ზოგადი ინგლისური

ზოგადი ინგლისური

  • დონეების რ-ბა: 4 დონე;
  • ერთი დონის ხანგძლივობა: 2 თვე
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა: 90 წუთი;
  • სტუდენტების რ-ბა ჯგუფში: მაქსიმუმ 8 მსმენელი;
  • განრიგები: შეთანხმებადია;
  • ფასი: მოცემულია 1 თვისთვის [12 გაკვეთილი]
  • For Georgian citizens only.

ფასის დიაპაზონი

Price range: 220,00 ₾ through 420,00 ₾

კურსის პარამეტრები

Clear

კურსის აღწერა

კურსი განკუთვნილია ისეთი მოსწავლეებისთვის, რომლებიც უკვე ახერხებენ ინგლისურად საუბარს, ერკვევიან გრამატიკაში, აქვთ მდიდარი ლექსიკა და სურთ მიიღონ ზოგადი განათლება ინგლისურ ენაზე. საინტერესო საკითხავი და სპეციალურად შექმნილი აქტივობები ეხმარება სტუდენტებს კითხვითი უნარების განვითარებაში და ლექსიკის გამდიდრებაში. მოსწავლეები ეუფლებიან საჭირო ლექსიკას და ამასთანავე იუმჯობესებენ კრიტიკული აზროვნების უნარებს.

კურსის მიზანი

კურსის მიზანია მსმენელის ზოგადი ლექსიკის გაუმჯობესება, დისკუსიის, ინტერპერსონალური კომუნიკაციისა და დამაჯერებელი მსჯელობის უნარი. ზოგადი ინგლისური ენის შესწავლის მიზანია დაეხმაროს ადამიანებს ყოველდღიურ სიტუაციებში ეფექტურად კომუნიკაციაში.

 

ძირითადი მიზეზები, თუ რატომ უნდა ისწავლოთ ზოგადი ინგლისური:

 

        1. კომუნიკაციის გაუმჯობესება: ზოგადი ინგლისურის სწავლა ეხმარება ადამიანებს ისაუბრონ, წაიკითხონ, წერონ და გაიგონ ენა, რაც ამარტივებს სხვებთან საუბარს ყოველდღიურ ცხოვრებაში, სამსახურში ან მოგზაურობისას.
        2. თავდაჯერებულობა: ის აძლევს ადამიანებს თავდაჯერებას, რომ გამოიყენონ ინგლისური სოციალურ სიტუაციებში, იქნება ეს საუბარი, მიმართულებების თხოვნა თუ აზრის გამოხატვა.
        3. შესაძლებლობების გაზრდა: ინგლისური ენის ცოდნამ შესაძლოა მოგვცეს მეტი სამუშაოს, განათლებისა და სოციალური კავშირების შესაძლებლობები, რადგან ინგლისურად ფართოდ საუბრობენ მთელ მსოფლიოში.
        4. კულტურის გაგება: ის ეხმარება მოსწავლეებს გაიაზრონ ინგლისურენოვანი კულტურა წიგნების, მედიისა და დიალოგების საშუალებით.

 

ხანგრძლივი პერიოდით სწავლა: ზოგადი ინგლისური ენის სწავლა ასევე ხელს უწყობს სხვა მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას, როგორიცაა პრობლემის გადაჭრა, კრიტიკული აზროვნება და კრეატიულობა, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს ცხოვრების ბევრ სფეროში. საერთო ჯამში, მიზანია მოსწავლეებს მივაწოდოთ ყველა საჭირო მასალა, რასაც ისინი გამოიყენებენ ყოველდღიურ სიტუაციებში.

