მარიამ ლაგვილავა – თბილისის შავი ზღვის უნივერსიტეტის მე-3 კურსის ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია. ჩვენს სასწავლო ცენტრში ინგლისურისა და რუსული ენის მასწავლებელის პოზიციაზე მუშაობს. მარიამს ორ წელზე მეტი გამოცდილება აქვს სწავლების მიმართულებით როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ რეჟიმში. ერთი წელია რაც ჩვენს გუნდს შემოუერთდა და ჩვენი ცენტრის ერთ-ერთი მოთხოვნადი მასწავლებელიც გახდა.
მარიამი ფლობს ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებს აკადემიურ დონეზე და უძღვება როგორც ინგლისურის, ასევე რუსული ენის კურსებს სხვადასხვა მიმართულებით. მისთვის სწავლება ძალიან სასიამოვნო პროცესია, რადგან ძალიან უყვარს ადამიანებთან ურთიერობა.
ის არის ენთუზიაზმით სავსე, კოლეგიალური პიროვნება და გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, კრეატიულობითა და გუნდური მუშაობის უნარით. ის აქტიურად არის ჩართული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროექტებში და ცდილობს წვლილი შეიტანოს ცენტრის განვითარებაში.
თავისუფალ დროს მარიამს უყვარს სპორტული აქტივობები და წიგნების კითხვა.