ტატიანა ჯინჭველაძე – არის გამოცდილი, ენთუზიაზმით სავსე, შედეგზე ორიენტირებული რუსული ენის პედაგოგი.
იგი სრულყოფილად ფლობს თანამედროვე სასწავლო მეთოდებს და ეფექტურად იყენებს მათ პრაქტიკაში. პოულობს ინდივიდუალურ მიდგომას თითოეული მოსწავლის მიმართ. ოსტატობა, კრეატიულობა, ბავშვების სიყვარული, საინტერესო კომუნიკაცია – ეს არის ის, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესის დროს.
ტატიანა ცენტრის დაარსების დღიდან მუშაობს ჩვენს სასწავლო ცენტრში და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს ცენტრში რუსული ენის პოპულარიზაციაში. ის უძღვება როგორც საბავშვო, სასაუბრო და ზოგადი რუსული ენის კურსებს, ასევე ბიზნეს რუსულისა და სპეც. კურსს – ვისაუბროდ უკომპლექსოდ. ის ხელმძღვანელობს კორპორატიულ კურსებს, ბიზნეს რუსულის მიმართულებით.
ტატიანა გამოირჩევა შრომისმოყვარეობით, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით და მოსწავლეებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით. თავისუფალ დროს მას ოჯახის გარემოცვაში ყოფნა და სეირნობა უყვარს.