მარიამ არჩვაძე

მარიამ არჩვაძე Mariam Archvadze
მარიამ არჩვაძე

პედაგოგი

მარიამ არჩვაძე – ის არის ინგლისური ენის სერთიფიცირებული, მოქმედი  პედაგოგი. მას განათლება კანადაში აქვს მიღებული და სწავლების გამოცდილებაც კანადაში დააგროვა. ის ფლობს “International TESOL (Teaching English to speakers of other languages) სერთიფიკატს და აქვს რვა წლიანი  სამუშაო გამოცდილება ინგლისური ენის პედაგოგად. 

 

მარიამს არამხოლოდ კანადაში, არამედ 4 წლიანი სწავლების გამოცდილება ჩინეთშიც აქვს, როგორც ბავშვებთან, ასევე ზრდასრულებთან. ის ორ წელზე მეტია მუშაობს ჩვენს სასწავლო ცენტრში ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე.

 

ის უძღვება ცენტრში არსებულ ყველა სასწავლო ინგლისურენოვან პროგრამას როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის. 

 

მარიამი არის პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე, ენთუზიაზმით სავსე, შედეგზე ორიენტირებული პედაგოგი. გამოირჩევა მოსწავლეებისადმი თბილი და პოზიტიური დამოკიდებულებით. მას აქვს კრეატიული იდეები და ყოველთვის მზად არის ახალი გამოწვევებისთვის. ის აქტიურად არის ჩართული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროექტებში და ცდილობს მისი წილი წვლილი შეიტანოს ცენტრის განვითარებაში.

 

თავისუფალ დროს მარიამს უყვარს მეგობრებთან ერთად გართობა, ვარჯიში და მუსიკის მოსმენა.

0
    0
    კალათა
    თქვენი კალათა ცარიელიაკურსებში დაბრუნება