონებიდან დაინტერესების შემთხვევაში, საჭირო რაოდენობის მსურველთა რეგისტრაციის საფუძველზე, შესაძლებელია დამატებითი ტრანსპორტირების ორგანიზება ქუთაისიდან ან/და ბათუმიდან.

როგორია ბანაკში კვების სისტემა?

ბანაკში უზრუნველყოფილია სამჯერადი ჯანსაღი კვება, რომელიც მზადდება ჰასპის (HACCP) სტანდარტების შესაბამისად. მენიუში წარმოდგენილია ბოსტნეული, ხილი, ხორცეული, რძის ნაწარმი, თევზი და სხვა სასარგებლო პროდუქტები, ასევე ნატურალური წვენები. კვების სისტემა შემუშავებულია ისე, რომ სრულად აკმაყოფილებდეს ბავშვების კვებით საჭიროებებს და ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას. ნახეთ მენიუ.

რა არის პროგრამის ღირებულება?

საზაფხულო ბანაკის სრული ღირებულება არის 1 390 ლარი, რაც მოიცავს:

 

      • ორმხრივ ტრანსპორტირებას: თბილისი > ცემი > თბილისი.
      • განთავსებას სასტუმროში 7 ღამის განმავლობაში;
      • უმაღლესი ხარისხის სამჯერად კვებას;
      • ინგლისურის ინტენსიურ გაკვეთილებს;
      • საგანმანათლებლო ტრენინგებს და ვორქშოფებს;
      • სპეციალურ გასართობ და ინტერაქციულ აქტივობებს.

 

აღსანიშნავია, რომ ფასში შედის ყველა საჭირო ინვენტარი პროგრამის განმავლობაში: საკანცელარიო ნივთები;  ბრენდირებული მაისურები; რეკვიზიტები თამაშებისა და აქტივობებისთვის; სერთიფიკატები; ფოტო – ვიდეო მასალა, რომელიც აიტვირთება გაზიარებულ დრაივზე და ხელმისაწვდომი იქნება 1 თვის განმავლობაში.

როგორია სამედიცინო მომსახურება ბანაკში?

ბანაკში 24 საათიანი სამედიცინო მომსახურება იქნება უზრუნველყოფილი. მთელი პროგრამის განმავლობაში მონაწილეებს საჭიროებისამებრ დაეხმარება კვალიფიცირებული სამედიცინო წარმომადგენელი, რომელიც მზად იქნება სწრაფი და უსაფრთხო დახმარება გაუწიოს ბანაკის მონაწილეებს.

რამდენად უსაფრთხოა ბანაკის გარემო?

ბანაკში უზრუნველყოფილია მაქსიმალურად უსაფრთხო, შემოსაზღვრული და კონტროლირებადი გარემო. მონაწილეებს 24 საათის განმავლობაში ჰყავთ პასუხისმგებელი მეთვალყურეები.

 

ბანაკის ტერიტორია დაცულია და ყველა აქტივობა მიმდინარეობს კონტროლირებად სივრცეში, რაც უზრუნველყოფს რომ ბავშვები იყვნენ უსაფრთხოდ. ჩვენი გუნდის პრიორიტეტი თითოეული მონაწილის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობაა.

ჩვენთან სწავლა არის

0
    0
    კალათა
    თქვენი კალათა ცარიელიაკურსებში დაბრუნება

      სახელი, გვარი
      პირადი ნომერი
      ტელეფონის ნომერი
      ასაკი
      აქტიური ელ-ფოსტა

      მშობლის სახელი და გვარი (არასრულწლოვნის შემთხვევაში)
      დაამატეთ კომენტარი