მიწოდება - დაბრუნების პირობები

1. ზოგადი დებულებები

 

1.1. სასწავლო ცენტრის მაღაზიის პროდუქტებს წარმოადგენს უცხო ენის სასწავლო სახელმძღვანელოები და ბრენდირებული ნივთები. რომლებსაც თავიანთი სპეციფიკის მიხედვით აქვს განსხვავებული ფასები.

1.2. მოხმარებელს, შეუძლია შეიძინოს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე პროდუქტი, რისი ჯამური ღირებულებაც მოცემული იქნება ინვოისში, რომელსაც შეკვეთის დასრულების შემდეგ ელ-ფოსტით მიიღებს.

1.3. თანხის გადახდამდე, კლიენტი ვალდებულია დაუკავშირდეს სასწავლო ცენტრს და გადაამოწმოს პროდუქტის მარაგები და მიწოდების შესაძლებლობა.

 

 

2. მიწოდების პირობები

 

2.1. მარაგების, მიწოდებისა და გადახდის დეტალების დაზუსტების შემდეგ, მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს თანხა, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით რის შემდეგაც სასურველ ნივთებს მიიღებს მითითებულ მისამართზე, ან თავად აიღებს ადგილიდან.

2.2. სფიქაფი – სასწავლო ცენტრი, იღებს ვალდებულებას, მომხმარებელს მიაწოდოს მის მიერ შეკვეთილი პროდუქტი უნაკლო მდგომარეობაში.

2.3. შეკვეთის მიწოდება თბილისის მაშტაბით ხორციელდება 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო რეგიონში მაქსიმუმ 4-6 სამუშაო დღის ვადაში.

2.4. პროდუქტის მიწოდების ღირებულება (1-5კგ) თბილისში განსაზღვრულია 5 ლარით, ხოლო რეგიონებში – 9 ლარით. განსხვავებული წონის მქონე პროდუქტზე, მიწოდების ფასი შეიძლება განსხვავდებოდეს.

2.5. გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო (უამინდობა, უგზოობა, სტიქიური უბედურება და სხვ.) მიწოდების ვადები სასწავლო ცენტრის მიერ შესაძლებელია შეიცვალოს ცალმხრივად.

 

 

3. დაბრუნებისა და შეცვლის პირობები

 

3.1. პროდუქტის მისამართზე მიღების დროს, კლიენტი ვალდებულია ადგილზევე შეამოწმოს პროდუქტის ტექნიკური თუ ვიზუალური მხარე.

3.2. კლიენტს უფლება აქვს მოითხოვოს ადგილზე ან/და ონლაინ შეძენილი ნივთის შეცვლა ან უკან დაბრუნება, თუ შესყიდული ნივთი წუნდებულია, ან მისი რეალური მახასიათებლები არ ემთხვევა, სასწავლო ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ტექნიკურ მახასიათებლებს.

3.3. კლიენტმა, ნაკლის აღმოჩენიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა მიმართოს სასწავლო ცენტრს და ადგილზე წარმოადგინოს შეძენილი ნივთი და მისი შეძენის დამადასტურებელი საგადასახადო დოკუმენტი. ასევე, ვალდებულია, დაადასტუროს ნაკლის არსებობა.

3.4. ნივთის დაბრუნება/შეცვლა არ მოხდება, თუკი შეძენილი ნივთი შეიცავს უმნიშვნელო ნაკლს.

 

 

4. მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

 

4.1. სასწავლო ცენტრის  მიერ  მონაცემთა სუბიექტის  პერსონალურ  მონაცემთა  დამუშავება ხორციელდება მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის და მათი შესაბამისი მოცულობით.

4.2. სასწავლო ცენტრი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს კლიენტთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას მომსახურების გასაწევად, საცალო ვაჭრობისათვის და მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, მარკეტინგის მიზნით სარეკლამო/მარკეტინგული შინაარსის შეტყობინებების გაგზავნისათვის.

4.3. აღნიშნული მიზნით სასწავლო ცენტრი  ამუშავებს ისეთ პერსონალურ მონაცემებს, როგორებიცაა: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, მისამართი.

4.4. კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, პერსონალური მონაცემები შესაძლოა გაზიარებულ იქნას გარიგების მონაწილე მხარეებისათვის ან/და სხვა მესამე პირისათვის  მონაცემთა  სუბიექტის  თანხმობით. (მაგ: გადამზიდი ორგანიზაცია, კურიერი)

4.5. კლიენტს უფლება აქვს მოითხოვოს მისივე მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა და წაშლა სასწავლო ცენტრის მონაცემთა ბაზიდან.

 

 

5. ხელშეკრულების შეცვლისა და მოქმედების ვადა

 

5.1. წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული პირობები სავალდებულოა შესასრულებლად მხარეებისთვის და მოქმედებს უვადოდ.

5.2. სასწავლო ცენტრს უფლება აქვს, ეს დოკუმენტი და პირობები ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეცვალოს. შეცვლის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდება სასწავლო ცენტრის ოფიციალურ ვებსაიტზე, რომლის გაცნობის შესაძლებლობაც მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს.

5.3. მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ წესრიგდება ამ დოკუმენტით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

ჩვენთან სწავლა არის

0
    0
    კალათა
    თქვენი კალათა ცარიელიაკურსებში დაბრუნება