გმადლობთ,
რომ დაინტერესდით და ეწვიეთ ჩვენს გვერდს. აქ თქვენ გაეცნობით ჩვენს კურსებს, ტარიფებს, სასწავლო მეთოდებს და საინტერესო სტატიებს.
როგორ დავიწყო სწავლა?
- რეგისტრაცია – აირჩიეთ სასურველი კურსი და გაიარეთ რეგისტრაცია. ჩვენ დაგიკავშირდებით და დავგეგმავთ თქვენთან შეხვედრას. ჩვენი მიზანია დავადგინოთ თქვენი ცოდნის დონე რამდენად შესატყვისია თქვენს მიერ არჩეულ კურსთან.
- მეორე ეტაპი – არის განრიგის შეთანხმება. ჩვენთან გაკვეთილები მიმდინარეობს, დილის 10:00 საათიდან, 21:00 საათამდე. ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. სასწავლო პროცესში მიმდინარე გაკვეთილების განრიგის და თქვენი მოთხოვნის შეჯერებით, ჩვენ თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტულ სასწავლო გრაფიკს შემოგთავაზებთ.
- ანგარიშსწორება – ხდება კურსის დაწყებამდე 1 დღით ადრე, საბანკო გადარიცხვით. მიღებული ინვოისის საფუძველზე.
სანამ დაიწყებთ სრულ კურსს, თქვენ ასევე შეგიძლიათ დაესწროთ საცდელ გაკვეთილს და გადაწვიტოთ, გააგრძელებთ სწავლას თუ არა. ჩვენთან სწავლა არის, მარტივი, სახალისო და ინტერაქტიული.