სილაბუსი

Unit 1 – Mysteries

  • იდუმალი მოვლენები
  • ატლანტიდის ლეგენდა
  • მთვარის საიდუმლოებები

 

Unit 2 – Eating Extremes

  • სწრაფად ჭამა (Speed Eating)
  • ძალიან ცხარე საკვები
  • გემოს მეცნიერება

 

Unit 3 – Cool Jobs

  • არქეოლოგია და წარსულის აღმოჩენა
  • ფოტოგრაფია
  • ცხოველების როლი სამსახურში

 

Unit 4 – Shipwrecks

  • ტიტანიკის აღმოჩენა
  • ოკეანის სიღრმეში ჩასვლა
  • უძველესი გემების ნარჩენები

 

Unit 5 – Science Investigators

  • დაავადებების კვლევა
  • დანაშაულის გამოძიება
  • ვირუსები (გრიპი)

 

Unit 6 – Plants and Trees

  • გარემოს დაცვა
  • მცენარეების როლი პლანეტაზე
  • სახიფათო მცენარეები

 

Unit 7 – Mind’s Eye

  • სიზმრები და მათი მნიშვნელობა
  • წარმოსახვა
  • ძილის დარღვევები (Parasomnia)

 

Unit 8 – Animal Wonders

  • პინგვინების ცხოვრება
  • ცხოველების ემოციები
  • ზღვის უნიკალური ცხოველები (Narwhals)

 

Unit 9 – Building Beauty

  • არქიტექტურული შედევრები
  • ფლორენციის უდიდესი გუმბათი
  • ისტორიული არქიტექტურა

 

Unit 10 – Forces of Nature

  • ექსტრემალური ამინდი
  • უცნაური ბუნებრივი მოვლენები
  • ტორნადოები

 

Unit 11 – Giants of the Past

  • მამონტები
  • ზღვის მონსტრები
  • პრეისტორიული არსებები

 

Unit 12 – Technology

  • რობოტები
  • მომავლის ცხოვრება
  • სოციალური რობოტები

Unit 1 – Amazing Animals

  • ცხოველების ინტელექტი 
  • გადარჩენის სტრატეგიები 
  • ბუნებაში ადაპტაცია 

 

Unit 2 – Travel and Adventure

  • მოგზაურობა 
  • თავგადასავლები 
  • სხვადასხვა კულტურა 

 

Unit 3 – The Power of Music

  • მუსიკის გავლენა 
  • სწავლა მუსიკის დახმარებით 
  • ემოციები 

 

Unit 4 – Into Space

  • კოსმოსი 
  • სიცოცხლე სხვა პლანეტებზე 
  • ტექნოლოგიები 

 

Unit 5 – City Life

  • ქალაქი 
  • ურბანული ცხოვრება 
  • შედარება 

 

Unit 6 – Backyard Discoveries

  • ბუნება 
  • გარემო 
  • აღმოჩენები 

 

Unit 7 – When Dinosaurs Ruled

  • დინოზავრები 
  • მეცნიერება 
  • ისტორია 

 

Unit 8 – Stories and Storytellers

  • ზღაპრები 
  • ისტორიის მოყოლა 
  • კულტურა 

 

Unit 9 – Unusual Jobs

  • პროფესიები 
  • რისკი 
  • კარიერა 

 

Unit 10 – Uncovering the Past

  • ისტორია 
  • არქეოლოგია 
  • ცივილიზაციები 

 

Unit 11 – Plastic Planet

  • ეკოლოგია 
  • გარემოს დაცვა 
  • ჩვევები 

 

Unit 12 – Vanished!

  • მისტერიები 
  • გაუჩინარება 
  • ჰიპოთეზები 

Unit 1 – Food and Health

  • კვება 
  • ჯანმრთელობა 
  • მომავლის საკვები 

 

Unit 2 – Call of the Wild

  • ველური ბუნება 
  • ცხოველები 
  • გადარჩენა 

 

Unit 3 – History Detectives

  • ისტორია 
  • საიდუმლოებები 
  • გამოძიება 

 

Unit 4 – Traditions and Rituals

  • ტრადიციები 
  • კულტურა 
  • რიტუალები 

 

Unit 5 – Finding Wonders

  • საიდუმლოებები 
  • ბუნება 
  • ისტორია 

 

Unit 6 – Reef Encounters

  • ოკეანე 
  • ზღვის ცხოვრება 
  • ეკოსისტემა 

 

Unit 7 – Dollars and Scents

  • ბიზნესი 
  • სუნი 
  • მარკეტინგი 

 

Unit 8 – Great Explorers

  • მოგზაურობა 
  • აღმოჩენები 
  • ისტორიული ფიგურები 

 

Unit 9 – Identity

  • პიროვნება 
  • ტვინი 
  • თვითაღქმა 

 

Unit 10 – Facing Change

  • ცვლილება 
  • ადაპტაცია 
  • გამოწვევები 

 

Unit 11 – Fact or Fake?

