ახალი სასწავლო სემესტრი 10 სექტემბრიდან

ახალი სასწავლო სემესტრი 10 სექტემბრიდან

მიმდინარე სასწავლო სემესტრი სფიქაფში დასასრულს მიუახლოვდა. ახალ, 2025 -2026 სასწავლო  წელს 10 სექტემბრიდან დავიწყებთ და სრული შემადგენლობით და დიდი შემართებით გელოდებით, რათა ერთად ვისწავლოთ უცხო ენა – მარტივი, სახალისო და ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით.

 

ჩვენი კურსები განკუთვნილია როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის. სწავლას ვიწყებთ ნულოვანი დონიდან და ვასრულებთ აკადემიური დონით, როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ გაკვეთილებით. 

 

ინგლისურის, რუსულის და ქართული ენის კურსებზე მიღება 6 წლის ასაკიდან ხდება და ზედა ზღვარი შეზღუდული არ არის.  მთავარია მოსწავლის მონდომება, მოტივაცია და სწავლის სურვილი. ჩვენ ყველა რესურსი გვაქვს იმისთვის, რათა თქვენთვის სწავლის პროცესი იყოს სასიამოვნო და პროდუქტიული. 

 

სასწავლო პროცესში ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ ენერჯაიზერებს, მხიარულ და შემეცნებით თამაშებს, ვუსმენთ მუსიკას, ვმღერით და ვუყურებთ პროგრამის შესატყვის ვიდეოებს. სწორედ ამიტომ, დასახულ მიზანს – უმოკლეს დროში ვისწავლოთ უცხო ენა, წარმატებით ვაღწევთ.

 

თუ გსურთ, რომ შემოგვიერთდეთ 10 სექტემბრიდან, რეგისტრაცია უნდა გაიაროთ არაუგვიანეს 25 აგვისტოსა. რადგან, შემდეგ უკვე ვიწყებთ რეგისტრირებულ მსურველებთან გასაუბრების პროცესს და ჯგუფების დაკომპლექტებას. ჯგუფები ძალიან სწრაფად ივსება და დიდია რისკი იმისა, დაკარგოთ საუკეთესო შანსი, ისწავლოთ უცხო ენა მხიარულ, პოზიტიურ და მაღალკვალიფიციურ პედაგოგებთან ერთად.

 

ჩვენს პორტფელშია ათზე მეტი სასწავლო კურსი, რომელიც მორგებულია სტუდენტის კონკრეტულ საჭიროებებზე. თითოეული კურსის სილაბუსი და ფასი იხილეთ ბმულზე – ჩვენი კურსები.

 

რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. შემოგვიერთდით დღესვე.

0
    0
    კალათა
    თქვენი კალათა ცარიელიაკურსებში დაბრუნება

      სახელი, გვარი
      პირადი ნომერი
      ტელეფონის ნომერი 1
      ტელეფონის ნომერი 2
      აქტიური ელ-ფოსტა
      როგორ მოგაწოდოთ წიგნი?

      მიწოდების სრული მისამართი
      დაამატეთ კომენტარი