Express Yourself B2 Level Student’s Book

Express Yourself B2 Level Student’s Book

  • ISBN: 9789941871986
  • გამოცემის წელი: 2024;
  • ავტორი: მაგდა ორმოცაძე;
  • ყდა: რბილი, 300 გრ, ლამინირებული;
  • გვერდების რ-ბა: 100;
  • ფორმატი: A4;
  • ტიპი: ილუსტრირებული, მაღალი ხარისხის, სახელმძღვანელო;
  • სასწავლო დონე: B2

ფასი

30,00 

Express Yourself - უნიკალური სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის და პედაგოგებისთვის

ძვირფასო სტუდენტო,

 

მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ სახელმძღვანელოს შესახებ. ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ აქტიურად ჩავერთე სასწავლო პროცესებში და ვიმუშავე სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა და გავხდი სერთიფიცირებული პედაგოგი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, გაჩნდა იდეა სასწავლო ცენტრის დაარსებისა, რაც სისრულეში მოვიყვანეთ 2016 წელს.

 

თავდაპირველად, ჩვენი მიზანი იყო მარტივი,სახალისო, ინტერაქტიული სწავლება, რადგან ტრადიციული მეთოდები ძალიან დამღლელია მოსწავლეებისთვის. ასზე მეტ სტუდენტს შორის გამოკითხვის ჩატარებამ და მაღალი შედეგების მიღწევამ ცხადყო ჩვენი სწავლების მეთოდების ეფექტურობა და ჩვენი მოსწავლეების მაღალი კმაყოფილების დონე.

 

არსებობს სხვადასხვა სასწავლო სახელმძღვანელო და ონლაინ რესურსი, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს  ისწავლონ ინგლისური დამოუკიდებლად. მაგრამ პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სწავლის პროცესში რთულია იყო კონცენტრირებული და პროდუქტიული, მენტორისა და სათანადო სწავლების მეთოდის გარეშე. ამასთანავე, სრულყოფილად ვერ ხდება ნასწავლი მასალის გამოყენებება ყოველდღურ ცხოვრებაში, საუბრის კომპლექსისა და შეცდომის დაშვების შიშის გამო.

 

აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ეს სახელმძღვანელო, რომელიც შედგება 20 თავისგან და მოიცავს საინტერესო სტატიებს, თემატურ ვიდეოებს, სასაუბრო თემებს და მასთან დაკავშირებულ იდიომებს. სახელმძღვანელო გაძლევთ შესაძლებლობას გაიუმჯობესოთ საუბრის, მოსმენისა და კითხვის უნარ-ჩვევები ერთდროულად, შეძლოთ საკუთარი თავის გამოხატვა კომპლექსის გარეშე.

 

პატივისცემით,

 

ავტორი წიგნისა Express Yourself,

მაგდა ორმოცაძე

შინაარსი

ამ უნიკალურ სახელმძღვანელოში მოცემული თითოეული გაკვეთილი წლების განმავლობაში საცდელ პროცესში იყო და ეს კურსი ასობით სტუდენტმა გაიარა. დარწმუნებული ვარ, რომ წიგნში მოცემული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება. სახელმძღვანელო გახდება თქვენი მეგობარი და მოგცემთ საჭირო ცოდნას, რომ შეძლოთ თავდაჯერებულად საუბარი კომპლექსის გარეშე. 

 

სასწავლო პროცესი მიმდინარეობს კითხვა-პასუხის რეჟიმში, რაც უმარტივებს მოსწავლეებს ინგლისურად აზრის ჩამოყალიბებას. ჩვენი მიზანია, მოსწავლემ შეძლოს დაგროვილი ცოდნის მაქსიმალურად გამოყენება პრაქტიკაში, როგორც სასწავლო პროცესში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში; გაიმდიდრონ ლექსიკა და შეძლონ არგუმენტირებული მსჯელობა.

