მარიამ ჩაფიძე – ის არის ინგლისური ენის სერთიფიცირებული, მოქმედი პედაგოგი. მან დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინგლისური ენის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ჩაბარებული აქვს ინგლისური ენის მასწავლებლის გამოცდა და მინიჭებული აქვს სერთიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი.
მარიამს აქვს 5 წელზე მეტი გამოცდილება სწავლების მიმართულებით. ჩვენს სასწავლო ცენტრში 3 წელზე მეტი მუშაობს და უძღვება ცენტრში არსებულ ყველა ინგლისურენოვან კურსს, როგორც ბავშვებისთვის ასევე ზრდასრულებთან.
ის არის პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე, ენთუზიაზმით სავსე, შედეგზე ორიენტირებული პედაგოგი. გამოირჩევა მოსწავლეებისადმი თბილი და პოზიტიური დამოკიდებულებით. სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის, მას მუდმივად აქვს კრეატიული იდეები და ყოველთვის მზად არის ახალი გამოწვევებისთვის. ის აქტიურად არის ჩართული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროექტებში და ცდილობს წვლილი შეიტანოს ცენტრის განვითარებაში.
თავისუფალ დროს მას მუსიკის მოსმენა, ხატვა, კითხვა, წერა და მოგზაურობა უყვარს.