საზაფხულო ინგლისურენოვანი ბანაკის “Leadership in Engish Camp” მიზანია მოზარდების (თინეიჯერების) ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესება უცხოენოვან გარემოში. ასევე, მათი უცხო ენის ცოდნის მაქსიმალური გამოვლენა და საუბრის კომპლექსის მოხსნა 7 დღიანი სახალისო და ინტიერაქციული ვორქშოფების მეშვეობით.
ასევე, ჩვენი მიზანია მოზარდებს მივაწოდოთ, ისეთი ინფორმაცია რასაც ვერ სთავაზობს მას განათლების დღევანდილი სისტემა – საჯარო თუ კერძო სკოლაში. ასევე, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ბანაკის მონაწილეებმა გამოიმუშავონ საჭირო მენეჯერეული უნარჩვევები და გაუმარტივდეთ პროფესიის შერჩევა და შემდგომში დასაქმებს ბაზარზე შესვლა და წარმატების მიღწევა.
ვისთვის არის ბანაკი?
ბანაკში დარეგისტრირება შეუძლიათ 10-16 წლის მოზარდებს, რომლებიც უცხო (ინგლისური / რუსული) ენას ფლობენ მინიმუმ B1 დონეზე. მსურველთა შერჩევა ხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე, რომლის მიზანიც არის დაადგინოს სტუდენტის ცოდნის ზუსტი დონე. ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და შეადგენს მაქსიმუმ 100-110 სტუდენტს.
ვინ არიან პროგრამის მენტორები?
7 დღის განმავლობაში, მოზარდებს უხელმძღვანელებს ჩვენი სასწავლო ცენტრის სერთიფიცირებული, მაღალკვალიფიციური პედაგოგები. რომლებსაც გააჩნიათ სწავლებისა და ჯგუფის მართვის რამდენიმე წლიანი გამოცდილება.
მოწვეული ქართველი და უცხოელი ტრენერები ისაუბრებენ ლიდერობის, საჯარო გამოსვლის, ეფექტური პრეზენტაციების, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის შესახებ.
სპეციალურად მოწვეული სტუმარები ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, გაუზიარებენ მონაწილეებს თავიანთ გამოცდილებას, საერთაშორისო განათლების შესახებ.
სად ჩატარდება ვორქშოფები?
ბანაკის მოწყობის ადგილად შერჩეულია ულამაზესი ადგილი ცემში, კერძოდ სასტუმრო “განთიადი”. რომელიც გამოირჩევა ლამაზი ინტერიერით, მოწესრიგებული ოთახებით და სხვა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურითა და ტექნიკური აღჭურვილობით, რომელიც საჭიროა ეფექტური გაკვეთილებისა და აქტივობების ჩასატარებლად. სასტუმროს შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე: მთის კურორტი “განთიადი” ცემში.
რას ვისწავლით პროექტის ფარგლებში?
პროექტის ხანგრძლივობაა 7 დღე. ყოველი დღე ზუსტად და მიზნობრივად არის დაგეგმილი და გააჩნია თავისი მიზანი. გარდა ინგლისური ენის გაკვეთილებისა, დღის განრიგშია ენერჯაიზერები, ფილმების ჩვენება, პრეზენტაციები, თამაშები და სხვა აქტივობები. ნახეთ ზუსტი სილაბუსი ქვემოთ. პროექტის განმავლობაში ჩვენ ვუზრუნველყოფთ ყველა საჭირო სასწავლო მასალას და რესურსებს მოსწავლეებისთვის.
როდის უნდა დავრეგისტრირდე, იმისთვის რომ მოვხვდე ბანაკში?
საზაფხულო ბანაკში რეგისტრაცია იწყება, 2 თვით ადრე. ამასთანავე, აუცილებელია წინასწარი ანგარიშსწორება. რის შემდეგაც, მსურველი ჩაითვლება ბანაკის მონაწილედ.
რა არის მოსწავლის მხრიდან საჭირო, ბანაკში წამოსასვლელად?
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება 7 დღით. მოსწავლის მხრიდან საჭიროა მხოლოდ პირადი ჰიგიენის ნივთები და საჭირო რაოდენობის ტანსაცმელი.
როგორ ხდება მოსწავლეთა ტრანსპორტირება?
სატრანპორტო საშუალება – მინი ავტობუსი, რომლითაც ვმგზავრობთ, ტექნიკურად არის სრულიად გამართული, სუფთა, მოწესრიგებული და არსებული რეგულაციების მიხედვით, აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს. ტრანსპორტირება ხდება თბილისიდან. იმ შემთხვევაში, თუ მსურველთა საჭირო რაოდენობა მოგროვდება რეგიონებიდან, შესაძლებელია დავამატოთ ტრანსპორტირება ქუთაისიდან.
რა შედის პროგრამის ღირებულებაში?
პროგრამის ღირებულებაში შედის ორმხრივი ტრანსპორტირება, სასტუმროში განთავსება 6 ღამით, სამჯერადი კვება, ინგლისურის ინტენსიური გაკვეთილები, საგანმანათლებლო ტრენინგები და სპეციალური გასართობი აქტივობები. გარდა ამისა, ღირებულება მოიცავს ყველა საჭირო ინვენტარს, (მაგ: საკანცელარიო ნივთები, ბრენდირებული მაისურები, რეკვიზიტები თამაშებისთვის, სერთიფიკატები და ა.შ.) რომელიც დაგვჭირდება პროგრამის განმავლობაში. ამასთანავე, გადავიღებთ უამრავ სამახსოვო ფოტოს და ვიდეოს.
დღის განრიგი - 7 დღის განმავლობაში
- 08:00 – 09:00 დილის შეკრება, ვარჯიში, ენერჯაიზერები;
- 09:00 – 10:00 დილის საუზმე;
- 10:15 – 11:15 English Lessons / Express Yourself / A2-B2;
- 11:30 – 12:45 სასწავლო გასართობი თამაში, ინტერაქცია;
- 13:00 – 14:00 სადილი;
- 14:15 – 15:15 ტრენინგი / მასტერკლასი;
- 15:30 – 17:00 თამაში ლიდერობაზე და გუნდურ მუშაობაზე, ინტერაქცია, შეჯიბრი;
- 17:00 – 18:00. თავისუფალი საათი (მომზადება TEDx თვის);
- 18:00 – 19:00 ვახშამი;
- 19:15 – 21:00 კინოჩვენება / განხილვა / დებატები;
- 21:00 – 22:30 კარაოკე, სამაგიდო თამაშები; გართობის საათი;
- 23:00 – 08:00 ძილი
გადმოწერე პრეზენტაცია