მედეა მეშველიანი – ის არის ინგლისური ენის სერთიფიცირებული, მოქმედი პედაგოგი. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა – ინგლისური ენის ფილოლოგიის და სამაგისტრო პროგრამა – თარგმანის და კულტურათაშორისი ურთიერთობების.
მედეას აქვს 5 წელზე მეტი გამოცდილება სწავლების მიმართულებით და ის ორ წელზე მეტია მუშაობს ჩვენს სასწავლო ცენტრში ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე და უძღვება ცენტრში არსებულ ყველა სასწავლო ინგლისურენოვან პროგრამას როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის.
მედეა არის შრომისმოყვარე, ენთუზიაზმით სავსე, შედეგზე ორიენტირებული პედაგოგი. გამოირჩევა მოსწავლეებისადმი თბილი და პოზიტიური დამოკიდებულებით. მას აქვს კრეატიული იდეები და ყოველთვის მზად არის ახალი გამოწვევებისთვის. ის აქტიურად არის ჩართული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროექტებში და ცდილობს წვლილი შეიტანოს ცენტრის განვითარებაში.
თავისუფალ დროს მედეას წიგნების კითხვა და მუსიკის მოსმენა უყვარს.