  • სიმართლე 
  • ტყუილი 
  • ინფორმაცია 

 

Unit 12 – Going to Extremes

  • ექსტრემალური გამოცდილება 
  • რისკი 
  • ადამიანის შესაძლებლობები 

Unit 1 – Sports and Fitness

  • შენი საყვარელი სპორტი 
  • ჯანსაღი ცხოვრების წესი 
  • სპორტსმენები და მოტივაცია 
  • ოლიმპიური თამაშები 

 

Unit 2 – Skin Deep

  • სილამაზე სხვადასხვა კულტურაში 
  • კანის მოვლა 
  • გარეგნობა  პიროვნების წინააღმდეგ
  • მოდა და თვითგამოხატვა 

 

Unit 3 – Animals in Danger

  • გადაშენების პირას მყოფი ცხოველები 
  • გარემოს დაცვა 
  • ადამიანის გავლენა ბუნებაზე 
  • როგორ დავიცვათ ცხოველები 

 

Unit 4 – Violent Earth

  • ბუნებრივი კატასტროფები 
  • მიწისძვრები და ვულკანები 
  • გადარჩენის ისტორიები 
  • კლიმატის ცვლილება 

 

Unit 5 – Islands and Beaches

  • დასვენება და მოგზაურობა 
  • ეგზოტიკური კუნძულები 
  • ზღვა და ეკოლოგია 
  • ტურიზმის დადებითი და უარყოფითი მხარეები 

 

Unit 6 – Global Addictions

  • ტექნოლოგიაზე დამოკიდებულება 
  • სოციალური მედია 
  • ჯანსაღი და არაჯანსაღი ჩვევები 
  • როგორ დავძლიოთ დამოკიდებულება 

 

Unit 7 – Energy Solutions

  • ენერგიის წყაროები 
  • განახლებადი ენერგია 
  • გარემოს დაცვა 
  • მომავლის ენერგია 

 

Unit 8 – Epic Engineering

  • დიდი ინჟინერული პროექტები 
  • ტექნოლოგიური პროგრესი 
  • ცნობილი ნაგებობები 
  • ინოვაციები 

 

Unit 9 – High-Tech Solutions

  • თანამედროვე ტექნოლოგიები 
  • ხელოვნური ინტელექტი 
  • ვირტუალური რეალობა 
  • ტექნოლოგიის გავლენა ცხოვრებაზე 

 

Unit 10 – All in the Mind

  • ადამიანის ტვინი 
  • აზროვნება და ემოციები 
  • მეხსიერება 
  • ფსიქოლოგია ყოველდღიურ ცხოვრებაში 

 

Unit 11 – Visual Pioneers

  • ხელოვნება და ფოტოგრაფია 
  • ცნობილი მხატვრები 
  • ვიზუალური კომუნიკაცია 
  • კრეატიულობა 

 

Unit 12 – Far Out

  • კოსმოსი 
  • სხვა პლანეტები 
  • ასტრონავტები 
  • მომავალი ტექნოლოგიები 

თითოეული გაკვეთილი მთავრდება საინტერესო, ინტერაქტიული დავალებებით, რაც ეხმარება მოსწავლეებს ახლად ნასწავლი მასალები გამოიყენონ ყოველდღიურ პრაქტიკაში.

კურსის პრომო

ხშირად დასმული შეკითხვები

რა დონეზე უნდა ვფლობდე უცხო ენას, რომ შემოვუერთდე ზოგადი ინგლისურის კურსს?

