ფასის დიაპაზონი
155,00 ₾ – 420,00 ₾Price range: 155,00 ₾ through 420,00 ₾
კურსის პარამეტრები
რუსული ენის კურსი განკუთვნილია 6-16 წლის ბავშვებისა და მოზარდებისთვის და მოიცავს ენის შესწავლას A0-დან B2 დონემდე. პროგრამა შექმნილია მოსწავლეების ასაკის, ენობრივი დონისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით და უზრუნველყოფს რუსული ენის ცოდნის ეტაპობრივ, თანმიმდევრულ და სისტემურ განვითარებას.
კურსის განმავლობაში მოსწავლეები ვითარდებიან ოთხივე ძირითადი ენობრივი მიმართულებით — მოსმენა, საუბარი, კითხვა და წერა. პროგრამის საწყის დონეებზე მოსწავლეები იძენენ რუსული ენის საბაზისო ცოდნას, სწავლობენ ყოველდღიურად გამოყენებად სიტყვებსა და ფრაზებს, მარტივი წინადადებების აგებასა და ელემენტარულ კომუნიკაციას. დონის პროგრესირებასთან ერთად ისინი აფართოებენ ლექსიკურ მარაგს, ითვისებენ გრამატიკულ სტრუქტურებს და გადადიან უფრო დამოუკიდებელ, თავისუფალ და კომპლექსურ კომუნიკაციაზე.
მაღალ დონეებზე მოსწავლეები სწავლობენ საკუთარი აზრის, ემოციებისა და გამოცდილების გამოხატვას, მოსაზრების დასაბუთებას, მოვლენებისა და ინფორმაციის აღწერასა და გაანალიზებას, სხვადასხვა თვალსაზრისის შედარებასა და რუსულ ენაზე უფრო გამართული, დაკავშირებული და თავდაჯერებული კომუნიკაციის წარმართვას.
სასწავლო პროცესი ეფუძნება თანამედროვე, ხარისხიან და სპეციალურად შერჩეულ სასწავლო მასალებს. საწყის დონეებზე სწავლება მიმდინარეობს SpeakUp-ის ექსკლუზიური სასწავლო პროგრამის საფუძველზე, რომელიც შექმნილია ბავშვებისთვის რუსული ენის თანმიმდევრული, გასაგები და პრაქტიკული შესწავლისთვის. უფრო მაღალ დონეებზე კი მოსწავლეები მუშაობენ უნიკალურ სასწავლო მასალაზე, რომელიც მომზადებულია მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის დარგის ექსპერტების მიერ და ხელს უწყობს რუსული ენის ცოდნის უფრო სიღრმისეულ და მრავალმხრივ განვითარებას.
სასწავლო მასალები აერთიანებს ლექსიკის, გრამატიკისა და ოთხივე ძირითადი ენობრივი უნარის განვითარებას ერთიან სასწავლო პროცესში. გაკვეთილებზე აქტიურად გამოიყენება ვიზუალური და თემატური მასალები, დიალოგები, თამაშები, როლური აქტივობები, ინტერაქტიული სავარჯიშოები, ტექსტები, აუდიო და ვიდეო მასალები და სხვა ასაკისა და დონის შესაბამისი რესურსები.
კურსის მთავარი მიზანია მოსწავლეებს განუვითაროს რუსული ენის ცოდნა და პრაქტიკული საკომუნიკაციო უნარები, რათა მათ შეძლონ მიღებული ცოდნის გამოყენება რეალურ და ყოველდღიურ სიტუაციებში — საწყის დონეზე მარტივი კომუნიკაციიდან დამოუკიდებელ, გამართულ და თავდაჯერებულ მეტყველებამდე.
SpeakUp-ში სწავლების პროცესი ეფუძნება ჩვენს მთავარ პრინციპს — მარტივი, სახალისო და ინტერაქტიული, რაც ენის შესწავლას ბავშვებისა და მოზარდებისთვის საინტერესო, ბუნებრივ და პრაქტიკულ გამოცდილებად აქცევს.
კურსის განმავლობაში მოსწავლეები ეტაპობრივად ეცნობიან რუსული ენის ძირითად გრამატიკულ სტრუქტურებს და სწავლობენ მათ პრაქტიკაში გამოყენებას.
გრამატიკული მასალა ისწავლება კომუნიკაციისა და პრაქტიკული მაგალითების საშუალებით, რათა მოსწავლემ არა მხოლოდ გაიგოს ენობრივი წესები, არამედ შეძლოს მათი გამოყენება საუბარსა და წერაში.
A2 დონეზე მოსწავლეები აგრძელებენ რუსული ენის გრამატიკული სისტემის განვითარებას და სწავლობენ უფრო მრავალფეროვანი სტრუქტურების გამოყენებას საუბარსა და წერაში.
გრამატიკული მასალა ისწავლება კონტექსტში და პრაქტიკული კომუნიკაციის საშუალებით, რათა მოსწავლემ შეძლოს ახალი სტრუქტურების არა მხოლოდ ამოცნობა, არამედ მათი დამოუკიდებლად გამოყენება საუბარსა და წერაში.
