სალაპარაკო ინგლისურის კურსი განკუთვნილია ყველა ასაკის მსმენელისთვის და სრულად მორგებულია მათი ენის ცოდნის დონეზე. კურსი მოიცავს 7 დონის პროგრამას, რომელიც აერთიანებს ინდივიდუალურ და ჯგუფურ სწავლებას.
სწავლების პროცესი ინტეგრირებულია ინტერაქტიული, სახალისო და პრაქტიკული მეთოდებით, რაც საშუალებას აძლევს მსმენელებს, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე აითვისონ ინგლისური ენა. კითხვა-პასუხის რეჟიმი, ვიდეო მასალები და თემატური სავარჯიშოები უზრუნველყოფს მაქსიმალურ ჩართულობას.
კურსის მიზანია:
ჩვენი მიზანია, რომ თითოეულმა მსმენელმა ადგილზე აითვისოს საჭირო მასალა, საშინაო დავალებების გარეშე.
სასაუბრო ინგლისური ენის კურსზე მსმენელს წინასწარი ცოდნა არ მოეთხოვება. ჩვენ ნულიდან ვიწყებთ კურსს.
დიახ, რა თქმა უნდა! თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ კურსის ნებისმიერი დონე. კურსის დასრულების შემდეგ, თქვენ თავად გადაწყვეტთ, აგრძელებთ სწავლას ახალ დონეზე თუ არა.
სასწავლო პროცესში, ჩვენ ვიყენებთ კემბრიჯისა და ოქსფორდის, ლიცენზირებულ, მაღალი ხარისხის, ილუსტრირებულ ლიტერატურას, რომელიც მომზადებულია დარგის ექსპერტების მიერ.
თუ თქვენ გადაწყვეტთ ისწავლოთ ონლაინ და არ გსურთ წიგნის შეძენა, PDF ვერსიას სრულიად უფასოდ მოგაწოდებთ. ხოლო სახელმძღვანელოს ღირებულება გახლავთ 25-35 ლარი, რომლის შეძენაც შეგიძლიათ ჩვენს სასწავლო ცენტრში, ან წიგნების მაღაზიაში.
რა თქმა უნდა არა. თანხას იხდით მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთობლივად შევთანხმდებით სწავლის განრიგზე და თქვენ საბოლოოდ თანახმა იქნებით დაიწყოთ სწავლა შეთანხმებული განრიგით.
სალაპარაკო ინგლისური ენის კურსის დასაწყისზე შეთანხმების შემდეგ, კურსის სრული ღირებულების 50% გადახდილი უნდა იქნას კურსის დაწყებამდე 1 დღით ადრე. ხოლო დანარჩენი თანხის ანგარიშსწორება უნდა მოახდინოთ ზუსტად 1 თვეში. თანხის 2 თვეზე განაწილება სრულიად უპროცენტოა და თქვენ არ გიწევთ ბანკში ვიზიტი განვადებისთვის.
დიახ, რა თქმა უნდა. საცდელ გაკვეთილზე დასწრება ხდება ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ, რადგან ჩვენ უნდა დავადგინოთ თქვენი ცოდნის დონე და შემოგთავაზოთ შესაბამისი დონის ჯგუფი. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გაკვეთილი ფასიანია და ღირებულება შეადგენს 40 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ დაიწყოთ სწავლა, გადახდილი თანხა გამოაკლდება სწავლის გადასახადს.
სასაუბრო ინგლისურის კურსზე დასასწრებად გთხოვთ აირჩიეთ კურსის პარამეტრები (ონლაინ, ოფლაინ, ინდივიდუალური, ჯგუფური) და დაამატეთ კურსი კალათაში. შემდეგ გახსენით კალათა და დაასრულეთ რეგისტრაციის პროცესი, უმარტივესი კითხვარის შევსებით. რეგისტრაციის შემდეგ, ჩვენ მალევე დაგიკავშირდებით და დავნიშნავთ თქვენთან ცოდნის დონის განმსაზღვრელ ინტერვიუს, რომელიც სრულიად უფასოა.
უცხო ენის სასწავლო ცენტრ სფიქაფში თქვენ ასევე შეგიძლიათ ისწავლოთ ინგლისურის, რუსულის და ქართული ენის კურსები.
შეარჩიე 2 კურსი, ან მოიყვანე დედმამიშვილი და მიიღე -10%-იანი ფასდაკლება სრული კურსის განმავლობაში.
თითოეული გაკვეთილი მთავრდება საინტერესო, ინტერაქტიული დავალებებით, რაც ეხმარება მოსწავლეებს ახლად ნასწავლი მასალები გამოიყენონ ყოველდღიურ პრაქტიკაში.