როგორ ვასწავლით ინგლისურს ბავშვებს

როგორ ვასწავლით ინგლისურს ბავშვებს

ბავშვებისთვის უცხო ენის შესწავლა ხშირად რთული ამოცანაა. ხდება ხოლმე, რომ სწავლის საწყის ეტაპზე ჩნდება ბარიერები:

  • ბავშვები ვერ ერთვებიან ახალ ჯგუფში;
  • მორცხვობენ და ერიდებათ საუბარი, რადგან ეშინიათ შეცდომის;
  • უჭირთ კონცენტრაცია და სწრაფად კარგავენ ინტერესს;
  • ფიქრობენ, რომ სწავლა მოსაწყენი და დამღლელია.

 

სწორედ ამიტომ შევქმენით SpeakUp-ის საბავშვო ინგლისურის კურსი, რომელიც დამყარებულია ჩვენი გუნდის მიერ შემუშავებულ უნიკალურ მეთოდზე. ეს მეთოდი აერთიანებს სასაუბრო ინგლისურს, ზოგად ინგლისურს და ინტერაქტიულ აქტივობებს, რის შედეგადაც ბავშვებისთვის ინგლისურის სწავლა ხდება მარტივი, სახალისო და ინტერაქტიული.

 

 

რატომ SpeakUp?

 

ჩვენი უცხო ენის ცენტრი ბავშვებს სთავაზობს გარემოს, სადაც ისინი არამხოლოდ სწავლობენ ინგლისურს, არამედ:

  • თამაშითა და პროექტებით იძენენ ცოდნას;
  • სწრაფად ეგუებიან ჯგუფს და მეგობრობას ამყარებენ თანატოლებთან;
  • თავისუფლდებიან საუბრის კომპლექსისგან და თავდაჯერებულად იწყებენ საუბარს ინგლისურად;
  • სწავლობენ ეფექტურ კომუნიკაციას ყოველდღიური ცხოვრებისთვის.

 

 

ჩვენი კორპორატიული კულტურა ქმნის უსაფრთხო გარემოს მოსწავლეებისთვის.

 

SpeakUp-ის ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ გაკვეთილებზე ვქმნით უსაფრთხო და თანასწორუფლებიან გარემოს. ეს ეფუძნება ჩვენს წესებს:

  1. ყველა ბავშვი თანაბარია და პატივს სცემს ერთმანეთს;
  2. არავინ განიკითხავს ან აკნინებს სხვის აზრს – მიზანი მხოლოდ ახალი ენის შესწავლაა;
    ვუსმენთ ერთმანეთს და ვიცავთ საუბრის რიგითობას;
  3. გაკვეთილზე ვსაუბრობთ მხოლოდ ინგლისურად და ქართულს ვიყენებთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში;
  4. მკაცრად მივყვებით გაკვეთილის თემას;
  5. ჯგუფში ვართ მიზანზე და შედეგზე ორიენტირებული.

 

ეს წესები ბავშვებს უქმნის უსაფრთხო და მეგობრულ გარემოს, სადაც ისინი თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ აზრს, არ ეშინიათ შეცდომების დაშვების, სწრაფად ერთვებიან ჯგუფში და უკეთ ითვისებენ ინგლისურ ენას.

 

 

მარტივი, სახალისო და ინტერაქტიული სწავლება

 

ჩვენი სასწავლო მიდგომა არ არის ტრადიციული, ერთფეროვანი მეთოდი. SpeakUp-ში ინგლისური ბავშვებისთვის არის გამოცდილება, რომელიც აერთიანებს სწავლასა და თამაშს. ბავშვები ენას სწავლობენ რეალურ სიტუაციებში, ჯგუფურ თამაშებში და ინტერაქტიულ დავალებებში.

 

შედეგად, ისინი სწავლობენ არა მხოლოდ სასაუბრო ინგლისურს, არამედ უყალიბდებათ თავდაჯერებულობა, მოტივაცია და გუნდის წევრებთან თანამშრომლობის უნარი.

 

შემოგვიერთდით SpeakUp-ში საბავშვო ინგლისურის კურსზე და დარწმუნდით, რომ სწავლა ბავშვისთვის შეიძლება იყოს მარტივი, სახალისო და ინტერაქტიული.

 

ჩვენთან სწავლა არის

0
    0
    კალათა
    თქვენი კალათა ცარიელიაკურსებში დაბრუნება

      სახელი, გვარი
      პირადი ნომერი
      ტელეფონის ნომერი
      ასაკი
      აქტიური ელ-ფოსტა

      მშობლის სახელი და გვარი (არასრულწლოვნის შემთხვევაში)
      დაამატეთ კომენტარი

        სახელი, გვარი
        პირადი ნომერი
        ტელეფონის ნომერი 1
        ტელეფონის ნომერი 2
        აქტიური ელ-ფოსტა
        როგორ მოგაწოდოთ წიგნი?

        მიწოდების სრული მისამართი
        დაამატეთ კომენტარი