ჩვენ, სფიქაფი – უცხო ენის ცენტრი ვაცხადებთ, რომ:
- დავიცავთ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას;
- არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს უკანონოდ;
- თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მოგაწვდით სრულ და დეტალურ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით
როგორ გიცავთ კანონი
თქვენი უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობითა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტით (GDPR//UK GDPR). თქვენ უფლება გაქვთ, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
თქვენს პერსონალურ მონაცემებს დავამუშავებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
- გაცხადებული გაქვთ თანხმობა მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ჩვენს შორის დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, ან თქვენი მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
- მონაცემთა დამუშავება საჭიროა კანონმდებლობით/რეგულაციებით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
- კანონის თანახმად, თქვენი მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია, ან თუ თქვენი მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადეთ;
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია თქვენი განცხადების განსახილველად (მომსახურების გასაწევად), ან/და
- მონაცემთა დამუშავება ეფუძნება კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.
- არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემებს ვამუშავებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.