SpeakUp – სფიქაფი წარმოადგენს უცხო ენის სასწავლო ცენტრს, რომელიც დაარსდა 2016 წელს. ჩვენი მიზანია მარტივად, ხალისიანად და ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით შევასწავლოთ ინგლისური ენა მსმენელს. გავაცნოთ მათ ყოველდღიური სასაუბრო და ლიტერატურული ენის კულტურა. ასევე, ავამაღლოთ მოსწავლის საბაზისო ცოდნა, გარკვეულ დონემდე.
ჩვენს სასწავლო ცენტრში დაგხვდებათ ყველა ის პირობა და სასწავლო ლიტერატურა, რომელიც კომფორტს შეგიქმნით უცხო ენის სწავლის პროცესში. გაკვეთილზე, დრო ძალიან სწრაფად გადის.
ცენტრი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, სერთიფიცირებული პედაგოგებით, რომლებსაც გააჩნიათ სწავლების დიდი გამოცდილება. ისინი საუბრობენ უცხო ენაზე ისე, როგორც მშობლიურ ენაზე.
ჩვენი სასწავლო ცენტრი მდებარეობს ქ. თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ და ადვილად მისადგომ რაიონში – დიღმის მასივი, რომელიც გარშემორტყმულია ულამაზესი მარადმწვანე ხეივნით და ტყეპარკით.
მოსწავლე
პედაგოგი
კორპორატიული
კლიენტი
კურსდამთავრებული
სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი
მმართველი პარტნიორი
პედაგოგი
პედაგოგი
პედაგოგი
პედაგოგი
პედაგოგი
პედაგოგი
პედაგოგი
პედაგოგი
ჩვენ ვენდობით ერთმანეთს;
ვაღიარებთ და პატივს ვცემთ ერთმანეთს;
ვიცავთ შეთანხმებულ სტანდარტებს.
საქმის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება;
საჭირო კომპეტენციები და უნარ-ჩვევები;
ემოციური მდგრადობა ნებისმიერი ტიპის ჯგუფში;
ჩვენ ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან;
ვიაზრებთ საერთო პასუხისმგებლობას;
ვიღებთ რჩევებს და რეკომენდაციებს.
ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ და ვასწავლით;
ვაუმჯობესებთ პერსონალურ უნარ-ჩვევებს;
ვისახავთ მიზნებს და ვაღწევთ მას.
ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვმეგობრობთ სტუდენტებთან;
ვიღებთ ობიექტურ უკუკავშირს;
ერთად ვაფასებთ მიღწეულ შედეგებს.
ჩვენ მოხარული ვიქნებით თუ გაგვიზიარებთ თქვენს გულწრფელ და კონსტრუქციულ უკუკავშირს, პედაგოგთან, საგაკვეთილო პროცესთან და მიღწეულ შედეგთან დაკავშირებით. თქვენი შეფასება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მუდმივად ვზრუნავთ გავაუმჯობესოთ მომსახურებისა და სწავლის ხარისხი.

ჩვენთან სწავლა არის