fbpx

ხშირად დასმული კითხვები

1. როგორ ხდება მიღება?

კურსზე დასასწრებად გთხოვთ აირჩიეთ სასურველი კურსი, კურსის პარამეტრები (ონლაინ, ოფლაინ, ინდივიდუალური, ჯგუფური) და დაამატეთ კურსი კალათაში. შემდეგ გახსენით კალათა და დაასრულეთ რეგისტრაციის პროცესი, საჭირო კითხვარის შევსებით. რეგისტრაციის შემდეგ, ჩვენ მალევე დაგიკავშირდებით და დავგეგმავთ თქვენთან ცოდნის დონის განმსაზღვრელ ინტერვიუს, რის შემდეგაც შემოგთავაზებთ შესაბამისი დონის ჯგუფს და განრიგს.

2. შემიძლია შემოგიერთდეთ ონლაინ?

დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენთან სწავლა მიმდინარეობს როგორც სასწავლო ცენტრში, ასევე ონლაინ. შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან. ონლაინ გაკვეთილებისთვის ჩვენ ვიყენებთ პლატფორმას Google Meet / Google Classroom. გაკვეთილების დაწყებამდე, თქვენ უნდა შექმნათ ექაუნთი. ასევე, საჭირო იქნება ნორმალური სისწრაფის ინტერნეტ კავშირი, ყურსასმენი და ვებ კამერა.

3. რა მეთოდით ასწავლით?

ჩვენი მეთოდია “მარტივი, სახალისო, ინტერაქტიული”. მეთოდი გულისხმობს ადგილზე სწავლებას, სახლში დავალების გარეშე. იმისთვის რომ მსმენელს გავუადვილოთ მიწოდებული ინფორმაციის აღქმა, ვიყენებთ სხვადასხვა ხელსაწყოს: დაფა, სლაიდი, ილუსტრაცია, ვიდეო, აუდიო, ფოტო, და ა.შ ასევე, ჩვენი მიდგომაა რომ მოსწავლემ უცხო ენა ისწავლოს ხალისით. ამიტომ, ჩვენ ხშირად ვატარებთ ენერჯაიზერებს, ვაორგანიზებთ ინტერაქციებს, როლურ სავარჯიშოებს, კარნახით წერას, ლექსიკონის გამოკითხვას და სხვადასხვა აქტივობებს. საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს მეგობრულ გარემოში, სრულიად უცხო ენაზე. მხიარულ და ენერგიულ გაკვეთილებზე დრო ძალიან სწრაფად გადის.

4. როგორ ხდება ანგარიშსწორება?

კურსის სრული ღირებულების 50% გადახდილი უნდა იქნას კურსის დაწყებამდე 1 დღით ადრე, ხოლო შემდეგი 50% – გადახდა ხდება ზუსტად 1 თვეში. 

5. სერთიფიკატს გასცემთ?

დიახ, რა თქმა უნდა! სერთიფიკატი გაიცემა B1+ (Intermediate Level) დონიდან, შესაბამაისი დონის ტესტის წარმატებით ჩაბარების შემდეგ.

6. შემიძლია დავესწრო საცდელ გაკვეთილს?

დიახ, რა თქმა უნდა. საცდელ გაკვეთილზე დასწრება ხდება ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ, რადგან ჩვენ უნდა დავადგინოთ თქვენი ცოდნის დონე და შემოგთავაზოთ შესაბამისი დონის ჯგუფი. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გაკვეთილი ფასიანია და ღირებულება შეადგენს 40 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ მსმენელი გადაწყვეტს შეუერთდეს ჯგუფს, გადახდილი თანხა გამოაკლდება სწავლის გადასახადს.

7. რამდენი მოსწავლეა ჯგუფში?

ჯგუფში მაქსიმუმ 8 მოსწავლეა. გაკვეთილები აგებულია ისე, რომ მოსწავლეებმა იმუშაონ წყვილებში. ისინი მაქსიმალურად ჩართულები არიან საგაკვეთილო პროცესში.

8. რამდენ ხანში დავიწყებ საუბარს?

თუ თქვენ ინგლისურის ან რუსული ენის სწავლას იწყებთ ნულოვანი დონიდან, მინიმუმ 3 თვე არის საჭირო რომ საუბარი დაიწყოთ მარტივი წინადადებების შედგენით. 3 თვის განმავლობაში თქვენ დააგროვებთ შესაბამის სიტყვათა მარაგს და გეცოდინებათ რამდენიმე გრამატიკული დრო. ასევე, ეს ყველაფერი დამოკიდებულია მოსწავლის ძალისხმევაზე და გაკვეთილების ინტენსივობაზე. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ კვირაში 2,3 ან 5 დღე.

