ვაკანსია

ინგლისური ენის პედაგოგი


 

ვეძებთ კანდიდატს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს ხალისიან გუნდს ინგლისური ენის პედაგოგის პოზიციაზე.

 

ზოგადი ინფორმაცია:

 

    • სამუშაო გრაფიკი:  სრული / ნახევარი
    • სამუშაო ადგილი:  ქ. თბილისი, დიღმის მასივი, კვრტ 5, კორპ 1ა.
    • ვაკანსია ვალიდურია თარიღამდე:  1 ივლისი, 2025.
    • ხელფასი: 1000 დან 2000 ლარამდე. 
 
 

სამუშაოს შესასრულებლად საჭირო მოთხოვნები:

 


 

აუცილებელია:

 

    • იცოდეთ ინგლისური C1 დონეზე;
    • მინ. 1 წლიანი გამოცდილება ინგლისური ენის პედაგოგის პოზიციაზე;
    • გამართულად მეტყველების და წერის უნარი, ქართულ და ინგლისურ ენებზე;
    • ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
    • გუნდური მუშაობის უნარი;
    • მზადყოფნა, მინიმუმ 1 წლიანი თანამშრომლობისთვის;
    • იმუშაოთ მინიმუმ 5 ჯგუფთან. (ბავშვები, მოზარდები, ზრდასრულები)
    • იმუშაოთ მინიმუმ 1 საღამოს ჯგუფთან. (19:00 საათის შემდეგ)
    • კომპიუტერული უნარ-ჩვევები Microsoft Word, Excel, PowerPoint, Google Drive – სამომხმარებლო დონეზე.
    • Goole Meet, ZOOM, Microsoft Team და სხვა ონლაინ სასწავლო პლატფორმების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

 

მიენიჭება უპირატესობა:

 

    • თუ თქვენ გაქვთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი C1.
    • საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილებას;
    • რუსული ენის სწავლების გამოცდილებას;
    • ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებას;
    • ბიზნეს ინგლისურის სწავლების გამოცდილებას;
    • IELTS – სწავლების გამოცდილებას.

 

ჩვენ გთავაზობთ:

 

    • სპეციალურ ტრენინგებს, არსებული სასწავლო პროგრამის ადაპტაციისთვის;
    • სწავლებისთვის საჭირო ყველა პირობას;
    • თბილ და მეგობრულ გარემოს;
    • სამუშაო პირობების შრომის კოდექსთან აბსოლუტურ შესაბამისობას.

 

ანაზღაურება:

 

    • ფიქსირებული ხელფასი ჯგუფზე;
    • ბონუსური სისტემა.

 

როგორ ხდება მიღება:

 

    • გასაუბრება, რეზიუმეს მოთხოვნებთან შედარება;
    • თქვენ უნდა ჩაატაროთ საცდელი გაკვეთილი.
    • 3 თვიანი საცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ, გავაფორმებთ 1 წლიან კონტრაქტს.
    • საცდელი პერიოდი სრულად ანაზღაურებადია.

 

თუ თქვენ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და პიროვნული უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს, რეზიუმე PDF ფორმატში ელ-ფოსტაზე: vacancy@speakup.ge

 

მოთხოვნებთან შეუსაბამო რეზიუმე არ განიხილება ; )

გისურვებთ წარმატებას!

0
    0
    კალათა
    თქვენი კალათა ცარიელიაკურსებში დაბრუნება