მარიამ წულაია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანგლისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტი და ინგლისური ენის მოქმედი პედაგოგია. მარიამს აქვს ორ წელზე მეტი სწავლების გამოცდილება ინგლისური ენის მიმართულებით.
ის უკვე მეორე წელია ჩვენი გუნდის წევრი და უძღვება ცენტრში არსებულ ყველა ინგლისურენოვან კურსს, როგორც ბავშვებისთვის ასევე ზრდასრულებთან. ის ჩვენთან სასაუბრო ქართულის კურსებსაც უძღვება, რაც მას ძალიან დიდი სიამოვნებას ანიჭებს.
მარიამი არის კრეატიული, შრომისმოყვარე, ენთუზიაზმით სავსე, შედეგზე ორიენტირებული პედაგოგი. გამოირჩევა მოსწავლეებისადმი თბილი და პოზიტიური დამოკიდებულებით. აქტიურად არის ჩართული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროექტებში და ცდილობს მისი წილი წვლილი შეიტანოს ცენტრის განვითარებაში.
მას ხალხთან ურთიერთობა ძალიან უყვარს და ამიტომაც სწავლების პროცესი მისთვის ძალიან სასიამოვნოა. მარიამის გატაცება ქართულის და ინგლისურის სწავლებაა, გარდა ამისა მას ხატვა, ცურვა და ფიგურული სრიალი უყვარს.