9. შემიძლია დავესწრო მხოლოდ რამდენიმე გაკვეთილს თქვენთან?

ჩვენი სასწავლო ცენტრი ორიენტირებულია ხარისხიან და შედეგზე ორიენტირებულ სწავლებაზე. ამიტომ, ჩვენ არ ვყიდით რამდენიმე გაკვეთილს, არამედ ვყიდით ერთ სრულ სასწავლო დონეს, რომლის ხანგრძლივობაც შეადგენს 3-4 თვეს.

10. ამერიკულ ინგლისურს ასწავლით თუ ბრიტანულს? რა განსხვავებაა მათ შორის?

ჩვენს ცენტრში ორივე მათგანი ისწავლება. ბრიტანული და ამერიკული ინგლისური თითქმის იგივეა, მაგრამ ძალიან დიდი სხვაობაა სიტყვების წარმოთქმასა და დამწერლობაში. ზოგიერთი სიტყვა სხვა მნიშვნელობითაც გვხვდება ამერიკულ და ბრიტანულ ინგლისურში, მაგ: Color > Colour. ბრიტანული გრამატიკა ძალიან გავს ამერიკულ გრამატიკას, თუმცა არის განსხვავებები, განსაკუთრებით წინდებულებში. მაგ: ბრიტანეთში იტყვიან See you on Friday, ხოლო ამერიკაში – See you Friday.

11. რა ხდება თუ გაკვეთილი ემთხვევა საყოველთაო დასვენების დღეს?

ჩვენ ვისვენებთ ყველა ოფიციალურ უქმე დღეს, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით. ოფიციალური დასვენების დღეებია:

    • 31 დეკემბერი – 7 იანვარი – შობა, ახალი წელი;
    • 19 იანვარი – ნათლისღება;
    • 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
    • 9 აპრილი – დამოუკიდებლობის დღე;
    • სააღდგომო დღეები – წითელი პარასკევი, შაბათი, კვირა, ორშაბათი.
    • 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
    • 12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე;
    • 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
    • 28 აგვისტო – მარიამობა;
    • 14 ოქტომბერი – სვეტიცხოვლობა;
    • 23 ნოემბერი – გიორგობა.

შენიშვნა: როგორც წესი, თვის განმავლობაში განრიგით გათვალისწინებული 12 გაკვეთილის ნაცვლად, ტარდება 13  გაკვეთილი. რაც აკომპენსირებს საყოველთაო დასვენების დღეს გაცდენილ გაკვეთილებს.

12. ვარ უცხო ქვეყნის მოქალაქე (ან ემიგრანტი). შემიძლია ვისწავლო ონლაინ?

დიახ, რა თქმა უნდა! ჩვენთან არაერთი ქვეყნიდან სწავლობს მოსწავლეები. შეარჩიეთ სასურველი კურსი და გაიარეთ რეგისტრაცია. ჩვენ მალევე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით ინფორმაციას კურსის განრიგებთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით. 

13. შეგიძლიათ მომაწოდოთ ვიზისთვის საჭირო დოკუმენტები?

თუ თქვენ გეგმავთ ჩამოხვიდეთ საქართველოში და ისწავლოთ ჩვენს სასწავლო ცენტრში, თავდაპირველად შეარჩიეთ სასურველი კურსი და გაიარეთ რეგისტრაცია. რის შემდეგაც ჩვენ დავგეგმავთ თქვენთან ონლაინ ინტერვიუს და შემოგთავაზებთ კურსის განრიგს. დეტალების შეთანხმების შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ:

      • კურსზე მოწვევის ოფიციალური დოკუმენტი;
      • ინვოისი;

რის შემდეგაც, თქვენ უნდა დაჯავშნოთ კურსი მინიმუმ 2 კვირით ადრე და გადაიხადოთ კურსის ღირებულება წინსწრებით, (მნიშვნელოვანი: წინასწარ გადახდილი თანხა არ არის დაბრუნებადი და არ არის შესაძლებელი მისი გადატანა სხვა დროისთვის, იმ შემთხვევაში თუ თქვენ ვერ დაესწრებით კურსს განსაზღვრულ თარიღებში). თანხის მიღებისთანავე, გამოგიგზავნით

    • კურსზე ჩარიცხვის ოფიციალურ დოკუმენტს.

ზემოთ აღნიშნული 3 დოკუმენტის გარდა, ჩვენ არ ვუზრუნველყოფთ დამატებითი დოკუმენტაციის მომზადებას ვიზისთვის. 

0
    0
    კალათა
    თქვენი კალათა ცარიელიაკურსებში დაბრუნება