ნინი წივწივაძე – ის არის ინგლისური ენის სერთიფიცირებული, მოქმედი პედაგოგი. მან დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტი და აქვს მაგისტრის ხარისხი ამერიკათმცოდნეობის მიმართულებით.
მას გავლილი აქვს შავი ზღვის უნივერსიტეტის, მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამა, და მენიჭებული აქვს უფროსი ინგლისური ენის მასწავლებლის სტატუსი. ნინის არამხოლოდ ინგლისურის სწავლების, არამედ თარგმანის განხრითაც აქვს გამოცდილება.
ის ორ წელზე მეტია მუშაობს ჩვენს სასწავლო ცენტრში ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე და უძღვება ცენტრში არსებულ ყველა სასწავლო ინგლისურენოვან პროგრამას როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის.
ნინი არის პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე, ენთუზიაზმით სავსე, შედეგზე ორიენტირებული პედაგოგი. გამოირჩევა მოსწავლეებისადმი თბილი და პოზიტიური დამოკიდებულებით. მას აქვს კრეატიული იდეები და ყოველთვის მზად არის ახალი გამოწვევებისთვის. ის აქტიურად არის ჩართული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროექტებში და ცდილობს მისი წილი წვლილი შეიტანოს ცენტრის განვითარებაში.
თავისუფალ დროს ნინის დასვენება, მეგობრებთან ერთად ყოფნა და წიგნების კითხვა უყვარს.