იმისთვის, რომ შეძლოთ კურსზე დასწრება და ეს კურსი ეფექტური იყოს თქვენთვის, თქვენ აუცილებლად უნდა ფლობდეთ ინგლისურ ენას მინიმუმ B1 დონეზე.

შემიძლია მხოლოდ კურსის 1 დონე გავიარო?

დიახ, რა თქმა უნდა! თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ ზოგადი ინგლისურის კურსის მხოლოდ 1 დონე, რომელიც მოიცავს 24 გაკვეთილს.

რა სახელმძღვანელოებს იყენებთ კურსის განმავლობაში?

ზოგადი ინგლისურის კურსზე, ჩვენ ვიყენებთ CNN -ის ლიცენზირებულ, მაღალი ხარისხის, ილუსტრირებულ ლიტერატურას, რომელიც მომზადებულია დარგის ექსპერტების მიერ.

კურსზე გამოყენებული სახელმძღვანელოები უფასოა თუ ფასიანი?

თუ თქვენ გადაწყვეტთ ისწავლოთ ონლაინ და არ გსურთ წიგნის შეძენა, კურსისთვის საჭირო მასალებს სრულიად უფასოდ გაგიზიარებთ. ხოლო სახელმძღვანელოს ღირებულება გახლავთ 20 ლარი, რომლის შეძენაც შეგიძლიათ ჩვენს სასწავლო ცენტრში, ან წიგნების მაღაზიაში.

კურსზე რეგისტრაციისას თანხა წინასწარ უნდა გადავიხადო?

რა თქმა უნდა არა. თანხას იხდით მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთობლივად შევთანხმდებით სწავლის განრიგზე და თქვენ საბოლოოდ თანახმა იქნებით დაიწყოთ სწავლა შეთანხმებული განრიგით.

როგორ ვიხდი თანხას?

კურსის დასაწყისზე შეთანხმების შემდეგ, კურსის სრული ღირებულების 50% გადახდილი უნდა იქნას კურსის დაწყებამდე 1 დღით ადრე. ხოლო დანარჩენი თანხის ანგარიშსწორება უნდა მოახდინოთ ზუსტად 1 თვეში. თანხის 2 თვეზე განაწილება სრულიად უპროცენტოა და თქვენ არ გიწევთ ბანკში ვიზიტი განვადებისთვის.

გადაწყვეტილების მიღებამდე, შემიძლია დავესწრო საცდელ გაკვეთილს?

დიახ, რა თქმა უნდა. საცდელ გაკვეთილზე დასწრება ხდება ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ, რადგან ჩვენ უნდა დავადგინოთ თქვენი ცოდნის დონე და შემოგთავაზოთ შესაბამისი დონის ჯგუფი. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გაკვეთილი ფასიანია და ღირებულება შეადგენს 40 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ დაიწყოთ სწავლა, გადახდილი თანხა გამოაკლდება სწავლის გადასახადს. 

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი?

დიახ, რა თქმა უნდა. სერთიფიკატი გაიცემა ნებისმიერ კურსზე, B1 დონიდან, იმ შემთხვევაში თუ თქვენ წარმატებით ჩააბარებთ შესაბამისი დონის ტესტს. 

როგორ გავიარო რეგისტრაცია?

კურსზე დასასწრებად გთხოვთ აირჩიეთ კურსის პარამეტრები (ონლაინ, ოფლაინ, ინდივიდუალური, ჯგუფური) და დაამატეთ კურსი კალათაში. შემდეგ გახსენით კალათა და დაასრულეთ რეგისტრაციის პროცესი, უმარტივესი კითხვარის შევსებით. რეგისტრაციის შემდეგ, ჩვენ მალევე დაგიკავშირდებით და დავნიშნავთ თქვენთან ცოდნის დონის განმსაზღვრელ ინტერვიუს, რომელიც სრულიად უფასოა.

ჩვენთან სწავლა არის

0
    0
    კალათა
    თქვენი კალათა ცარიელიაკურსებში დაბრუნება