მიმწოდებელი – სფიქაფი | უცხო ენის ცენტრი, რომელიც ყიდის სასწავლო კურსებს, სახელმძღვანელოებს და სხვა პროდუქციას.
კლიენტი – მომხმარებელი, რომელიც ყიდულობს პროდუქციას მიმწოდებლისგან.
პროდუქტი – სასწავლო ლიტერატურა, ბრენდირებული ნივთები და სხვ.
კურსი – ინგლისურის, რუსულის ან ქართული ენის სასწავლო, მოკლე ან გრძელვადიანი კურსი, ონლაინ ან ოფლაინ რეჟიმში.
1. ზოგადი დებულებები
1.1 – მიმწოდებლის მაღაზიის პროდუქტებს წარმოადგენს უცხო ენის სასწავლო კურსები, სახელმძღვანელოები და ბრენდირებული ნივთები. რომლებსაც თავიანთი სპეციფიკის მიხედვით აქვს განსხვავებული ფასები.
1.2 – კლიენტს, შეუძლია შეიძინოს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე პროდუქტი, რისი ჯამური ღირებულებაც მოცემული იქნება ინვოისში, რომელსაც შეკვეთის დასრულების შემდეგ ელ-ფოსტით მიიღებს.
1.3 – თანხის გადახდამდე, კლიენტი ვალდებულია დაუკავშირდეს მიმწოდებელს და გადაამოწმოს პროდუქტის მარაგები (კურსების შემთხვევაში ჯგუფში თავისუფალი ადგილები და განრიგები) და მიწოდების შესაძლებლობა.
2. პროდუქციის მიწოდება დაბრუნების პირობები
2.1 – პროდუქციის მარაგების, მიწოდებისა და გადახდის დეტალების დაზუსტების შემდეგ, კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს თანხა, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით რის შემდეგაც სასურველ ნივთებს მიიღებს მითითებულ მისამართზე, ან თავად აიღებს ადგილიდან.
2.2 – მიმწოდებელი, იღებს ვალდებულებას, კლიენტს მიაწოდოს მის მიერ შეკვეთილი პროდუქტი უნაკლო მდგომარეობაში.
2.3 – შეკვეთის მიწოდება თბილისის მაშტაბით ხორციელდება 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო რეგიონში მაქსიმუმ 4-6 სამუშაო დღის ვადაში.
2.4 – პროდუქტის მიწოდების ღირებულება (1-5კგ) თბილისში განსაზღვრულია 5 ლარით, ხოლო რეგიონებში 9-12 ლარის ფარგლებში. განსხვავებული წონის მქონე პროდუქტზე, მიწოდების ფასი შეიძლება განსხვავდებოდეს.
2.5 – გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო (უამინდობა, უგზოობა, სტიქიური უბედურება და სხვ.) მიწოდების ვადები მიმწოდებლის მიერ შესაძლებელია შეიცვალოს ცალმხრივად.
2.6 – პროდუქტის მისამართზე მიღების დროს, კლიენტი ვალდებულია ადგილზევე შეამოწმოს პროდუქტის ტექნიკური თუ ვიზუალური მხარე.
2.7 – კლიენტს უფლება აქვს მოითხოვოს ადგილზე ან/და ონლაინ შეძენილი ნივთის შეცვლა ან უკან დაბრუნება, თუ შესყიდული ნივთი წუნდებულია, ან მისი რეალური მახასიათებლები არ ემთხვევა, მიმწოდებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ტექნიკურ მახასიათებლებს.
2.8 – კლიენტმა, ნაკლის აღმოჩენიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა მიმართოს მიმწოდებელს და ადგილზე წარმოადგინოს შეძენილი ნივთი და მისი შეძენის დამადასტურებელი საგადასახადო დოკუმენტი. ასევე, ვალდებულია, დაადასტუროს ნაკლის არსებობა.
2.9 – ნივთის დაბრუნება/შეცვლა არ მოხდება, თუკი შეძენილი ნივთი შეიცავს უმნიშვნელო ნაკლს.
