მაგდა ორმოცაძე

მაგდა ორმოცაძე

სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი

მაგდა ორმოცაძე სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელია.  დამთავრებული აქვს კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფილოლოგიისა და თარგმანის ისტორიის ფაკულტეტები. ჩაბარებული აქვს სერთიფიცირების გამოცდა ინგლისურ ენაში და მინიჭებული აქვს სერთიფიცირებული პედაგოგის სტატუსი. 

 

მას არაერთი ტრენინგი აქვს გავლილი სასწავლო მეთოდებისა და  განათლების მიმართულებით.  აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო, გლობალურ – საერთაშორისო პროექტებში და ყოველდღიურად ცდილობს სიახლეების დანერგვას სასწავლო პროცესებში. 

 

მაგდა არის სხვადასხვა ინგლისურენოვანი პროექტების ორგანიზატორი და ჩვენი საავტორო კურსის Express Yourself – ის ავტორი.  იგი არის მიზანმიმართული, კრეატიული, პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და ენთუზიაზმით სავსე.  გამოირჩევა თბილი და პოზიტიური დამოკიდებულებით, როგორც მოსწავლეებთან, ასევე თანამშრომლებთან. 

 

ის ყოველთვის მზად არის ახალი გამოწვევებისთვის და მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ინგლისური ენის პოპულარიზაციას საქართველოში.

0
    0
    კალათა
    თქვენი კალათა ცარიელიაკურსებში დაბრუნება