ზოგადი
სასწავლო ცენტრის პროდუქტებს წარმოადგენს უცხო ენის სასწავლო კურსები, რომლებსაც გაკვეთილების რაოდენობისა და სპეციფიკის მიხედვით აქვს განსხვავებული ფასები. საიტზე რეგისტრირებულ მოხმარებელს შეუძლია შეიძინოს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე კურსი, რისი ჯამური ღირებულებაც მოცემულია ინვოისში. კურსის ზუსტი განრიგების შეთანხმების შემდეგ, მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს თანხა კურსის დაწყებამდე 2 სამუშაო დღით ადრე. საიტზე მოცემული ფასები შეიცავს დღგ-ს.
თანხის კორექტირება
თანხის კორექტირება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო ცენტრი გარკვეული მიზეზის გამო (გაუთვალისწინებელი შემთხვევები, პედაგოგის ჯანმრთელობის გაუარესება და ა.შ.) ატარებს გეგმიურზე ნაკლებ გაკვეთილს და ვერ ხერხდება გაცდენილი გაკვეთილის აღდგენა. ასეთ შემთხვევაში, სასწავლო ცენტრი იღებს ვალდებულებას რომ დააკორექტიროს დარჩენილი გადასახადი შესაბამისად.
თანხის სრულად დაბრუნება
თანხის სრულად დაბრუნება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, (გაუთვალისწინებელი შემთხვევები, პედაგოგის ჯანმრთელობის გაუარესება და ა.შ.) თუ დაგეგმილი კურსი გაუქმდა და დანიშნულ თარიღში არ დაიწყო, ან გადაიდო გარკვეული ვადით და შეთავაზებული თარიღი მისაღები არ არის მომხმარებლისთვის. ასეთ შემთხვევაში, სასწავლო ცენტრი იღებს ვალდებულებას რომ სრულად დაუბრუნოს გადახდილი თანხა მომხმარებელს.
მომხმარებლის ვალდებულება
მომხმარებლის (სტუდენტის) მიზეზით გაცდენილი საათები, ან/და სასწავლო კურსის დასრულებამდე, დროზე ადრე გასვლა სასწავლო პროცესიდან, არ ათავისუფლებს მას სრული კურსის ღირებულების გადახდისგან.