B1 დონეზე მოსწავლეები აგრძელებენ რუსული ენის გრამატიკული სისტემის გაღრმავებას და სწავლობენ უფრო რთული ენობრივი სტრუქტურების გამოყენებას როგორც ზეპირ, ისე წერით კომუნიკაციაში.
გრამატიკული მასალა ისწავლება კონტექსტში, პრაქტიკული მაგალითებისა და კომუნიკაციური დავალებების საშუალებით. მოსწავლეები სწავლობენ გრამატიკული სტრუქტურების გამოყენებას არა მხოლოდ ცალკეული წინადადებების, არამედ დაკავშირებული მეტყველებისა და წერითი ტექსტების შესაქმნელად.
B2 დონეზე მოსწავლეები სისტემურად აერთიანებენ წინა დონეებზე მიღებულ გრამატიკულ ცოდნას და სწავლობენ უფრო რთული გრამატიკული სტრუქტურების ზუსტად და კონტექსტურად გამოყენებას.
ძირითადი გრამატიკული მიმართულებები მოიცავს:
გრამატიკული მასალა ისწავლება კონტექსტში, პრაქტიკული მაგალითებისა და კომუნიკაციური დავალებების საშუალებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გრამატიკული ფორმების მნიშვნელობრივ განსხვავებებსა და მათ სწორ გამოყენებას ზეპირ და წერით მეტყველებაში.
ძვირფასო მშობელო, სწავლის დაწყებამდე გთხოვთ გადმოწერეთ PDF სახელმძღვანელო და ესაუბრეთ ბავშვს ჯგუფში მუშაობის წესების შესახებ. ეს ჩვენ ერთობლივად დაგვეხმარება ვასწავლოთ მას არამხოლოდ უცხო ენა, არამედ წვლილი შევიტანოთ ახალგაზრდა თაობის სწორად აღზრდაში.
სასაუბრო რუსულის კურსს ბავშვებისთვის, ნულოვანი დონიდან ვიწყებთ. შეგიძლიათ სწავლა დაიწყოთ მაშინაც კი, თუ ანბანიც არ იცით.
დიახ, რა თქმა უნდა! შესაძლებელია გაიაროთ მხოლოდ ერთი დონე.
სასწავლო პროცესში, ჩვენ ვიყენებთ უნიკალურ სასწავლო პროგრამას, რომელიც მომზადებულია მოსკოვში და სანტ-პეტერბურგში, დარგის ექსპერტების მიერ. ასევე, საგაკვეთილო პროცესში ხშირად ვიყენებთ ადაპტირებულ, კლასგარეშე საკითხავ სახელმძღვანელოებს.
თუ თქვენ გადაწყვეტთ ისწავლოთ ონლაინ და არ გსურთ წიგნის შეძენა, საჭირო რესურსებს უფასოდ გაგიზიარებთ. ხოლო სახელმძღვანელოს ღირებულება გახლავთ 35 ლარი, რომლის შეძენაც შეგიძლიათ ჩვენს სასწავლო ცენტრში. აღნიშნული ლიტერატურა არ იყიდება საქართველოს ბაზარზე.
რა თქმა უნდა არა. თანხას იხდით მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთობლივად შევთანხმდებით სწავლის განრიგზე და თქვენ საბოლოოდ თანახმა იქნებით დაიწყოთ სწავლა შეთანხმებული განრიგით.
კურსის დასაწყისზე შეთანხმების შემდეგ, 1 თვის ღირებულება გადახდილი უნდა იქნას კურსის დაწყებამდე 1 დღით ადრე. ხოლო დანარჩენი თანხის ანგარიშსწორება უნდა მოახდინოთ ზუსტად 1 თვეში.
დიახ, რა თქმა უნდა. საცდელ გაკვეთილზე დასწრება ხდება ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ, რადგან ჩვენ უნდა დავადგინოთ თქვენი ცოდნის დონე და შემოგთავაზოთ შესაბამისი დონის ჯგუფი. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გაკვეთილი ფასიანია და ღირებულება შეადგენს 40 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ დაიწყოთ სწავლა, გადახდილი თანხა გამოაკლდება სწავლის გადასახადს.
დიახ, რა თქმა უნდა. სერთიფიკატი გაიცემა კურსის მეორე დონეზე, შესაბამისი დონის ტესტის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.
კურსზე დასასწრებად გთხოვთ აირჩიეთ კურსის პარამეტრები (ონლაინ, ოფლაინ, ინდივიდუალური, ჯგუფური) და დაამატეთ კურსი კალათაში. შემდეგ გახსენით კალათა და დაასრულეთ რეგისტრაციის პროცესი, უმარტივესი კითხვარის შევსებით. რეგისტრაციის შემდეგ, ჩვენ მალევე დაგიკავშირდებით და დავნიშნავთ თქვენთან ცოდნის დონის განმსაზღვრელ ინტერვიუს, რომელიც სრულიად უფასოა.
ჩვენთან სწავლა არის