ანი პეტრიაშვილი

ანი პეტრიაშვილი Ani Petriashvili
ანი პეტრიაშვილი

პედაგოგი

ანი პეტრიაშვილი –  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსის ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი და ინგლისური ენის მასწავლებელია. მას არაერთ არასამთავრობო პროგრამაში აქვს მონაწილეობა მიღებული და აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო პროექტემბში.

 

ანი ორ წელზე მეტია ჩვენი გუნდის წევრი და უძღვება ცენტრში არსებულ ყველა ინგლისურენოვან კურსს, როგორც ბავშვებისთვის ასევე ზრდასრულებთან. ის ჩვენთან სასაუბრო ქართულის კურსებსაც უძღვება, რაც მას ძალიან დიდი სიამოვნებას ანიჭებს.

 

ანი არის პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე, ენთუზიაზმით სავსე, შედეგზე ორიენტირებული პედაგოგი. გამოირჩევა მოსწავლეებისადმი თბილი და პოზიტიური დამოკიდებულებით. მას აქვს კრეატიული იდეები და ყოველთვის მზად არის ახალი გამოწვევებისთვის. ის აქტიურად არის ჩართული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროექტებში და ცდილობს მისი წილი წვლილი შეიტანოს ცენტრის განვითარებაში.

 

თავისუფალ დროს მას ლიტერატურის კითხვა, წერა, იოგა და მედიტაცია უყვარს. სამომავლოდ ბევრი გეგმები აქვს, აპირებს სწავლა განაგრძოს საზღვარგარეთ  მსოფილოს წამყვან უნივერსიტეტებში და აიმაღლოს კვალიფიკაცია ფილოლოგიის მიმართულებით.

0
    0
    კალათა
    თქვენი კალათა ცარიელიაკურსებში დაბრუნება