  • თავი 1 – ვინ ხართ თქვენ?
  • თავი 2 – ბედნიერება;
  • თავი 3 – ჭეშმარიტი სიყვარული;
  • თავი 4 – საკვები;
  • თავი 5 – ხანგრძლივი ცხოვრება;
  • თავი 6 – აქ პრობლემებია;
  • თავი 7 – მუსიკა და ქცევა;
  • თავი 8 – ფული;
  • თავი 9 – დღესასწაულები ინგლისში;
  • თავი 10 – დღესასწაულები ამერიკაში;
  • თავი 11 – თანამედროვე ტექნოლოგიები;
  • თავი 12 – გავრცელებული მითები და სტერეოტიპები;
  • თავი 13 – დიალოგი ცუდ მეზობლებთან;
  • თავი 14 – მოგონებები;
  • თავი 15 – მეგობრობა;
  • თავი 16 – მოზარდები და მშობლები;
  • თავი 17 – ძველი თაობა;
  • თავი 18 – ტელევიზორი და ბავშვები;
  • თავი 19 – ფულის გასესხება;
  • თავი 20 – თანამედროვე და ტრადიციული სპორტის სახეობები;

დაათვალიერეთ წიგნი

ხშირად დასმული შეკითხვები

როგორ შევუკვეთო წიგნი?

წიგნის შესაკვეთად შეავსეთ ქვემოთ მოცემული მიწოდების ფორმა. რის შემდეგაც თქვენ ელ-ფოსტით მიიღებთ შეკვეთისა და ანგარიშსწორების დეტალებს.

შემიძლია ვისარგებლო მიწოდების სერვისით?

დიახ, რა თქმა უნდა. თქვენ შეგიძლიათ ადგილიდან გაიტანოთ წიგნი, ან ისარგებლოთ საკურიერო სერვისით. პროდუქციის მიწოდებას საქართველოს მასშტაბით ანხორციელებს პარტნიორი კომპანია Trackings.ge, ეწვიეთ ბმულს, ზუსტი ფასის გამოსათვლელად. საშუალოდ, ფასები მერყეობს 5 - 12 ლარის ფარგლებში.

არსებული სახელმძღვანელო ორიგინალი ვერსიაა თუ არა?

ჩვენ სასწავლო ცენტრში არსებული ყველა სახელმძღვანელო იბეჭდება საზღვარგარეთ და გახლავთ უმაღლესი ხარისხის ვერსია, რომელიც აბსოლუტურად თანხვედრაშია ორიგინალ ვერსიასთან, როგორც შინაარსით ასევე ილუსტრაციებით. ორიგინალი ვერსიის ღირებულება იხ. ბმულზე.

როგორ და როდის ვიხდი თანხას?

თანხას იხდით საბანკო გადარიცხვით მხოლოდ მას შემდეგ, რაც შევაჯერებთ ხელმისაწვდომი მარაგებისა და მიწოდების დეტალებს. საბანკო ანგარიშის ნომერი გამოგეგზავნებათ ელ-ფოსტით, წიგნის შეკვეთის ფორმის შევსების შემდეგ.

შეიძლება სახელმძღვანელო გამოვიყენო როგორც თვითმასწავლებელი?

დიახ, რა თქმა უნდა. თუმცა, ეს მოითხოვს თქვენგან მაქსიმალურ ძალისხმევას და თვითდისციპლინას. ჩვენი საბავშვო ინგლისურის კურსი დაგეხმარებათ გაცილებით მარტივად და მოკლე დროში, მოახერხოთ სახელმძღვანელოში მოცემული გაკვეთილების გააზრება და სწავლა.

წიგნს მოყვება სამუშაო რვეული?

არა, სახელმძღვანელოს თან არ ახლავს სამუშაო რვეული, რადგან ის თავად მოიცავს სავარჯიშოთა კრებულს. სახელმძღვანელოს მოყვება დისკი, რომელშიც შეტანილია ყველა საჭირო რესურსი გაკვეთილების მიხედვით: ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალები.

მიწოდების ფორმა

    სახელი, გვარი *
    პირადი ნომერი *
    ტელეფონის ნომერი 1 *
    ტელეფონის ნომერი 2 *
    აქტიური ელ-ფოსტა *
    როგორ მოგაწოდოთ წიგნი? *
    მიწოდების სრული მისამართი *
    დაამატეთ კომენტარი

    მიწოდება-დაბრუნების პოლიტიკას.

    ჩვენთან სწავლა არის

    0
      0
      კალათა
      თქვენი კალათა ცარიელიაკურსებში დაბრუნება