სიმონი არის ტრენერი, ბიზნეს კონსულტანტი და ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტი, 20 წლიანი პროფესიული გამოცდილებით B2C და B2B გაყიდვების, კომერციის, მენეჯმენტის, IT და საგანმანათლებლო პროექტების მიმართულებით. როი ჯგუფისა და უცხო ენის სასწავლო ცენტრის (www.roigroup.ge; www.speakup.ge) თანადამფუძნებელი და ბიზნეს კონსულტანტი, სადაც მუშაობს კომპანიებისა და ინდივიდების პროფესიული უნარების განვითარებაზე — გაყიდვები, მომხმარებელთან ურთიერთობა, ლიდერობა, მენეჯმენტი და ეფექტური კომუნიკაცია და სხვ.
მისი კარიერა სტაჟირებით და საცალო გაყიდვების კონსულტანტით დაიწყო და კარიერის განმავლობაში, იგი მუშაობდა წამყვან პოზიციებზე მსხვილ კომპანიებში (წლიური ბრუნვა 10 მლნ და მეტი) კომერციული დირექტორი, გაყიდვებისა და შესყიდვების ხელმძღვანელი, ბიზნეს განვითარების მენეჯერი, საბითუმო და კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი, ბრენდ მენეჯერი, პერსონალის განვითარების მენეჯერი და IT პროექტების მენეჯერი, როგორც საცალო (Retail), ისე კორპორატიული და დისტრიბუციის გარემოში.
სიმონის გამოცდილება მოიცავს B2C მომხმარებელთან უშუალო მუშაობას, ასევე B2B პარტნიორებთან, კორპორატიულ კლიენტებთან და საერთაშორისო პროექტებთან თანამშრომლობას.
იგი გამოირჩევა შედეგებზე ორიენტირებული, პრაქტიკული მიდგომით, პროცესების სტრუქტურირებითა და ადამიანებთან მუშაობის, ლიდერობისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარებით. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ორგანიზაციული კულტურის განვითარებას, გაყიდვებისა და ბიზნესის საოპერაციო სისტემების გაუმჯობესებას და გუნდის ეფექტიანობას, რათა მიაღწიოს დასახულ მოკლე და გრძელვადიან მიზნებს მინიმამული ძალისხმევით.