3. კურსის მიწოდებისა და დაბრუნების პირობები
3.1 – კურსის დონის, განრიგისა და სწავლის ტიპის შეთანხმების შემდეგ, კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს თანხა, რის შემდეგაც მიმწოდებელი უზრუნველყოფს კურსის ადგილზე (მის. ქ. თბილისი, დიღმის მასივი, კვრტ 5, კორპ 1ა) ან ონლაინ ჩატარებას.
3.2 -კურსის განმავლობაში კლიენტის მხრიდან გაცდენილი საათები არ ექვემდებარება აღდგენას ან/და გადახდილი თანხის კორექციას.
3.3 – კლიენტის მიზეზით გაცდენილი საათები, ან/და სასწავლო კურსის დასრულებამდე, დროზე ადრე გასვლა სასწავლო პროცესიდან, არ ათავისუფლებს მომსახურების მიმღებს დარჩენილი თანხის გადახდისგან, დავალიანების არსებობის შემთხვევაში.
3.4 – მიმწოდებლის მხრიდან გაცდენილი საათების ანაზღაურდება ურთიერთშეთანხმებული განრიგის მიხედვით.
3.5 – ფორსმაჟორული სიტუაციის დროს, მიმწოდებელი იტოვებს უფლებას ჩაანაცვლოს არსებული პედაგოგი ან/და გადაიყვანოს კლიენტი მისი ცოდნისა და ასაკის შესაბამის ჯგუფში, რათა მოახდინოს სრულფასოვანი სერვისის მიწოდება, ბალანსზე არსებული თანხის შესაბამისად.
3.6 – ფორსმაჟორული სიტუაციის დროს, იმ შემთხვევაში როცა ვერ ხერხდება გაცდენილი გაკვეთილების ანაზღაურება მიმწოდებლის მხრიდან, ან ვერ ხერხდება დაგეგმილი კურსის წინასწარ განსაზღვრული თარიღით დაწყება, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, შესაბამისად დაუკორექტიროს ან სრულიად დაუბრუნოს თანხა კლიენტს.
4. მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
4.1 – მიმწოდებლის მიერ მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის და მათი შესაბამისი მოცულობით.
4.2 – სფიქაფი – უცხო ენის ცენტრი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს კლიენტთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას მომსახურების გასაწევად, საცალო ვაჭრობისათვის და მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, მარკეტინგის მიზნით სარეკლამო/მარკეტინგული შინაარსის შეტყობინებების გაგზავნისათვის.
4.3 –აღნიშნული მიზნით სფიქაფი – უცხო ენის ცენტრი ამუშავებს ისეთ პერსონალურ მონაცემებს, როგორებიცაა: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, მისამართი.
4.4 –კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, პერსონალური მონაცემები შესაძლოა გაზიარებულ იქნას გარიგების მონაწილე მხარეებისათვის ან/და სხვა მესამე პირისათვის მონაცემთა სუბიექტის თანხმობით. (მაგ: გადამზიდი ორგანიზაცია, კურიერი)
4.5 – კლიენტს უფლება აქვს მოითხოვოს მისივე მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა და წაშლა მიმწოდებლის მონაცემთა ბაზიდან.
5. ხელშეკრულების შეცვლისა და მოქმედების ვადა
5.1 – წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული პირობები სავალდებულოა შესასრულებლად მხარეებისთვის და მოქმედებს უვადოდ.
5.2 – მიმწოდებელს უფლება აქვს, ეს დოკუმენტი და პირობები ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეცვალოს. შეცვლის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდება მიმწოდებლის ოფიციალურ ვებსაიტზე, რომლის გაცნობის შესაძლებლობაც კლიენტს ნებისმიერ დროს აქვს.
5.3 – მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ წესრიგდება ამ დოკუმენტით, რეგულირდება სფიქაფი – უცხო ენის ცენტრის წესებითა და პირობებით და ასევე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.